x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
5 აუცილებელი გამოკვლევა,რომელიც 40+ ასაკის ქალბატონებმა უნდა ჩაიტარონ
image

40 წელი ის ასაკია, როცა სხვადასხვა დაავადებები იჩენენ თავს, მეტადრე ისეთები, რომლისადმიც გენეტიკურად ხართ მიდრეკილი.ეს რომ არ მოხდეს აუცილებლად ჩაიტარეთ ეს 5 გამოკვლევა.


1.ვიზიტი გინეკოლოგთან

ახალგაზრდა გოგონებისთვისაც კი, რომელთაც არანაირი ჩივილები არ აქვთ, რეკომენდებულია ყოველწლიური ვიზიტი გინეკოლოგთან, მეტადრე რეკომენდებულია მოწიფული ქალებისთვის, წელიწადში ორჯერ.


სტატისტიკურად საშვილოსნოს ყელის კიბო ყველაზე ხშირად 35 წელს გადაცილებულ ქალებში ვლინდება, ამიტომ აუცილებელია პროფილაქტიკური კვლევების ჩატარება, რომ დაავადება ადრეულ ეტაპზევე გამოვლინდეს.


2.მამოლოგის კონსულტაცია

მკერდის კიბო ქალებში გავრცელებული დაავადებაა.რაც უფრო ასაკოვანია ქალი, მით უფრო დიდია მკერდის კიბოს განვითარების რისკი. მაგალითად, 65 წლის ქალში ამ დაავადების განვითარების რისკი 150ჯერ აღემატება 30 წლის ასაკის ქალისას. ამიტომ აუცილებელია წელიწადში ერთხელ მაინც მამოგრაფია გაიკეთოთ.


3.ვიზიტი ენდოკრინოლოგთა.გლუკოზის დონის განსაზღვრა სისხლში

დედამიწის მოსახლეობის 10% დიაბეტითაა დაავადებული. დიაბეტის დროს იზრდება ინსულტის და ინფარქტის რისკი, ქვეითდება მხედველობა, სერიოზული საფრთხე ექმნებათ სხვა ორგანოებს.

თუ ცხოვრების ჯანსაღი წესი თქვენთვის უცხოა ან ამ დაავადებისკენ გენეტიკურად ხართ მიდრეკილი-მაშინ აუცილებლად ეწვიეთ, ენდოკრინოლოგს, გაიკონტროლეთ სისხლში გლუკოზის დონე.


4.კონსულტაცია კარდიოლოგთან

მომატებული ქოლესტერინი, მავნე ჩვევები, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა-ამ ყველაფერმა სასიცოცხლოდ აუცილებელი პროცესების შენელება შეიძლება გამოიწვიოს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, ყოველწლიურად 18 მლნ.ადამიანი იღუპება გულის დაავადებით. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების უმეტესობა, განვითარების ადრეულ სტადიაზე განკურნებას ექვემდებარება.ამიტომ, იმ ექიმების სიას, რომელსაც წელიწადში ერთხელ მაინც უნდა მიმართოთ, კარდიოლოგიც მიამატეთ.


5.დენსიტომეტრია

ასაკის მატებასთან ერთად, ძვლის სიმტკიცე იკლებს.მედიცინაში ამას ოსტეოპოროზი ეწოდება.ქალებში ოსტეოპოროზი უფრო გავრცელებულია, განსაკუთრებით საშიშია თეძოს მოტეხილობა.ოსტეოპოროზის გამოვლენა კომპლექსური კვლევით ხდება, რომელსაც დენსიტომეტრია ეწოდება.


0
590
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
590
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0