x
მეტი
  • 07.04.2020
  • სტატია:101006
  • ვიდეო:345700
  • სურათი:463785
წარმოუდგენელი ხატები, რომელთა ნახვა შეგირყევთ ფსიქიკას
ხატწერა წარმოიშვა ბიზანტიაში და საბოლოოდ ჩამოყალიბდა V საუკუნეში. ბიზანტიის იმპერია 1453 წელს დაეცა. მართლმადიდებელ ხალხებთან ერთად ხატწერამ გაიარა უზარმაზარი გზა დროსა და სივრცეში.


ხატი მჭიდროდაა დაკავშირებული ქრისტიანული აზროვნების ევოლუციასთან, ამის მრავალი მაგალითი კატაკომბურმა ხელოვნებამ დაგვიტოვა. ქრისტოლოგია (სწავლება ქრისტეზე), ხატმებრძოლეობა, პნევმატოლოგია (სწავლება სული წმიდის შესახებ) - ყოველივე ეს აისახა ხატებში, რომლებიც აიგება კანონების შესაბამისად, რაც თავისებური ზღუდეებია, რომლებსაც მათი საღვთისმეტყველო ფუნქციისათვის აწესებს ეკლესია.


სამყაროს კონცეფციის გამომხატველი ხელოვნება, გარკვეულ ენას წარმოადგენს, თანაც, ზედმიწევნით დამუშავებულ ენას. რომ გაიგო ხატის ენა, მხოლოდ ადამიანს კი არ უნდა იცნობდე, არამედ ამ ენის სინტაქსიც უნდა გესმოდეს. ხატის ხელოვნება გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე სხვა ყველაფერი, ითვალისწინებს ხილულიდან უხილავზე გადასვლას. სწორედ ამისკენ მიისწრაფიან მისი ფაქიზი და რთული სტრუქტურები. თუ ამ სტრუქტურებს მოიშორებ - ტექსტის არსებით ელემენტებს მოაკლდები. ამგვარად, ხატის გაგება შესაძლებელია მხოლოდ მისი სრული სახით.


ხატწერასაც თავისი კანონები და გამონაკლისები გააჩნია, თუმცა წარსულში არსებული ხატები, რომელთაც დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ, ნამდვილად შეგირყევთ ფსიქიკას და გათქმევინებთ– "ნუთუ მართლა მათ წინაშე ლოცულობდა ხალხი"?!!



image



● ამ ხატზე წარმოდგენილია ღმერთი სამი სახით– მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა, ანუ სამება. სადაც სამი სახე ერთარსად წარმოდგენილია ოთხი თვალით.image


სამება ერთიანობის და განუყოფელობის სიმბოლოა. მსგავს ხატებს უიშვიათესად შეხვდებით, თუმცა 300 წლის წინ ისინი ფართოდ იყო გავრცელებული. XVIII საუკუნეში კი წმინდა სინოდმა გასცა ბრძანება მსგავსი ხატების აკრძალვაზე.image


ტობოლსკის სამების ხატი, 1729 წელი. ავტორი უცნობია.image



კოლუმბიელი მხატვრის Gregorio Vazquez de Arce-i-Ceballos ნაწერი ხატი "სამება". 1697 წელი.

image


● კიდევ ერთი, დიდმოწამე ქრისტოფერ "ძაღლისთავას" დაუვიწყარი გამოსახულება. ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, მისი გამოსახულება როგორც ძაღლის თავი, სიმბოლურად ეყრდნობა მის სიმამაცესა და სისასტიკეს წარმმართებთან ბრძოლაში; ლეგენდის თანახმად კი იგი საიდუმლო რასის წარმომადგენელი იყო. image


რუსეთში ამ ხატების მიმართ ლოცვა ოფიცილურად წმინდა სინოდის ბრძანებით 21 მაისის (1 ივნისი) 1722 წელს აიკრძალა, რის შემდეგაც ხატების უდიდესი ნაწილი ან განადგურდა, ან გადაკეთდა. მხოლოდ ძველმორწმუნეები არ დაემორჩილნენ ბრძანებას და განაგრძეს ამ ხატების მიმართ ლოცვა და პატივისცემა.

image


იკონოგრაფიული ტრადიციის მიხედვით დიდმოწამე ქრისტოფერ ძაღლისთავა არა ძაღლის, არამედ ცხენის თავით იყო წარმოდგენილი.

image


დიდმოწამე ქრისტოფერის ხატი ჩერეპოვის ხელოვნების მუზეუმიდან. XVII საუკუნე.imageimage


● მაცხოვარს ხატმწერები აიგივებენ ადამიანთან, ამიტომ იესო ქრისტე მოსფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ისე ჰყავდათ გამოსახული ხატზე, ფიზიკურად როგორც თვითონ გამოიყურებოდნენ (კანის ფერი, წვრილი თვალები და ა.შ).


მაცხოვრის ხატი "მე ვარ გზა" (უგანდა).

image



● მაცხოვარი გოლგოთას გზისკენ (Charles Ndege). ტანზანია.imageimageimage


● უფლის შობა. (ჩინეთი)image




● მადონა ჩვილი იესოთი ხელში. ინდოელთა ტომი ნავახო, ა.შ.შ – New Mexico.


image




● სამება უძველეს ამერიკაში.

image



● ავსტრალიელი აბორიგენები. იესო იცავს მკვიდრ მოსახლეებს თეთრკანიან ბარბაროსებისგან. image




● წარმართთა და კერპთაყვანისმცემელთა სიმბოლოები ხატებზე. ყოვლისმჭვრეტელი თვალი პოლონურ ხატზე.image



● მართლმადიდებლური ხატების სიმბოლოები XVIII საუკუნის დასაწყისში. image




P.S. როგორც ხედავთ, ჩვენ ყველა ვართ სტერეოტიპების მომსწრეები და აქ არსებული ხატები, რომლებზეც წმინდანები არიან გამოსახულები, სრულ დაბნევამდე მიგვიყვანს.



10
1750
20-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1750
  
2018, 19 სექტემბერი, 22:31
გაიხარეთ.
2018, 19 სექტემბერი, 22:25
მადლობა ,წარმატებებს გისურვებთ
2018, 19 სექტემბერი, 1:24
მადლობა თქვენ, რომ წაიკითხეთ. შენიშვნას მივიღებ, ციტირება გავაკეთე უბრალოდ ისე, რომ არ დავკვირვებივარ და მადლობა ყურდაღებისთვის.
2018, 19 სექტემბერი, 0:31
საინტერესო სტატია იყო მადლობა ავტორს.
თუ შეიძლება ერთ რამეს დავამატებ რომ ხატი სათაურით "სამება უძველეს ამერიკაში" დარწმუნებული ვარ სამებას არ გამოსახავს. ის ფერისცვალების ხატია. შეგიძლიათ ფერისცვალების ნებისმიერ ხატს შეადაროთ.
2017, 12 ივლისი, 13:58
ჰოო ლალი, მეც პირველად ვნახე და მაშინვე დავწერე.
2017, 12 ივლისი, 9:09
პირველად ვნახე ასეთი რამ... გაოცებული ვარ...
2017, 7 ივლისი, 23:42
ძალიან სამწუხაროა ნინო, რასაც ბევრი შრომა ჭირდება და აუცილებელია ცოდნა, ის არ აინტერესებთ. შევეხები ჭორებს და პოლიტიკას და მერე კომენტარებს წერენ– რეებს დებ, მეტი საქმე არ გაქვს, რაიმე საინტერესო და ნორმალური წერე არ ჯობიაო? მაოცებს ეს ხალხი.
2017, 7 ივლისი, 21:07
გეთანხმები. ძალიან საინტერესოა....და როგორც "წესი" ცოტა ნახვა.....მაოცებენ ადამიანები , მაოცებენ... :-(
2017, 7 ივლისი, 19:08
გაიხარე გუჯა.
2017, 7 ივლისი, 14:16
ვაუ საოცარი სტატიაა...
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10