x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ინდოელი ქალი,რომელმაც 800 ბავშვი იშვილა
image

40 წლის წინ დოქტორ საროჯინი აგარვალს ერთადერთი ქალიშვილი ავტოკატასტროფაში დაეღუპა. შვილის დაკარგვიდან რამდენიმე წელი ქალს ცხოვრებაზე ხელი ჰქონდა ჩაქნეული, ცხოვრებამ მისთვის აზრი დაკარგა, მაგრამ თანდათან გააცნობიერა რა იყო მისი მოვალეობა და მომდევნო 5 წელი თავისი წიგნების გაყიდვიდან(ის ცნობილი პოეტია) მიღებულ შემოსავალს აგროვებდა და სპონსორებს ეძებდა თავისი იდეის განსახორციელებლად.

image

1985 წელს მან პირველი გოგონა იშვილა, ყრუმუნჯი პატარა, რომლის დედაც მშობიარობისას დაიღუპა. მას უბედური შემთხვევის შედეგად დაობლებული 3 გოგონა მოყვა. საროჯინის აყავდა მშობლებისგან მიტოვებული ჩვილებიც.თავის ბავშვთა სახლს საროჯინიმ თავისი დაღუპული ქალიშვილის, მანიშა მანდირის სახელი დაარქვა.


image

1992 წლამდე საროჯინი ბავშვებთან ერთად პატარა სამოთახიან სახლში ცხოვრობდა, მას უკვე მთელი ინდოეთი იცნობდა. 1992 წელს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სამსართულიანი სახლი გადასცა, ბაღით და ჩოგბურთის კორტებით.

image

საროჯინი თავის გოგონებს განათლებას აძლევს და დამოუკიდებლობას ასწავლის. მას არ სურს, რომ რომელიმე მათგანი ქმარზე იყოს დამოკიდებული, ამისთვის საუკეთესო გზა კი გოგონებისთვის განათლების მიცემაა.რამდენიმე გოგონა საროჯინიმ ბორდელიდან წამოიყვანა, რომლებიც იქ საკუთარმა მშობლებმა გაყიდეს. მას არ სურს, რომ ეს ხვედრი ოდესმე რომელიმე გოგონამ კიდევ გაიზიაროს.

მისი 800 ქალიშვილიდან უკვე მესამედმა დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი და კარიერაც გაიკეთეს. მათ შორის-საერთაშორისო ბანკების მენეჯერების და სკოლის დირექტორების პოზიციებზე.

image

ამჟამად საროჯინი პატარებს ვეღარ იღებს, რადგან მოხუცდა და შიშობს, რომ მათ მოვლასა და გაზრდას ვეღარ შეძლებს.

0
132
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0