x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134580
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ლევან შელია - გაშიშვლებული სული, ხორცი.... +16

imageსურათი წარმოდგენილია ლოკალური ფერებით, მასზე გამოსახულია
თვალებმინაბული ფეხმორთხმით მჯდარი, თითქოს მთვლემარე მსუქანი ქალი, რომელიც ფროიდისეულ
მსუქან ქალს ძალიან ჰგავს, ქალის გვერდით კი მის მხარზე სახედაყრდნობილი, თვალებმილულული
და ქალის სხეულს შემოჭდობილი გამხდარი მამაკაცია მიხუტებული. საინტერესოა მხატვრისმიერი
ადამიანთა ფერების აღქმა. მსუქანი ქალბატონის კანის ფერი მხატვარმა ვარდისფერით გადმოსცა,
მამაკაცისა კი ცისფერით. ვარდისფერი სიმბოლურად ხომ სწორედ ქალური სინაზისა და მშვენიერების
სიმბოლოა? მსუქანი და ნაკლებმომხიბვლელი ქალის ვარდისფრად შეღებვით მხატვარს სურდა
გადმოეცა რომ ყველა ქალში არსებობს სინაზის მარცვალი, სიფაქიზე და ყველა ქალი მშვენიერია.
ხოლო ცისფერი - მამაკაცურ ძლიერ საწყისზე მიგვითითებს, რომლითაც მხატვარმა გამოხატა,
რომ მიუხედავად სურათზე გამოსახული მამაკაცის კონტრასტისა ქალთან, მას მაინც სურს გამოიჩინოს
სიძლიერე, რათა დაიცვას ნაზი არსება, ქალი რომელსაც ერთი შეხედვით თითქოს არ სჭირდება დაცვა. მამაკაცის შემოჭდობილი ხელი
ქალის მუცელზე სწორედ მის მიერ ქალის კუთვნილების
სიმბოლოა.

imageimageimageimageimageimageimageეს გახლავთ მხატვრის სურათების სასიყვარულო სერია სახელწოდებით "სიყვარული", სადაც გამოსახულია ქალისა და მამაკაცის სასიყვარულო
ტკბობის მომენტები საწოლში. უცნაური და სიმბოლურია მხატვრისეული მწვანე, ვარდისფერი
, წითელი და ყავისფერი ადამიანები. თითქოს მათი ამგვარი „გაფერადება“ სასიყვარულო ტკბობამ
და ენდორფინების დიდი რაოდენობით გამოყოფამ გამოიწვიეს, მხატვარს შესანიშნავად აქვს
გადმოცემული შეყვარებულთა შინაგანი განცდები სექსუალური ლტოლვის მომენტში, რაც გამოიხატება
ფიგურების ერთმანეთისადმი ნაზი შეხებითა და სახეზე აღბეჭდილი ნეტარების გრძნობით. მხატვარს
ძირითადი ყურადღება გადატანილი აქვს ხაზებზე, ამ სურათებში კონტური მეტად მნიშვნელოვანია
ფერზე, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფერი ამ შემთხვევაში გამოხატავს ფიგურათა შინაგან
მდგომარეობას. სურათებზე გამოსახული პერსონაჟები არ ურთიერთობენ მაყურებელთან, ისინი
საკუთარ სამყაროში, საკუთარ ოთახში, საწოლში არიან მომწყვდეულნი და მხოლოდ ერთმანეთის
აღქმა შეუძლიათ. თითქოს, მათთვის გარე სამყარო რაღაც სხვა გალაქტიკის მსგავსად მიუწვდომელია.






2
79
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
79
  
2017, 1 ივლისი, 15:24
ნამდვილად ასეა...
2017, 1 ივლისი, 9:58
დიახ, ისინი მხოლოდ საკუთარ პლანეტაზე იმყოფებიან! უხერხულია გარეშე თვალისთვის, მაგრამ ეს ხომ თავად - მისი აღმატებულება - ცხოვრებაა!
0 1 2