x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
რა კავშირია პლასტმასის ბოთლსა და უნიტაზს შორის
დაცხა და მოთხოვნამ ცივ სასმელებზე იმატა.სამწუხაროდ, გამოყენების შემდეგ ბევრს სჩვევია პლასტმასის ბოთლის შენახვა და თავიდან გამოყენება, ისე, რომ არც უწყიან თუ რა ზიანის მოტანა შეუძლიათ მათ.

პლასტმასს შეუძლია საშიში ნივთიერებები გამოყოს.ყურადღება მიაქციეთ ბოთლის ძირზე გამოსახულ სამკუთხედს და ციფრებს, რომლებიც ბოთლის დასამზადებლად გამოყენებული პლასტმასის სახეობას აღნიშნავენ.

image

ციფრი 1 და წარწერა PET ან PETE მიანიშნებს, რომ ბოთლი ერთჯერადი გამოყენებისაა. მრავალჯერადი გამოყენებისას ტოქსინებს გამოყოფს, რომელიც მასში ჩასხმულ სითხეს ერევა.



მოერიდეთ ბოთლს აღნიშვნით 3 ან 7, PVC და PC-ეს ბოთლები ტოქსიკურია და მრავალჯერადი გამოყენებისას მძიმე დაავადების გამოწვევა შეუძლიათ.

imageმრავალჯერადად შეგიძლით გამოიყენოთ 2 და 4-ით აღნიშნული პოლიეთილენის და 5-იანით აღნიშნული პოლიპროპილენის ბოთლები. განსაკუთრებით უსაფრთხოა ეს ბოთლები, თუ მათში ცივ წყალს ინახავთ.



image


დღეს ასევე პოპულარულია მრავალჯერადი ბოთლები, რომელსაც ვარჯიშის დროს, სკოლებში და ა.შ. იყენებენ, მაგრამ როგორც მეცნიერები და ექიმები გვარწმუნებენ ამ ბოთლიდან დალევა იგივეა, რომ უნიტაზი ან ძაღლის სათამაშო გალოკოთ. საქმე იმაშია, რომ ამ ბოთლს რეგულარულად ვეხებით ჭუჭყიანი ხელებით, ვიდებთ პირში, ბაქტერიები კი ადვილად მრავლდებიან ოთახის ტემპერატურის წყალში. საჭიროა რეგულარულად გარეცხოთ ასეთი ბოთლი, საპნით და ანტიბაქტერიული საშუალებით.

image

გაითვალისწინეთ, ყველაზე მეტი ბაქტერია თავსახურზეა, ამიტომ არ დაგავიწყდეთ მისი კარგად გარეცხვაც. იდეალური ვარიანტი კი საწრუპი ჩხირის გამოყენებაა.

0
308
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
308
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0