x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
10 წლის ბიჭი სკოლაში ორასმა ბაიკერმა მიაცილა,რატომ?
“ეს ნამდვილად დიდებული სანახაობა იყო"

imageკანადის პროვინციაში ბავშვთა უფლებების დასაცავად ბაიკერები გამოვიდნენ. მას შემდეგ, რაც 10 წლის ქსანდერი კიდევ ერთხელ სცემეს სკოლაში, დედამისმა დახმარებისთვის ასოციაცია “ბავშვთა დამცველებს" მიმართა.

imageბიჭს გამუდმებით ამცირებდნენ წონის და წარმომავლობის გამო, რადგან ის ინდიელის და შავკანიანის შთამომავალია. მას თითქმის ყოველდღე სცემდნენ, უხევდნენ სამოსს და რვეულებს.


ბავშვები ხომ ზოგჯერ განსაკუთრებით სასტიკნი არიან, მითუმეტეს როცა მათ საქციელზე უფროსებიც თვალს ხუჭავენ. სკოლის ადმინისტრაცია ირწმუნებოდა, რომ საჭირო ზომებს მიმართეს, მაგრამ სამწუხაროდ გასულ წელს სამმა მოზარდმა, რომლებიც კლასელებისგან ანალოგიურ მოპყრობას განიცდიდნენ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა.



“მე არ მინდოდა, რომ ჩემი შვილი შემდეგი ყოფილიყო"-ამბობს ქსანდერის დედა.

“ბავშვთა დამცველებმა" დასახმარებლად ადგილობრივ ბაიკერებს მიმართეს და მეორე დღეს ქალაქი დიდებული სანახაობის მომსწრე გახდა. 200 პირქუში გარეგნობის, ტყავის შავ ქურთუკში გამოწყობილი ბაიკერი 10 წლის ბიჭუნას სკოლისკენ მიაცილებდა.

სკოლასთან მისულებმა, ქსანდერს თავისი სიმბოლოიანი ტყავის ქურთუკი გადასცეს საჩუქრად და ყველას გამოუცხადეს, რომ ამიერიდან ქსანდერი მათი მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა. მართლაც, რთულია აწყენინო ბიჭს, რომელსაც გვერდით ასეთი მფარველები ყავს)

image

0
247
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
247
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0