x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134580
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508658
ყველა დროის 10 სასარგებლო პროდუქტი
image

დიეტოლოგებისა და გასტროენტეროლოგების ევროპული ასოციაციის მკვლევარებმა ყველაზე სასარგებლო პროდუქტების სია გამოაქვეყნეს, რომელიც ასე გამოიყურება:


1. პომიდორი

პომიდორი გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის სასარგებლო ანტიოქსიდანტებს შეიცავს, აგრეთვე უჯრედისს, კალიუმს და ლიკოპინს. მის წვენს კი შიდაქალის და არტერიული წნევის დაწევა შეუძლია, ებრძვის ჰიპერტონიას და გლაუკომას.


ლიკოპინს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს, თუმცა პომიდორს თუ ჭარბად მოიხმართ შესაძლოა ნაღვლის ბუშტი გაგიღიზიანდეთ, სისხლძარღვების დაავადებისას კი თირკმელებში ქვების წარმოქმნა ხდება. მიირთვით დღეში 2 ცალი პომიდორი.


2.შვრიის ფაფა

შვრიის ფაფა მდიდარია უჯრედისით და B ჯგუფის ვიტამინებით, მცენარეული ცილებით და საკვები ბოჭკოებით. ეფექტურად წმენდს ნაწლავებს ტოქსინებისგან. მის მცირე ულუფას არტერიული წნევის 5-დან 10 ერთეულამდე შემცირება შეუძლია.

შვრიის ფაფას მინუსებიც აქვს. ოსტეოპოროზის განვითარების რისკი იზრდება, თუ შვრიის ფაფას ხშირად მიირთმევთ. ფაფის მიღება უნდა შეიზღუდოს თირკმლის უკმარისობის დროსაც.ოპტიმალური ვარიანტია არაუმეტეს კვირაში ორჯერ, პატარა თეფშით.


3.კივი

image

კივი მდიდარია А, С და Е ვიტამინებით.მისი თესლი კი ცხიმოვან მჟავებს და ომეგა3-ს შეიცავს.სასარგებლოა ართრიტით და ართროზით დაავადებულთათვის. კივი ასევე შეიცავს ენზიმებს, რომლებიც ცხიმს წვავენ და კოლაგენის ბოჭკოებს წარმოქმნიან. კივი დიდი რაოდენობით მჟავებსაც შეიცავს, ამიტომ ნუ მიიღებთ დიდი რაოდენობით, თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადება გაწუხებთ. დღეში 2 კივი საკმარისია.


4.ყურძენი

ყურძნის ჯიში იზაბელა შეიცავს ფლავანოიდებს, რომელიც სისხლძარღვებს ტონუსს ანიჭებს, ხელს უშლის თრომბის და ავთვისებიანი უჯრედების წარმოქმნას.

ყურძნის “შერევა" სხვა პროდუქტებთან არ შეიძლება, შესაძლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის მოშლა გამოიწვიოს.

დიდი რაოდენობით მიღება არაა რეკომენდებული ნაწლავების და ნაღვლის ბუშტის პრობლემების, დიაბეტის და კუჭის წყლულის დროს.


5.ზღვის პროდუქტები

image

მათში მიკროელემენტები, მინერალები, ვიტამინები და საჭირო ცხიმებია. კარგი იქნება, თუ კვირაში ორჯერ მაინც მოიწყობთ “თევზის დღეს", თუმცა გაითვალისწინეთ, პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთა უნდა იყოს.


6.ბროკოლი

შეიცავს ანტიოქსიდანტებს, მაგნიუმს და კალიუმს. იდეალურია ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროსაც. განსაკუთრებით სასარგებლოა ორსულთათვის, ბავშვებისა და მოხუცებისთვის. უმჯობესია ორთქლზე მოამზადოთ.


7.ავოკადო

image

ცხიმოვანი მჟავებისა და ფერმენტების წყაროა, არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს. ამცირებს დაღლილობას, ძილიანობას, გაღიზიანებას და აუმჯობესებს განწყობას, მაგრამ გახსოვდეთ, მისი კურკა ტოქსინებს შეიცავს და არ გასინჯოთ.


8.ქათმის კვერცხი

შეიცავს კალციუმს, სასარგებლო ელემენტებს და ლეციტინს, რომელიც კანს ახალგაზრდობას და სიმკვრივეს უნარჩუნებს. კვირაში 4 კვერცხი-იდეალური ნორმაა.


9.ნიორი

შეიცავს ალიციტინს, რომელიც ჰიპერტონიისას წნევას დაბლა სწევს, გამოირჩევა ანტიბაქტერიული თვისებებითაც, ანადგურებს ვირუსებს და ამცირებს ქოლესტერინის დონეს.


10.ზეითუნის ზეთი

image

“თხევადი ოქრო", ასე უწოდებდნენ ძველი ბერძნები. დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს, შეიცავს ოლეინისა და პალმიტინის მჟავები, რომლებიც ომეგა-9-ისა და ომეგა-7-ის სახელწოდებით აღინიშნება. ეს მჟავები სისხლში "ცუდი" ქოლესტერინის დონეს აქვეითებენ და ორგანიზმისთვის სასარგებლო ქოლესტერინის დონეს ზრდიან, ამიტომ ზეითუნის ზეთის მოყვარულებს ნაკლებად ემართებათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. საყურადღებოა ისიც, რომ ზეითუნის ზეთი ალცჰაიმერის დაავადების საპროფილაქტიკო საშუალებაც არის.


0
191
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0