საზოგადოება სოციალურ ქსელში პოპულარობას აღწევს ფლეშმობი "ცხელი იატაკი", რომელიც ეპიდემიასავით ვრცელდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 2017, 26 ივნისი, 23:16 სოციალურ ქსელებში ათასგვარ აზრიან და უაზრო სიახლეებს წააწყდები ადამიანი, მე წავაწყდი საკმაოდ სახალისო სიახლეს- ფლეშმობს "ცხელი იატაკი", რომლის არსიც შემდეგშია–ფლეშმობის მონაწილე მოულოდნელად იწყებს ყვირილს "იატაკი-ეს არის ლავა" და კადრში მოხვედრილი პირი იწყებს იწყებს ძალზე სახალისო მოქმედებას-ძვრება სხვადასხვა ნივთზე, ობიექტზე და ადამიანის ზურგზეც კი, ფლეშმობი სწრაფი ტემპებით ვრცელდება და მას უკვე უამრავი მიმდევარი ჰყავს სხვადასხვა ქვეყანაში. ფლეშმობი სოციალურ ქსელში წამოიწყეს ბრიტანელებმა–კევინ ფრეშუოტერმა და იოჰანნა ჯეიმსმა. მათი თქმით "ცხელი იატაკი" ეს "გავარვარებული ლავაა" და ფლეშმობის მონაწილე ვალდებულია "გაექცეს" ამ "ლავას". როცა ფლეშმობის ერთი მონაწილე დაიძახებს: "იატაკი ცხელი ლავაა", მეორე მონაწილე ვალდებულია 5 წამში იპოვოს ისეთი ადგილი, სადაც მას შეხება არ ექნება იატაკთან. ფლეშმობი სწრაფად იკრეფს პოპულარობას, მონაწილეები ინტერნეტში ათავსებენ ძალზე კომიკურ და სახალისო ვიდეო მასალას. ზოგიერთებმა კი ფლეშმობის მონაწილეებს შესთავაზეს კადრები თამაშში ცხოველების მონაწილეობაზე. 231 9-ს მოსწონს
|