x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ყველაზე ლამაზმა დამნაშავემ მილანის პოდიუმი დაიპყრო

image ამერიკის ყველაზე ლამაზ დამნაშავედ აღიარებული ჯერემი მიქსი მილანის მამაკაცთა მოდის ვარსკვლავი გახდა. გასულ უქმეებზე მან მონაწილეობა მიიღო ბრენდ Philipp Plein-ის ჩვენებაში და როგორც წამყვანმა გამოცემებმა დაწერეს, ჯერემიმ მილანის პოდიუმი დაიპყრო. აღსანიშნავია, რომ ეს ბრენდისა და ყოფილი პატიმრის პირველი თანამშრომლობა არ არის. თებერვალში მოდელმა მონაწილეობა მიიღო ნიუ-იორკში გამართულ ჩვენებაზე.image 30 წლის ჯერემი მიქსი სასჯელს იხდიდა ცეცხლსასროლი და საბრძოლო იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით, თავისი მომაჯადოებელი გარეგნობის წყალობით ინტერნეტ ვარსკვლავი გახდა.

ასეულობით ქალი თანახმაა, შეუშვას სახლსა და საკუთარ გულში ასეთი დამნაშავე. ამავე დროს დამნაშავე ლამაზმანის მეუღლე სულაც არ არის აღფრთოვანებული ქმრის უეცარი პოპულარობით. მეტიც, ის გაცხარებულიც კია მისი ოჯახის მიმართ გადაჭარბებული ყურადღების გამო, განსაკუთრებით, ქალების მხრიდან.image მიქსმა პოპულარობა 2014 წელს მოიპოვა, როდესაც პოლიციამ მისი, როგორც დამნაშავის ფოტო განათავსა.სურათი ვირუსულად მოედო მთელ ინტერნეტ-სამყაროს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, 2016 წელს, ჯერემიმ სამოდელო კარიერა დაიწყო.image

0
66
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ კარბაია
მარიამ კარბაია
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0