x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508621
რომის მერიამ დედაქალაქის შადრევნები "ხელშეუხებლად" გამოაცხადა
რომის მერმა ვირჯინია რაჯიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც გამკაცრდა უკვდავი ქალაქის ისტორიულ შადრევნებთან ქცევის წესები.


image


დოკუმენტის თანახმად იკრძალება ჭამა–სმა, გაწუწვა და ახლოს ჯდომა შდრევნებთან, რომლებიც არქიტექტორულ ძეგლებად ითვლება.

დარღვევისათვის ჯარიმა 240 ევროა.


ახალი წესები ძალაშია ზაფხულის სეზონზე – 31 ოქტომბრამდე. თანაც ახალი წესები მოქმედებს ძაღლებზეც, არ შეიძლება შადრევნებში მათი დაბანა.

დაჯარიმდება აგრეთვე შადრევნებში ნებისმიერი საგნის ჩამგდები. გამონაკლისს წარმოადგენს მონეტების ჩაგდება. ამ ტრადიციის გამო რომის უდიდესმა შადრევანმა "ტრევიმ" 2016 წელს სარეკორდო თანხა – 1, 4 მილიონი ევრო მოაგროვა. თანხა მთლიანად ქველმოქმედებაზე დაიხარჯა.

ზაფხულის ცხელ დღეებში რომის შადრევნები გაგრილებისა და გაწუწვის ადგილი იყო.

შადრევნების უმრავლესობა XVI—XVIII საუკუნეებს განეკუთვნება.

ბოლო წლებში, რომის ცენტრში, შადრევნებთან ვანდალიზმის ფაქტები გახშირდა. რამაც გამოიწვია მერიის ასეთი განკარგულების გამოცემა.



0
32
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0