x
image
ნინო დვალაშვილი
როგორ დავამშვიდოთ ბავშვი როდესაც გაღიზიანებულია ( 7 რჩევა )
image

ნებისმიერი ბავშვისთვის რთულია გაუმკლავდეს ემოციებს, თუმცა არიან ბავშვები, რომლებსაც ხშირად ახასიათებთ გაღიზიანება. ასეთ შემთხვევაში მშობლის ამოცანაა, დაეხმაროს ბავშვს ისწავლოს ემოციების კონტროლი და ადვილად შეძლოს დამშვიდება.

როგორ უნდა დაამშვიდოთ ბავშვი თუ გაღიზიანებულია


1. თანაგრძნობა- ის რასაც თქვენ სისულელედ აღიქვამთ, შესაძლოა ბავშვისთვის მნიშვნელოვანი იყოს. თუ პატარა ტირის იმის გამო, რომ თქვენ წითელი წინდა ჩააცვით, მას კი ლურჯის ჩაცმა უნდოდა, ნუ ეტყვით რომ ამას არ აქვს მნიშვნელობა;


2. გამოუყავით სივრცე, მაგრამ ნუ ამყოფებთ იზოლირებულად- როდესაც ბავშვი გაღიზიანებულია ამას ფიზიკური აგრესიით გამოხატავს. გამოუყავით მას სივრცე, სადაც დამშვიდებას შეძლებთ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იზოლირებულად ამყოფოთ;



3. შეახსენეთ მათ, რომ გაბრაზება ნორმალურია- ემოციები ჩვენი განვითარებისა და ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომაც გაბრაზება ნორმალურია. შენიშვნა მიეცით ბავშვს ცუდი მოქცევისა და არა ემოციების გამოხატვის გამო;


4. არ რეაგირებთ ემოციურად- ძალიან რთულია ასეთ დროს ემოციების კონტროლი, მაგრამ შეეცადეთ ბავშვს ხმამაღლა არ გაუბრაზდეთ. მშვიდად, წყნარად აუხსენით რომ არ იქცევა სწორად. ყვირილისა და ჩხუბის გამო შესაძლოა ბავშვი უარესად გაღიზიანდეს;


image

5. თვალებში უყურეთ და ისე მოუსმინეთ- ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი ესმით. განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი გაღიზიანებულნი არიან. ეს ხელს შეუწყობს მათ დამშვიდებას;


6. დაათვლევინეთ ხუთამდე- თვლა ეხმარება ბავშვს იმპულსების კონტროლში;ღრმა სუნთქვა- რამდენიმე ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის შემდეგ, ემოციები "მკვდარ წერტილში" ინაცვლებს;

7. სთხოვეთ რომ ჩაგეხუტოთ- ნებისმიერ დროს, როდესაც ადამიანი გაღიზიანებული, ჩახუტება და სითბოს გამოხატვა განწყობას აუმჯობესებს და ამშვიდებს.


გაუზიარეთ ეს რჩევები თქვენს მეგობრებს!






იხილეთ აგრეთვე:


როგორ მივაჩვიოთ ბავშვი სწორად მეტყველებას? ცნობილი ლოგოპედის რჩევები!


ამ მედიკამენტების მიღების შემდეგ უკრაინაში 12 ბავშვი გარდაიცვალა





0
1095
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
1095
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0