x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
როგორ მივაჩვიოთ ბავშვი სწორად მეტყველებას? ცნობილი ლოგოპედის რჩევები!
imageადამიანის უნარი- გამოხატოს საკუთარი აზრი, ერთ-ერთი პირობაა, ნებისმიერ სფეროში წარმატების მისაღწევად. აქედან გამომდინარე, მშობლები ბავშვის აზროვნების განვითარებაში, ადრეულ ასაკში უნდა ჩაერთონ. უნდა შეურჩიოთ სპეციალური თამაშები და დავალებები. რუსი ლოგოპედი ტატიანა ტკაჩენკო, ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე რჩევას გვთავაზობს. მისი თქმით, ლამაზად საუბარი ნიშნავს საკუთარ ენაზე გამართულად, ყოველგვარი ბარბარიზმების გარეშე, საუბარს. 5 წლის ბავშვის ლექსიკონი დაახლოებით, 3000 სიტყვისგან შედგება. თუმცა, ის ამ რაოდენობიდან მხოლოდ 500 სიტყვას ეყინებს. იმისთვის რომ, ბავშვმა დაგროვილი სიტყვების მარაგი სრულად გამოიყენოს, უნდა შეიმუშაოთ ხერხები, რომელთა საშუალებითაც, ბავშვი ადვილად ისაუბრებს. მეცნიერებმა აღმოაჩინეს სხვადასხვა მიზეზი იმისა, თუ რატომ უჭირს ბავშვს შესაფერისი სიტყვების მოძიება. ეს შეიძლება იყოს: ფსიქოლოგიური, ფიზიოლოგიური და პედაგოგიური პრობლემების ბრალი. ყველა ბავშვს ახასიათებს ერთი რამ, არ შეუძლია სწრაფი და ზუსტი შერჩევა სიტყვების ფორმულირებისა. როდესაც ბავშვი მსგავს სირთულეს აწყდება მშობელს შეუძლია დაეხმაროს ჯესტების გამოყენებით, სხვადასხვა გამოთქმებით, ობიექტებისა და ქმედების ჩვენებით და ა.შ. მთავარია, ბავშვმა თავად წარმოთქვას საჭირო სიტყვა. წლამდე ბავშვის ლექსიკა 10 სიტყვისგან შედგება, 2 წლის ბავშვის მარაგი კი 300 სიტყვამდეა. ძირითადი მიზანია, ამ პერიოდის განმავლობაში, მაქსიმალურად დავეხმაროთ ბავშვს, რაც შეიძლება მეტი სიტყვა ისწავლოს სწორად. imageრჩევები 1-2 წლის ბავშვის მეტყველების განვითარებისთვის:
თარჯიმანი -თუ ბავშვი არ წარმოთქვამს სრულ სიტყვას და იყენებს მის ანალოგს, მაგალითად ძაღლის დანახვისას ამბობს "ამ, ამ" - ამ დროს თქვენ უნდა უთხრათ "კი, ეს ნამდვილად ძაღლია". ბავშმა ხშირად უნდა მოისმინოს სიტყვის სრული ვერსია, რათა დაამახსოვრდეს.
თამაში- ფეხსაცმლის ძველი ყუთისგან გამოჭერით ფანჯარა, მის უკან ბავშვისთვის საყვარელი სათამაშოები დამალეთ მაგ: მგელი, კურდღელი, ძაღლი და წარმართეთ დიალოგი. "შენ ვინ ხარ?" -" მე კურდღელი ვარ" - "შენ დადიხარ თუ დახტუნავ" და ა.შ ყურები, ფეხები, ცხვირი- შეასრულეთ მოქმედებები, რომლებიც ბავშვთან არის ახლოს. დაიბანეთ ხელები და ხმამაღლა თქვით: "მე ხელებს ვიბან". ბავშვს თან და თან ასწავლეთ სხეულის სხვადასხვა ნაწილების დანიშნულება. შეგიძლიათ ჰკითხოთ: "რას აკეთებ შენ შენი ყურებით?" ან "რატომ გაქვს კბილები?"



image

რჩევები 3 წლის ბავშვის მეტყველების განვითარებისთვის:


საგნები და პასუხები- აჩვენეთ ბავშვს რომელიმე საგანი : კოვზი, გასაღები, შამპუნი და ჰკითხეთ: "რითი გავაღო კარი?" ; "რითი დავიბანო თმა?" და ა.შ

საქმეები- გადაშალეთ ნახატებიანი წიგნი, სადაც სხვადასხვა ობიექტია გამოსახული ( ადამიანი, მზე და ა.შ). შემდეგ კი დაუსვით კითხვა: " რას აკეთებს ბიჭუნა?" მან შეიძლება ვერ გაგცეთ პასუხი, მაგრამ მოქმედებით გამოხატოს თავისი სათქმელი. ეს ნიშნავს იმას, რომ ბავშვის გონება ნელ-ნელა ვითარდება.
ზღაპარი კატაზე- მოუყევით კატაზე, რომელიც ყველაფერს უკუღმა აკეთებდა. ამბობდა, რომ ღამე ნათელია და ა.შ. მიეცით ბავშვს საშუალება, გამოიცნოს რას აკეთებდა კატა არასწორად. (ზღაპარი დაძაბული ინტონაციით მოუყევით)



სავარჯიშოები 4-5 წლის ასაკის ბავშვებისთვის :



მხოლოდ შეხება- სთხოვეთ ბავშვს დახუჭოს თვალები, მიაწოდეთ მას მისთვის კარგად ნაცნობი ნივთი და დაავალეთ აღწეროს რა ნივთია, რისგან არის დამზადებული, რა ფერია და ა.შ.
ხუთი რამ- მიუთიეთ ბავშვს თქვენს გარშემო, რომელიმე ობიქეტზე და ეცადეთ, ამ ერთი ობიექტის დასახელების შემდეგ, სიტყვების რაოდენობა ხუთამდე გაზარდოს. ასე მაგალითად, მიუთითეთ ხეზე და კითხეთ :" კიდევ რისი დამზადება შეიძლება ხისგან? " (კოვზი, ჩარჩო, სკამი, მაგიდა, გარდერობი). "და რა არის გემრიელი?" "რა არის ცივი?" ამგვარი შეკითხვებით გაამდიდრებთ ბავშვის ლექსიკონს.
პოემა- ამბავი- მოყევით მას რაიმე ლექსი, რომლშიც გარკვეული ისტორიაა აღწერილი და სთხოვეთ ლექსის მოსმენის შემდეგ, თავად მოგიყვეთ ეს ამბავი. image

რა თქმა უნდა, ბავშვის მეტყველების განვითარება მეტწილად მშობლებზეა დამოკიდებული. თუ ისინი ხშირად გამოიყენებენ ჟარგონებსა და ბარბარიზმებს, ბავშვიც ამ სიტყვებს გაიმეორებს და დაიმახსოვრებს. ასე რომ, მშობლებს, რომლებსაც სურთ, რომ მათი შვილი ლამაზად საუბრობდეს, პირველ რიგში, საკუთარ მეტყველებას უნდა მიაქციონ ყურადღება.




იხილეთ აგრეთვე:


ამ მედიკამენტების მიღების შემდეგ უკრაინაში 12 ბავშვი გარდაიცვალა

''მასთან მიკარებითაც ყველა დაავადებას მოირჩენ''- რეჰანის ჯადოსნური თვისებები

ქიშმიშისა და წყლის ნაზავი ღვიძლს 2 დღეში გაგიწმენდთ!

ამ სიროფს "ღმერთის საჩუქარს" ეძახიან, რადგან იგი 100-ზე მეტ დაავადებას კურნავს!

მრავალძარღვას ნაყენი 100-ზე მეტ დაავადებას შველის! (+რეცეპტი)

ჩაყარეთ ნიორი ღვინოში- ეს რეცეპტი 100-ზე მეტ დაავადებას შველის!

2
887
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
887
  
2017, 16 აპრილი, 15:51
მარი სტატია კარგად წაიკითხეთ. როგორც ჩანს, ბავშვს რაღაც აბრკოლებს. ერთ-ერთი მეთოდის მიხედვით ბავშვს , ხშირად უნდა გაუმეოროთ სიტყვები რომ დაამახსოვრდეს. მაგალითად, ძაღლს თუ "აუას" ეძახის, უთხარით რომ ეს ძაღლია. არავითარ შემთხვევაში არ გაუბრაზდეთ თუ რამეს ვერ გამოთქვამს ეს უფრო დააკომლექსებს.
2017, 15 აპრილი, 21:58
ცჰემი გოგონა 2 წლისაა მაგრამ დედას მეტივერაფერი ისწავლააა. გტხოვტ მირცჰიეტ რამე
0 1 2