x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508604
,,ეს სამსახურია,და არა ზღაპარი"-როგორ ცხოვრობს ყველაზე ლამაზი დედოფალი
image

ოდესმე იფიქრებდით, რომ დედოფალს და თქვენს შორის დისტანცია არ არის და ჩვეულებრივ ურთიერთობს თქვენთან ინსტაგრამზე? დიახ, ეს რანიაა, იორდანიის ულამაზესი დედოფალი. ის ნამდვილად არ მიეკუთვნება სხვა, ტიპიური მონარქების რიცხვს. არა, ბევრი დედოფალი ეწევა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას და ქვეშევრდომებთანაც ურთიერთობენ, მაგრამ რანიას ეს უშუალოდ და ბუნებრივად გამოსდის და ხალხიც აღმერთებს მას.

image

რანია შეძლებულ, მაგრამ არა არისტოკრატულ ოჯახში დაიბადა, განათლება ევროპაში მიიღო და არც უფიქრია, რომ დედოფალი გახდებოდა.


22 წლის ახალგაზრდა და ამბიციურმა გოგონამ სამსახური ბანკში დაიწყო და სწორედ იქ გაიცნო მომავალი მეუღლე, პრინცი აბდულა.

image

რანია 4 შვილს თავად ზრდის და აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა.მისი ძალისხმევით შეძლეს იორდანელმა ქალებმა მუშაობის და საკუთარი ბიზნესის დაწყება. რანია აქტიურად იბრძვის ქალთა და ბავშვთა უფლებების დასაცავად, რომ მათ შეძლონ განათლების მიღება და უსაფრთხო გარემოში იცხოვრონ. მისი ხელმძღვანელობით ძალადობისგან ქალთა და ბავშვთა დაცვის ცენტრი გაიხსნა, შემუშავდა საგანმანათლებლო პროგრამები და მიღებული იქნა კანონები ქალთა უფლებების დასაცავად.

image

დედოფლის აზრით, ბავშვებმა უნდა იცოდნენ, როგორია ცხოვრება რეალურად, ამიტომ შვილები პატარაობიდანვე შეაჩვია საჭმლის მომზადებასაც და სახლის სხვა საქმეების კეთებასაც.

image

რანია ყოველგვარი პათოსის და ქედმაღლობის გარეშე ურთიერთობს ხალხთან, ჩვეულებრივ ქუჩის გამვლელებთან და სოციალურ ქსელებშიც. 46 წლის ასაკშიც უნაკლოდ გამოიყურება და მოდურმა გამოცემებმაც არაერთხელ აღიარეს მისი დახვეწილი სტილი.

image

რანია თვლის, რომ ნებისმიერმა ქალმა პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა დაუთმოს დრო:“ჩვენ გვასწავლიან, რომ ქმარს და შვილს მივუძღვნათ თავი.გახსოვდეთ, რომ თქვენც გჭირდებათ ზრუნვა და სიყვარული. გიყვარდეთ, მოუარეთ და იზრუნეთ საკუთარ თავზე."


0
248
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
248
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0