x
მეტი
  • 21.11.2017
  • სტატია:71141
  • ვიდეო:324195
  • სურათი:426215
ყველაფერი ფეხსაცმელზე - აიშორეთ უსიამოვნებები(+ სხვადასხვა ეშმაკური ხრიკები)

image
ყველა ცდილობს კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ ეს იოლი როდია?! ფეხსაცმელი, რომელსაც ლამაზი იერისთვის ვირჩევთ, ხშირად ბევრ პრობლემას გვიქმნის. ზოგჯერ რთულია ატარო ისინი, როცა ძირი სრიალა აქვს და ფეხი გიცურს, ისეც ხდება, როცა შიგნიდან არის სრიალა სარჩული და გადაადგილება გვიჭირს. შემოგთავაზებთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ ფეხსაცმლის სწორად მოხმარებაში და კიდევ სხვადასხვა ეშმაკობებს მაღალი ქუსლების მოყვარულთათვის.

ბევრი თქვენგანი ფეხსაცმელს მხოლოდ იმის მიხედვით ყიდულობს, რომ ლამაზია, მერე კი მთელი რიგი უსიამოვნებები იჩენს თავს.

ჩვენ მოგიყვებით თუ როგორ უნდა ვატაროთ სწორად ფეხსაცმელი, რომ მერე არ გაგვიჩნდეს წანაზარდები და დავტკბეთ ყოველი დღით. გვერწმუნეთ, ეს რჩევები აუცილებლად გამოგადგებათ.

იმისათვის, რომ ფეხი არ გაგიცურდეთ, ძირზე გაუსვით ზუმფარის ქაღალდი (იგივე "შკურკა"). imageთუ ფეხი გიოფლიანდებათ და სუნი გაწუხებთ, ამისათვის არსებობს სპეციალური დეზადორები, მაგრამ ზოგჯერ ხელში არ მოგვყვება, ან სიძვირის გამო ვერ ვახერხებთ შეძენას. მას არაჩვეულებრივად ცვლის მშრალი მყარი დეზადორი.imageფეხსაცმელმა ფეხი რომ არ გადაგვიყვლიფოს, ამისათვის პრობლემურ ადგილებზე წავისვათ ვაზელინი.imageთუ ახალმა ფეხსაცმელმა მაინც გვატკინა ფეხი და გადაგვეყვლიფა, გაიკეთეთ ფეხის აბაზანა, რომელშიც თბილ წყალში ჩაშვებული იქნება შავი ჩაის პაკეტი. ის ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისთვისაც ძალიან სასარგებლოა.imageფეხსაცმლიდან უსიამოვნო სუნის გასაქრობად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი საჭმელი სოდა.imageიმ გოგონებს, ვისაც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი უყვართ, ალბათ შეუმჩნევიათ, რომ ხშირად შიგნით ფეხი მოძრაობს(ანუ სოსავს), იმისათვის, რომ ის კომფორტულად გადგეთ, ფეხზე ჩაცმამდე დაისხით თმის ლაქი.imageდაღლილი ფეხებისთვის არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე მასაჟი. მისი გაკეთების საუკეთესო ვარიანტი კი ტენისის ბურთებია. გაიკეთეთ ის ყოველი დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ და უჩვეულო შვებას იგრძნობთ. imageშუშების საწმენდი სითხე დაგეხმარებათ თქვენს შელახულ ლაქის ფეხსაცმელს დაუბრუნოთ ახლებური იერი.imageიმისათვის, რომ შემოდგომის ფეხსაცმელი დაათბუნოთ ჩააფინეთ მასში ამოჭრილი შალის საფენები.imageდა ბოლოს, თუ სადმე მიმგზავრებით და ჩემოდანში ადგილის ეკონომია გჭირდებათ, ჩაალაგეთ ფეხსაცმელში ადვილად მტვრევადი საგნები.image




ყველაზე მოდური ფეხსაცმელი ტოპ-10 (+ საჭირო რჩევები, ბროგები, მიულები თუ ოქსფორდები?)

8 სუნი რომლისაც კოღოებს ეშინიათ


გათავისუფლდი ოფლიანობისგან- ძლიერმოქმედი და იაფი-დაამზადე თვითონ!


გაზაფხული-ზაფხულის ახალი ტრენდი - ულამაზესი კაბები - ყვავილები, ყვავილები...(+ ფოტოები)

0
664
4-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
664