x
მეტი
  • 18.09.2019
  • სტატია:94865
  • ვიდეო:342602
  • სურათი:456917
ყველაზე მოდური ფეხსაცმელი ტოპ-10 (+ საჭირო რჩევები, ბროგები, მიულები თუ ოქსფორდები?)

imageდაიბენი მოდურ ტერმინებში და ვერ გაგირჩევია ერთმანეთისგან ბროგები და ოქსფორდები? ვერ გაგიგია სად მოძებნო შენი ოცნების ფეხსაცმელი? ჩაიხედე ჩვენს მოდურ ლექსიკონში, სადაც იპოვი მოდური ფეხსაცმლის აღწერას სურათის მიხედვით.

აქ ჩვენ განვიხილავთ 10 აქტუალურ საზაფხულო ვარიანტს, თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ ისინი ბევრად მეტი არსებობს. ამ ომდელებს აუცილებლად იხილავთ ბრენდების უმრავლესობის ამ სეზონის კოლექციებში.

ქალის თანამედროვე ფეხსაცმლის სახეობები:

1. "სლიპერები":imageმოღებული ქოშები - უსიტყვოდ დამეთანხმებით და ძალიან მოხერხებული ჩანს. იმისათვის, რომ თავი ავარიდოთ ძალიან საშინაო იერს, სასურველია უპირატესობა მივანიჭოთ ტყავის ნაწარმს, მაქმანის ან "ზამშისგან" შეკერილს.

2. "ბირკენშტოკები":imageეს მოღებული ფეხსაცმელი ისე გამოიყურება როგორც ორთოპედიული, მაგრამ პირველი სეზონი როდია, რაც ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ვარიანტია ზაფხულისთვის. ამ ფეხსაცმელმა სახელწოდება მიიღო ორთოპედიული ხაზის დამაარსებლის კონრად ბირკენშტოკისგან, რომელიც ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ასწლეულის მერე ასეთი მოდური გახდებოდა. ისინი შეიძლება ვატაროთ როგორც პლაჟზე, ისე ქალაქში. განსაკუთრებით უხდება "მიდი" ქვედაბოლოს და ვიწრო შარვალს.

3. "ტუფლი-სტილეტები":imageეს 100% კლასიკაა. თუ უპირატესობას პრაქტიკულობას და მოხერხებულობას ანიჭებ და შენს გარდერობში ადგილი მხოლოდ ერთი წყვილი ქუსლიანი ფეხსაცმლისთვისაა, ჯობია ესენი სტილეტები იყოს. ისინი ძალიან ელეგანტურად გამოიყურება, გამოირჩევა მსუბუქად წაწვეტებული ცხვირით და საშუალო სიმაღლის თხელი ქუსლით. უხდება თითქმის ყველანაირ ტანსაცმელს და სძენს ელეგანტურობას.

4. "მიულები":imageისინი შეგხვდებათ როგორც ქუსლებზე (საბოები), ისე დაბალ ძირზე (სლიპერები). ქუსლი და ცხვირი მოღებულია, მაგრამ ტერფის დიდი ნაწილი დაფარულია, ამიტომ კარგად ჩერდება ფეხზე და სატარებლად მოხერხებულია.

5. "ოქსფორდები":imageკლასიკური ბათინკი თასმებით, რომელიც თამამად შეგვიძლია ჩავიცვათ როგორც ოფისში, ისე საღამოზე. ქალის ფეხსაცმლის ეს სახე წამოსულია მამაკაცის გარდერობიდან და სწრაფად დაიკავა ქალის თაროზე ადგილი. ზაფხულში ტყავის ოქსფორდების ნაცვლად შეიძლება ვიხმაროთ ზამშის ან ამოჭრილი მოდელები.

6. "ბროგები":imageესეც არსებითად ოქსფორდებია ან ნებისმიერი სხვა ბათინკი პერფორაციით. ქმნის საქმიან, მაგრამ ნაკლებად მკაცრ სტილს. მშვენიერი შემცვლელია მათთვის, ვისაც სურს შეიცვალოს სპორტიული სტილი. ქალაქის ზაფხულის ქუჩებში მშვენივრად გამოიყურება პასტელის ტონების ორფერი ბროგები ან ოქროსფერ-ვერცხლისფერი.

7. "ესპადრელები":imageეს ესპანელი გლეხების ჩუსტებია, კიდევ ერთხელ მიაღწიეს მოდური ჰიტ-პარადის მწვერვალს. არც გასაკვირია: ისინი მოხერხებული და მსუბუქია, კომფორტულია ყველაზე ცხელ დღეებშიც. კლასიკური მოდელები დამზადებულია ბუნებრივი ნაჭრის ზედაპირით და მჭიდროდ დაწნული თოკის ძირით. ახლა უკვე შეხვდებით ნაირფრად გაფორმებულდა თასმებიან მოდელებს.

8. "ლოფერები":imageკომფორტის მოყვარული ქალის ფეხსაცმლის კიდევ ერთი მშვენიერი მოდელია, წააგავს მიკასინებს, მაგრამ დაბალი ქუსლისა და მოკრძალებული დიზაინის წყალობით ბევრად ელეგანტურად გამოიყურება. ჩვეულებრივ თასმებისა და ელვის გარეშე გვხვდება, თუმცა დამატებული აქვს სხვადასხვა დეტალები, მაგალითად ფუნჯები ან ქამარი. ყურადღებას იქცევს ლაკის მოდელები.

9. "მონკები": imageსაუკეთესო ვარიანტია კარგი, ფრიადოსანი გოგონას იმიჯის მქონეთათვის. ეს კლასიკური ფეხსაცმელია დაბალი ქუსლით და გადასაბნევით. გვახსენებს სკოლის ფეხსაცმელს. ჩაიცმევა "მიდი" ქვედაბოლოსთან და დიდ ჩანთასთან ერთად.

10. "ტოპ-საიდერები": imageთავდაპირველად ის იახტაზე ჩასაცმელად გამოიგონეს. თეთრი ძირი და ტყავის თასმები გვერდებზე-ძირითადი განმასხვავებელია კაცის მოდელებისგან. იცმევენ წინდების გარეშე, ლურჯ ჯინსებთან და სპორტიული სტილის მინი ქვედაბოლოებთან ერთად.

იქნებ დაგაინტერესოთ:

"Met Gala - 2017"- ყველაზე საშინელი კაბები "მოდის ოსკარზე"(+ფოტოები)

უჩვეულო აზიური საცვალი- საინტერესოა დამკვიდრდება თუ არა ის ევროპაში

თურმე ერბო-კვერცხს შეცდომით ვამზადებდით - ამერიკელი შეფ-მზარეულის რჩევა

"ვამპირთა თაობა" - გაფრთხილება მშობლებს: მომავლის სენი, რომელსაც მობილური ტელეფონი და კომპიუტერი იწვევს

0
2191
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:t.x.
t.x.
2191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0