x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
შეკითხვები,რომელიც გათხოვილ ქალს არ უნდა დაუსვათ
image

ის, რომ არათითზე ბეჭედი უკეთია, არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი სისულელე შეგიძლიათ ჰკითხოთ. ზოგიერთი შეკითხვა კი იმდენად უტაქტოა, რომ ნებისმიერს გააცოფებს. აი, რისი მოსმენა არ სურთ გათხოვილ ქალებს:


უი, გათხოვდი?-მადლობა მოლოცვისთვის.

აბა, როგორ მოგწონთ ოჯახური ცხოვრება?-მადლობა, კარგია.


ბავშვები როდის გეყოლებათ?-როცა გადავწყვეტთ, რომ გვყავდეს.

პატარას როდის უნდა ველოდოთ?-გაიგებთ, როცა დრო მოვა.

სამსახურში ასე მალე გადიხართ?მერე ბავშვი?-სიამოვნებით დავრჩებოდი ბავშვთან, თუ დამსაქმებლის მაგივრად თქვენ გადამიხდიდით ხელფასს.

გული არ გწყდებათ, რომ მეორეც გოგო გეყოლებათ?-რატომ, თქვენს მშობლებს თქვენზე გული დასწყდათ?

ორი ბავშვი საკმარისი არაა?-რამდენსაც საჭიროდ ჩავთვლით იმდენი გვეყოლება.

თქვენი ქმარი არ დგება ღამით ბავშვის მოსავლელად?-თქვენი დგება?

თქვენს შვილებს შორის ისეთი მცირე ასაკობრივი სხვაობაა..ალბათ, ერთი მათგანი სიურპრიზი იყო?-სიურპრიზი ეს უტაქტო შეკითხვაა.

ქმრის გარეშე რატომ ხართ?-იმიტომ, რომ ჩვენ დიდი და დამოუკიდებელი ადამიანები ვართ.

თქვენი თავისთვის დრო გრჩებათ?-რატომ მეკითხებით, ბავშვებს ხომ არ დაიტოვებდით?

ცალკე რატომ არ გადადიხართ?-სადაც ვართ-კარგად ვართ.

მეუღლეს რა საჭმელს უმზადებთ ხოლმე?-იგივეს, რასაც ჩემთვის ვამზადებ.

თქვენი ქმარი ამის ნებას გრთავთ?-ჩემი ქმარი თვლის, რომ უკვე დიდი გოგო ვარ.

კიდევ გიყვართ ქმარი?-დიახ, თქვენ არა?

სხვა მამაკაცები არ გიზიდავენ?-არა, და თქვენ კი?




0
189
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
189
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0