x
ოთხი ფრთიანი ფრაზის გაშიფრვა

image

თანამედროვე ბიზნესის, პოლიტიკის, ანალატიკის და სხვა მიმართულებების სახელმძღვანელოებში წავაწყდებით ისეთ ფრაზებსა და მოსაზრებებს, რომელიც თითქოსდა ლოგიკურად ხსნის პრობლემას და გვთავაზობს ამოცანის მიდგომის განსხვავებულ ან ორიგინალურ ვერსია. არსებობს შემთხვევებიც, როცა ავტორი რაიმე კონკრეტულის ახსნისას დაესესხება სხვა სფეროს და გვაჯერებს, რომ ეს „ნასესხები“ ჰიპოთეზა მართებულია მოცემულ ვითარებაში, უფრო მეტიც - ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგალითად: კარლ ფონ კლაუზევიცის (სამხედრო თეორიტიკოსი) ციტატას - ‘’ თუ უშვებ, რომ შეიძლება დამარცხდე აუცილებლად დამარცხდები’’-ს ხშირად გადააწყდებით ბიზნეს სახელმძღვანელოებში, აგრეთვე აინშტაინის
(ფიზიკოსი) ფრაზა “ყველაფერი ფარდობითია“ ხშირი სტუმარია პოლიტიკური მეცნიერების ფურცლების და აღარეფერს ვამბობ მაკიაველის შეკვეცილ, ლაპიდარულ და ლეგენდარულ გამონათქვამზე („მიზანი ამართლებს საშულებას“), რომელმაც არამარტო თეზისებში, წიგნებსა და ნარკვევებში დაიბევა ადგილი, ასევე ზოგიერთი ადამიანის ყოველი მესამე წინადადების პირმშოა.

რომელი ფრაზები ამოვარდა ამ კანონზომიერებიდან და „შიფრის საცერის“ თავზე მოექცა:

1.ომისა და მშვიდობის ფრთიანი
ფრაზები - ამ ორი მეცნიერების მკვლევრები, ძირითადად, ორის აზრობრივი სკოლის წარმომადგენლები არიან, კლასიკურისა და თანამედროვესი.
კლასიკური გაგება ამბობს - “თუ გსურს მშვიდობა ემზადე ომისთვის“ (Si vis pacem, para bellum). დიპლომატიური, პოლიტიკური, ეკონომიკური
თვალსაზრისით ეს მართლაც ასეა - უცხო ქვეყანა, შენი რეგიონი, მსოფლიო მაშინ გითვალისწინებს, როცა გყავს ძლიერი ჯარი, კარგი საომარი ტექნიკა, იდეალურთან მიახლოებული სპეც-სამსახურები. ამ ფრაზის მართებულობის თვალსაჩინო მაგალითია, მშვიდობისშემოქმედი და ანტიბირთვული ბუნების ქვეყნები, რომლებიც ცდილობენ თავიდან აირიდონ ბირთვული დაპირისპირება, თუმცა
თავად განაგრძობენ ამ იარაღის დახვეწას.დღეს ატომური ბომბი ქვეყნის სიძლიერეს გამოხატავს. მაგრამ...
ზემოთხსენებულ ფრაზის სხვა კონტექსტში ჩასმა ალოგიკურია და ტყუილად გაირჯებით, რატომ? “თუ გსურს მშვიდობა ემზადე ომისთვის“ ყოველდღიური ცხოვრების დონეზე გულისხმობს - ჭარბწონიანმა მიირთვას მაღალკალორიული საკვები, რათა გახდეს ან ადამიანმა გამოიმუშაოს ცოტა, რათა გამდიდრდეს ან გლეხმა არ დაამუშაოს მიწა, რათა მოსავალი აიღოს.

2.“დემოკრატია კარგია“ - სახელმწიფოსთან მიმართებით, ერგება თუ არა მას დემოკრატია რადიკალური დასკვნის გაკეთება ტრივიალური და აზრს მოკლებულია, კერძოდ ჰიპოთეზა “დემოკრატია კარგია, არადემოკრატია ცუდი“ ან პირიქით-მცდარია, ისევე როგორც დებულება "ინსულინი დიაბეტიანისთვის კარგია" (სინამდვილეში, თუ ავადმყოფი გლიკემიურ კომაშია, ინსულინი მას გადაარჩენს, თუ ჰიპოგლიკემიურშია - მაშინვე მოკლავს. ასევე, დემოკრატია
არჩევანის თავისუფლებისთვის კარგია, ზოგიერთი სოციალური ფენისთვის - სასიკვდილო).

3. „მიზანი ამართლებს საშუალებას’’ - სინამდვილეში მაკიაველი გულისხმობს, რომ
ჰუმანური შედეგისთვის არაჰუმანური საშუალება უნდა გამოიყენოს მმართველმა(სამედიცინო ენაზე, რომ ვთქვათ ე.წ „ალეოპათია“). მოვარგოთ ეს ფრაზაც რეალობას და მოვიყვანოთ მაგალითი - თუ მიზანი მსოფლიოს გადარჩენაა და საშუალება მცირეწლოვანი ბავშვის მოკვლა ან ორი მილიონი ადამიანის გაზის კამერაში გაგუდვა, რამდენითქვენგანი გაამართლებთ ამ საშუალებას თქვენი მიზნით?

და ბოლოს

4.“ჯანსაღ სხეულში, ჯანსაღი სულია“ - გულისხმობს, რომ არაჯანსაღი სულის მატარებლად უნდა ჩაითვალოს ან ჩათვლილიყო: სოკრატე, ჰორაციო ნელსონი, ფრანკლინ დელანო რუზველტი, სტივენ ჰოკინგი და ა.შ.

0
101
2-ს მოსწონს
ავტორი:დავით შაქარიშვილი
დავით შაქარიშვილი
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0