x
რაზე ვრეაგირებთ მძაფრად?
image

ჩვენს მიტინგური კულტურის გამოცდილებას თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ ამ უკანასკნელის არაჯანსაღ პროცესირებას, სუბიექტებისა და ობიექტებისა ქაოსს და და მოვლენებს შორის არაჯანსაღ კავშირს. უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია ის მიტინგური ლიდერები, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში ხვდებოდნენ საზოგადოების სენსიტიურ ორგანოებს და ამძაფრებდნენ მათ "ეროვნული ინტერესისთვის".

სახელმწიფოს წილი, ისევე როგორც მულტისექტორის უმაღლესი რგოლების წილი, მიტინგების თვალსაზრისით, მცირე უნდა იყოს, რადგან ეს უკანასკნელები იმ სამიზნეს წარმოადგენენ, რომლის წინააღმდეგაც იკრიბება საზოგადოება.უფრო კონკრეტულად, თუ სახელმწიფოს გააჩნია ლეგიტიმური, ნათლად იდენტიფიცერებული ძალაუფლება გამოხატული იარაღსა და კანონში (პოლიცია, სასჯელაღსრულება და ა.შ), საზოგადოებას გააჩნია ინსტრუმენტი, ე.წ. „მანიშნებელი“, რომლითაც აპროტესტებს ძირითად მოცემულობებს.ზემოთხსენებული მექანიზმების აღრევის მიერ გამოწვეული ქაოსის აღწერაა კაცობრიობის ისტორია - როცა ხელისუფლება მიმართავს მიტინგურ მმართველობას, ის ამას თავის ექსკლუზიურ ბერკეტად აღიარებს, რომელიც ხალხს ართმევს გამოხატვის ფორმას და საფრთხეს უქმნის დემოკრატიულობას. მეორე მხრივ, როცა ხალხი იღებს არალეგიტიმურ, უკონტროლო ძალაუფლებას ხელში, პროცესები მიმდინარეობს არა ეროვნული ინტერესების დაცვისვით, არამედ კონკრეტული ინდივიდის/ინდივიდების სასიკეთოდ.

საქართველოს სახელმწიფოებრივ პირობებში, სამი სახის ლიდერი განაპირობებდა მიტინგური კულტურის ჩამოყალიბებას:


ა)რელიგიური ლიდერი - უმაღლესი რანგის სასულიერო პირები, რომლებიც დიდ ავტორიტეტით სარგებლობენ ქართულ საზოგადოებაში.გარდა იმისა, რომ მათი მთავარ საზრუნავს სულიერების განმტკიცება წარმოდგენდა, არცთუ იშვიათად მათი მიმართვები მხარდამჭერ რაკურსს წარმოადგენდა;

ბ)პოლიტიკური ლიდერები - ოპოზიციური მხარის ავტორიტეტები, რომლებიც პოტენციური სახელისუფლო პირები იყვნენ.მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიული (თუმცა ხარვეზებით სავსე) არჩევნებით მხოლოდ ამჟამინდელი ხელისუფლება ჩაუდგა სახელმწიფოს სათავეში, “ვარდების რევოლუცია“ გახლდათ ერთადერთი პრეცენდენტი, როცა მიტინგმა იდეალურად მოიცვა თავისი კომპონენტები - 1.პრობლემა - 2.გამოსვლები - 3.პოლიტიკური ლიდერის იდენტიფიცირება - 4.არსებული ხელისუფლების გადადგომა;

გ) ავტორიტეტები - ეს უკანასკნელი გახლავთ სხვა დანარჩენი ნიშნით არსებული პირები, რომლებიც ხალში დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ - მორაგბეები, მოჭადრაკეები, ბიზნესმენები, ისტორიკოსები და სხვა ადამიანები, რომლებიც დიდი გავლენით სარგებლობდნენ აპოლოტიკურ ინსტიტუტებზე.

პოლიტიკური ლიდერების გავლენამ, თავისი კვალი დაატყო მიტინგურ კულტურას, კერძოდ ეს ფენომენი მიმართული იყო კერძო ინტერესების დასაკმაყოფილებლად, ის სოციალური-ეკონომიკური უფსკრულები კი, რომელიც ხალხის დიდი ნაწილისთვის შეუმჩნეველი იყო და რეალურად წარმოადგენდა ხალხის პროტესტის საბაბს უკანა პლანზე რჩებოდა.

ზემოთაღნიშნული ანალიზი დაფუძნებულია ისტორიულ ფაქტებზე - საქართველოს გარდამავალი და შემდგომი პერიოდი მძაფრი მიტინგური ხასიათით გამოირჩეოდა.დავახასიათოთ თითოეული მათგანი:

ა) 2003 წლამდე, სახელისუფლო პერიოდი გამოირჩეოდა ნაციონალისტური ბუნებით- თუ ნაციონალიზმი გულისხმობს საკუთარ თავში რაიმე “ღირებულების“ მოძებნას, რაც ‘’პოზიტიურად განყენებულს’’ ხდის ერს სხვა ერებისგან, ზემოთაღნიშნული პერიოდი “ქართველობის“ მკვეთრი გამოხატულების ნიმუში იყო. სამართავი ქსელებს, რომელზედაც სახელმწიფოა სტრუქტუირებული, წარმოადგენდა მიტინგი. მიტინგი არა როგორც საზოგადოების დემოკრატიული გამოხატვის ფორმა, არამედ როგორც მთავრობის ძირითადი, ფორმალური ინსტრუმენტი, რომლის თავში ქარიზმატული ლიდერი იყო მოქცეული.

ბ)“ვარდების რევოლუცია“, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გახლდათ ერთადერთი მიტინგური სერია, რომელმაც თავისი იდეა რეალობაში მოიყვანა.საზოგადოებამ გამოკვეთა თავისი ლიდერი, აიძულა არსებული მთავრობა გადამდგარიყო.თუმცა, ხელისუფლება რომელიც სათავეში მიტინგური ინსტრუმენტებით მოვიდა ერთგვარი „მონოპოლისტი“ გახდა ამ ჭრილში. ნებისმიერი სხვა მიტინგური გამოხატულება ითვლებოდა კონრტრევოლუციურ და ანტისახელმწიფოებრივ ქცევად.ამის მკაფიო მაგალითი იყო 7 ნოემბრის აქცია.

ზემოთაღნიშნულ ფაქტებში საგულისხმოა ლიდერების მიერ გამოყენებული ის ინსტრუმენტები, რომლებზედაც ყველაზე მძაფრად რეაგირებდა/რეაგირებს ქართული საზოგადოება.ინსტრუმენტებში მოვიაზრებთ იმ ტრადიციულ ფრაზებს, რომელიც დღემდე გამოიყენება ეროვნული იდენტობის ნიშან-სვეტებად და რომელზეც ყველაზე მძაფრად ვრეგირებთ.განვმარტოთ რამდენიმე მათგანი:

1.საქართველო ღვთიმსშობლის წილხვედრი ქვეყანაა - ერთ-ერთი ღირებულებითი ფრაზა, რომლითაც საქართველო, თეოლოგიური თვალსაზრისით, ყველა დანარჩენ ქვეყანაზე აღმატებულია.ამით მმართლდებოდა ის ზოგადსახელმწიფოებრივი პრობლემები, რომელთა განმკლავებაც ან მაღალკვალიფიციურობას მოითხოვდა ან რაციონალურ გადაწყვეტილებებს.მიტინგური კულტურის ჭრილში, ლიდერები ამ ფენომენს იყენებდნენ გარე მტრის უძლურების დასასაბუთებლად, ევროპული სტანდარტებისა, ტენდენციების საფუძველსმოკლებული ბრალდებებით და არსებული ხელისუფლების „გარეშე“ პოზიციის დასაფიქსირებლად, კერძოდ იმ ფაქტის აღსანიშნავად, რომ “ღვისმშობლის წილხვედრი ქვეყანა“ არ იმსახურებს ასეთ მმართველ ჯგუფს.

2.ბაგრატიონთა სამეფო შტო, როგორც ბიბლიური დავითის შთამომავლები - ამგვარი დამოკიდებულება არაფორმალური პრივილეგიას ანიჭებდა ძველი დროის ხელისუფალთ და ითვლებოდა, რომ მათი პოლიტიკური ქცევა უფლის ნების გამოვლენა იყო.ეს სტერეოტიპი თანდათან გადმოჰყვა ქართულ საზოგადოებას და დღემდე შემორჩენილია „მმართველის“ მიმართ მოკრძალებული დამოკიდებულება. კონკრეტულად, საზოგადოების დიდ ნაწილში დაკარგული იყო ზღვარი ბრმა მორჩილებასა და ეროვნული ინტერესის პატივისცემას შორის.

3.წმინდა გიორგი მიუძღოდა ქართველთა ჯარს - პრაგმატულ აზროვნებას მოკლებულ ფრაზა, რომელიც დაფუძნებული იყო მხედართმთავართა გენიალურ სამხედრო სტრატეგიაზე, რომელმაც არაერთი გამარჯვება მოუტანა საქართველოს.ამ „ზეციური“ არგუმენტში, ერთის მხრივ იკარგებოდა სამხედროთა სიმამაცე და გამჭრიახობა, ანუ არ ჰქონდა ადგილი ინდივიდუალური დამსახურების აღნიშვნას, ხოლო მეორე მხრივ მართლდებოდა ხელისუფალთა არარაციონალური სამხედრო გადაწყვეტილებები, რომელმაც ზარალი მოუტანა სახელმწიფოს, როგორც ეკონომიკური, აგრეთვე საერთაშორისო ურთიერთობის თვალსაზრისით.

ზემოთ ჩამოთვილი ფრაზობრივი სიმბოლატები წარმოადგენენ კულტურის ნაწილს და მას არაფერი აქვს საერთო პოლიტიკის განპირობებასთან.თავის მხრივ, დღევანდელ პროგრესული სამყაროს წინაშე, სადაც ყველაფერი რაციონალურ გათვლას ემყარება, საზოგადოებრივი პროტესტი გადაიყვანა ასტრალურ სამყაროში, სადაც ყველაფერი იმართება ფანტასტიური მეთოდებით.აგრეთვე, როგორც ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე განმარტავს, ტრადიციული მიდგომები “ერს მუდამ საგანგებო მდგომარეობაში ამყოფებს, რაც იწვევს რეალური პრობლემების-ადამიანის უფლეფებების, უსამართლობის, ეკონომიკური ვარდნის, ჩაგვრის უკანა პლანზე მოქცევას''.

0
12
შეფასება არ არის
ავტორი:დავით შაქარიშვილი
დავით შაქარიშვილი
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0