x
image
alex999
Mediator image
ლიდს იუნაიტედს ახალი მფლობელი ჰყავს!

ლიდსი არის ინგლისური საფეხბურთო კლუბი. კლუბის სტადიონია ელანდ როუდი, რომელიც 39 460 გულშემატკივარს იტევს. ლიდსი არის იორკშირის საგრაფოს გუნდი, მისი სტადიონი ელანდ როუდი არის ქალაქ ბისტონში. ინგლისი ერთ-ერთ ისტორიული საფეხბურთო კლუბი და 3 გზის პრემიერ ლიგის ჩემპიონია.


უახლესი ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბის აქციების 100 % შეიძინა იტალიელმა ბიზნესმენმა - ანდრეა რადრიზანიმ.


image


კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, რადრიზანიმ ამა წლის იანვრის თვეში შეიძინა კლუბის 50%, ხოლო ჩემპიონშიპის სეზონის დასრულების შემდეგ, მთელი 100%. ამგავრად ლიდს იუნაიტედის ახალი მფლობელი და პრეზიდენტი, იტალიელი ბიზნესმენი ანდრეა რადრიზანია.


რადრიზანიმდე, კლუბის მმარველობა ებარა, ასევე იტალიელ მასიმე ჩელინოს, რომელის პერიოდშიც ლიდს იუნაიტედმა ჩემპიონლიგა 7. ადგილზე დაასრულა და პლეი-ოფის რეიტინგს მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩა.


image


ლიდსი 1919 წელს დაარსდა. ძველი სახელით ინგლისის 1. ლიგაში 3 ჩემპიონობა მოიპოვა (1968-69, 1973-74, 1991-92 წლებში). ერთხელ FA-ს თასი და ლიგის თასიც მოიპოვა. ევროტურნირებში 1975 წელს ფინალი ითამაშეს მიუხენის ბაიერნთან, სადაც მარცხი განიცადეს. ხოლო 2001 წლის ჩემპიონთა ლიგაში ნახევარფინალამდე მივიდნენ, თუმცა აქაც მიუნხენის ბაიერნმა დაამარცხა.


2001 წლის წარმატების შემდეგ, ლიდსში დაიწყო დაღმავლობის ხანა. 2001 -2007 წლებში კლუბი ეკონომიურ კრიზისს ებრძოდა. 2007 - 2010 წლამდე პერიოდში თამაშობდნენ პირველ ლიგაში(მესამე დივიზიონი), მოგვიანებით 2010 წელს დაბრუნდნენ ჩემპიონლიგაში.


რადრიზანი იმედოვნებს, რომ ლიდსი მომდევნო სეზონზე მოიგებს ჩემპიონლიგას და დაუბრუნდება პრემიერ ლიგას.


image





სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. 18 ფეხბურთელი, რომლებმაც ყველაზე მეტი ჰეთრიკი შეასრულეს ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში!

2. თუთა - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

3.

4. 6 უდანაშაულო ფოტო, რომლის უკან 6 საშინელი ისტორია იმალება!

5. როგორ მოქმედებს D ვიტამინი კუნთებსა და ძვლებზე?

6. საკვები პროდუქტები, რომელიც მაისში აუცილებლად უნდა მივირთვათ!

7. 5 დაუჯერებელი გადარჩენა, რომელიც მსოფლიო ისტორიას არ ავიწყდება! (III ნაწილი)

0
254
5-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
254
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0