x
image
alex999
Mediator image
ფეხბურთის ისტორიის 8 სენსაციური წარმატება!

საფეხბურთო სამყაროში ყოველ წელს ახალი სენსაციის მხილველები ვხდებით. მაგალითად, წელს ყველას ეგონა, რომ ლესტერ სიტი ინგლისის პრემიერლიგას დაემშვიდობებოდა, თუმცა ყველაფერი მოსალოდნელის საწინააღმდეგოდ დასრულდა. ლესტერ სიტიმ ინგლისის პრემიერ ლიგა მოიგო!


წარმოგიდგენთ, ფეხბურთის ისტორიის დამამახსოვებელ 10 ჩემპიონობას!


image





1. ლესტერ სიტი - ინგლისის პრემიერლიგის ჩემპიონი 2016 წელს!

image

ლესტერ სიტიმ სასწაული მოახდინა და მოიგო ინგლისი პრემიერ ლიგა! ამ წარმატებაში რათქმაუნდა დიდი წვლილი შეიტანა 29 წლის ინგლისელმა ფორვარდმა, ჯეიმი ვარდიმ.
36 მატჩში ვარდიმ 22 გოლი გაიტანა, ამასთან ერთად მან დაამყარა პრემიერ ლიგის რეკორდიც. მან ზედიზედ 11 შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა. ვარდიმ ამ წარმატებით ინგლისის ეროვნული ნაკრების მაისურიც მოირგო "ევრო 2016"- ზე.





2. ნოტინგემ ფორესტი - ინგლისის პრემიერლიგის ჩემპიონი 1978 წელს!

image

ნოტინგემ ფორესტი 1977/78-წლების ინგლისის პრემიერლიგაში 42 მატჩიდან მხოლოდ 3 დათმო, ეს იყო პრემიერლიგის სენსაციური შედეგი. ჩემპიონატის დაწყებამდე ნოტინგემ ფორესტის მწვრთნელმა ბრაიან კლუგმა შემდეგი განცხადება გააკეთა: "ჩვენ გვსურს, რომ მაყურებელს სიამოვნება და ნამდვილი ფეხბურთი ვაჩვენოთ..ზუსტად ამისთვის გამოვალთ და ვიბრძოლებთ პრემიერლიგაში წარმატებისთვის". ნოტინგემ ფორესტის ლეგენდარული მწვრთნელი ბრაიან კლუგი 2004 წელს გარდაიცვალა, მის საპატივცემლოდა ქალაქ ნოტინგემში მისი ძეგლი დაიდგა.





3. ჰელას ვერონა - იტალიის სერია A-ს ჩემპიონი 1985 წელს!

image

ჰელლას ვერონა იტალიის სერია A-ში 1982 წელს გადავიდა. ზუსტად სამ წელიწადში ჩემპიონები გახდნენ. გუნდის წარმატებაში დიდი როლი ითამაშა გერმანელმა ჰანს- პეტერ ბრიგელმა, რომელიც ამავე წელს გერმანიაში წლის საუკეთესო მოთამაშე გახდა, ბრიგელი ასევე პირველი ლეგიონერი გახდა, რომელმაც ეს ტიტული დაიმსახურა.





4. კაიზერსლაუტერნი - გერმანიის ბუნდესლიგის ჩემპიონი 1998 წელს!

image

რევოლუციონერი გუნდი - ასე ეძახდნენ ერთ დროს კაიზერსლაუტერნს. გუნდი 1996 წელს გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გადავარდა, თუმცა მალევე 1997 წელს გადმოვიდნენ პირველ ბუნდესლიგაში. ამავე სეზონზე 1997/1998 კაიზერმა მოახერხა ბუნდესლიგის ჩემპიონატში გამარჯვება. ოტო რეჰაგელის შეგირდებმა სასწაული მოახდინეს. კაიზერსლაუტერნი გერმანიის ისტორიაში ერთადერთი საფეხბურთო კლუბია, რომელმაც ბუნდესლიგაში გადმოსვლითანავე ჩემპიონობა იზეიმა.





5. დეპორტივო ლა კორუნია - ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ჩემპიონი 2000 წელს!

image

დეპორტივო ლა კორუნიამ 16 წლის წინ მოახერხა ბარსელონას და მადრიდის რეალის ჰეგემონიის დასრულება. 2000 წელს გუდმა მოულოდნელად, სენსაციურ წარმატებას მიაღწია. გახდნენ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ჩემპიონები. ეს წარმატება დეპორტივოსთვის პირველი და უკანასკნელია ჯერჯერობით.





6. ვოლფსბურგი - გერმანიის ბუნდესლიგის ჩემპიონი 2009 წელს!

image

ფელიქს მაგათის თაოსნობით ვოლფსბურგმა 2009 წელს მოიპოვა ბუნდესლიგის ჩემპიონობის ტიტული. გუნდი შევიდა ბუნდესლიგის ისტორიაში ერთ-ერთ სენსაციად. ვოლფსბურგის თავდასხმელებმა ედინ ჯეკომ და გრაფიტემ ერთად 54 გოლი გაიტანეს. ვოლფსბურგმა ჩემპიონატში მის უძლიერეს მეტოქეს, მინხენის ბაიერნს 5:1 აჯობა.





7. ბურსასპორი - თურქეთის სუპერლიგის ჩემპიონი 2010 წელს!

image

თურქეთის სუპერლიგის ჩემპიონობას ძირითადად სტამბულის სამი გუნდი იყოფდნენ: ფენერბაჰჩე, ბეშიქთაში და გალათასარაი. თუმცა ბურსასპორმა 2010 წელს მოახერხა სტამბულის დევების ჰეგემონიის დასრულება და მოიპოვა თურქეთის სუპერლიგის ჩემპიონობა.





8. მონპელიე - საფრანგეთის ლიგა 1-ის ჩემპიონი 2012 წელს!

image

2012 წელს, საფრანგეთის ლიგა 1-ის გამარჯვებული ბოლო ტურში გადაწყდა. სენსაციურად მონპელიემ პსჟ ჩამოიტოვა და საფრანგეთის ჩემპიონობა მოიპოვა. სამხრეთ საფრანგეთის ამ გუდისთვის ეს წარმატება პირველი და უკანასკნელი იყო ჯერჯერობით.






სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

0
598
8-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
598
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0