x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ქალების მიერ დამყარებული რეკორდები, რომელთა დაჯერება გაგიჭირდებათ

თითოეული ქალი უნიკალური და განუმეორებელია თავისი ხიბლით, უნარებით, თუმცა, არიან ისეთებიც, რომელთაც მიაღწიეს საოცარ წარმატებას და დაამყარეს მსოფლიო რეკორდები, რომლებში დაჯერებაც ძალიან გვიჭირს და რეალობაში დასარწმუნებლად, გვიჩნდება სურვილი, შევეხოთ.


წარმოგიდგენთ ქალებს, რომელთა მიერ დამყარებულ რეკორდებში ეჭვი შეგეპარებათ.



1. ყველაზე ძლიერი ქალი მსოფლიოში. image

პოლონელ სპორტსმენს, Aneta Florczyk-ის ხშირად უწოდებენ ყველაზე ძლიერ ქალს მსოფლიოში. მართლაც, ანეტა გვიჩვენებს თავის შეუზღუდავ შესაძლებლობებს: მას შეუძლია 500 კგ აზიდოს.


რეკორდი კი 12 საშუალო წონის მამაკაცის აწევით დაამყარა, რომლებიც 2 წუთის განმავლობაში ეკავა ხელით. ძნელი წარმოსადგენია, თუმცა ეს სიმართლეა.






2. გოგონა ყველაზე ვიწრო წელით. image

შვედმა, 27 წლის Pixee Fox-მა 250 ათასი დოლარი დახარჯა და ჩაიტარა მრავალი ოპერაცია იმისათვის, რომ კურდღელი როჯერის ცოლს დამსგავსებოდა. ის წავიდა რისკზე და ქვედა 6 ნეკნიც კი ამოიღო, რათა წელის გარშემოწერილობა 35.5 სმ-ს არ აღმატებულიყო.


ახლახანს კი მან კიდევ ერთი ოპერაცია ჩაიტარა. თვალის იმპლატანტის მეშვეობით ცისფერი ფერი მწვანით ჩაანაცვლა.






3. მსოფლიო რეკორდი ქუსლიანი ფეხსაცმლით სირბილში.image

ყოფილმა მოცეკვავემ აშშ-დან, Irene Sewell-მა დაამყარა ახალი რეკოდრი. მან მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლით 42 კმ-ნი გარბენი 7 საათსა და 24 წუთში განახორციელა და შევიდა რეკორდსმენების სიაში.


ქუსლების სიმაღლე 7, 6 სმ იყო, ხოლო ახალმა რეკორდმა წინა რეკორდს 2 წუთით აჯობა.






4. ვარჯიში ახანგრძლივებს სიცოცხლეს.image

92 წლის პენსიონერი გერმანიიდან, Johanna Quaas-ი შევიდა რეკორდების წიგნში, როგორც ერთდაერთი მოხუცი სპორტსმენი ქალბატონი. იგი, არა მხოლოდ ტანვარჯიშს ასრულებს უნაკლოდ, არამედ პროფესიონალურად უმკლავდება ყველაზე რთულ ელემენტებსაც.


ჯოანამ შარშან, ბარსელონაში, ბერლინის ტურნირში რეკორდი დაამყარა. ასე, რომ ასაკი არ არის დაბრკოლება აქტიური ცხოვრებისთვის.




2
121
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
121
  
11 მარტი, 17:34
გუშინ 4 სტატია დავდე და ვერცერთი ვერ ავიდა 100 ნახვაზე :(((( არადა 3 საათი ვიწვალე დასაწერად :( ბიბლიოთეკაზე რომ დავწერე, იმას 38 ნახვა აქვს. გული დაგწყდება, აბა რა იქნება :(
11 მარტი, 12:26
იფ რამდენი ნახვა აქვს? ადრე ამას 700 ნახვა მაინც ექნებოდა. :(((
0 1 2