x
მეტი
  • 21.11.2017
  • სტატია:71166
  • ვიდეო:324234
  • სურათი:426254
ვასო ფხაკაძე მეორე ქალიშვილის მამა გახდა

image
შოუმენი ვასო ფხაკაძე და მოდელი ლიკუნა მეტრეველი მეორე ქალიშვილის მშობლები გახდნენ. პატრა 18 მაისს ჩაჩავას კლინიკაში დაიბადა. დედა შვილი თავს კარგად გრძნობენ. გოგონას ნიტა დაარქვეს. წყვილი ნათესავების, მეგობრებისა და გულშემატივრების მილოცვებს იღებს.image

წყვილი სამიოდე წლის წინ დაქორწინდა. მათ უკვე ჰყავთ ერთი ქალიშვილი, ორი წლის ნინა ფხაკაძე. ერთმანეთი დაახლოებით ორი წლის წინ, საერთო მეგობრების წყალობით გაიცვნეს. თავიდან დამეგობრდნენ და შემდეგ გრძნობაც გაჩნდა. ვასო ცდილობდა გრძნობები არა სიტყვებით, არამედ ქცევით გამიემჟღავნებინა. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა დაახლოებით 16 წელია, თუმცა ეს მათ ბედნიერებას ხელს არ უშლის. "ადრე ინტერვიუებშიც ვამბობდი, თურქულ კანფეტს არ ჰგავს-მეთქი, გარედან რომ ლამაზია და შიგნიდან არ ვარგა. ბევრი მოდელი ასეთია. იურისტია, ინტელექტი აქვს. დანიური, არა... ბელგიური შოკოლადია. იუმორის გრძნობა აქვს სუპერი, რაც ყოველთვის მინდოდა. სულ ვამბობდი: ჩემს ცოლს იუმორის გრძნობა რომ არ ჰქონდეს, დავიტანჯები-მეთქი. მაგრამ, ამას ჩემზე კარგი იუმორი ჰქონია"-გვიამბობდა ვასო.image

"ვასოს ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს. ნინას დაძინებამდე ერთი საათით ადრე მოდის და დილით ნახულობს 15 წუთით. შაბათ-კვირას აქტიურად გაგვყავს სასეირნოდ. ხშირად მეხმარება ხოლმე, განსაკუთრებით დაბანისას, ეს ორივეს ძალიან მოსწონს, იცის დოზები და შეუძლია საჭმელი გაუკეთოს, დაძინება არ გამოსდის. ნინას ძალიან უყვარს მამა, ხშირად ვეჭვიანობ, როცა ვასო მოდის მე ვავიწყდები.

აღზრდის განსაკუთრებული მეთოდი არ მაქვს. ვიცი, რომ მინდა იყოს თამამი, მაგრამ არა უზრდელი. ამისთვის ყველფერს ვაკეთებ"-გვიამბობს ლიკუნა.

ვულოცათ წყვილს, პატარას კი ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვუსურვებთ.image






თქვენთვის საინტერესო:


ვინ არის და რას საქმიანობს ვასო ფხაკაძის რჩეული?

ლიკა მეტრეველი-ის სურათის შედეგი



ვასო ფხაკაძის ოჯახური იდილია და ულამაზესი ცოლ-შვილი (+ფოტოები)

ვასო ფხაკაძე  k.p. intermedia-ის სურათის შედეგი


ნუკი კოშკელიშვილი საკუთარ ფეხმძიმობაზე: "ბევრი ვიცინე"

ნუკი ფეხმძიმე-ის სურათის შედეგი


რატომ დაშორდნენ თამუნა მუსერიძე და სანდრო მიკუჩაძე: "ძალიან შევაწუხე, დაიღალა ადამიანი"

მუსერიძე-ის სურათის შედეგი


ცნობადების შვილები, რომლებიც მშობლებთან ერთად არ იზრდებიან

ცნობადების შვილები,   რომლებიც მშობლებთან ერთად არ იზრდებიან-ის სურათის შედეგი



მამებისგან უარყოფილი ცნობილები

მამებისგან უარყოფილი ცნობილები
















0
492
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
492
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0