x
image
K.P.
ვინ არის და რას საქმიანობს ვასო ფხაკაძის რჩეული?


imageპოპულარული ქართველო შოუმენი და მსახიობი ვასო ფხაკაძე სულ მალე 37 წლის გახდება. უკვე წლებია ტელეეკრანებზე ვხედავთ და ბევრისათვის სასურველ სასიძოდაც მოიაზრება. დაქორწინებული არასდროს ყოფილა და არც ყვითელ პრესას ანებივრებდა ახალ-ახალი რომანებით. ფაქტი ერთია, მსახიობს "ცოლის მოყვანის ასაკი მოუვიდა". რამდენიმე წლის წინ ვასო ამტკიცებდა სახლი უკვე ავიშენე და ახლა ცოლის მოყვანაზე უნდა ვიმუშაოო. "თუ სიმპათიაზე ვილაპარაკებთ, არ მიყვარს ისეთი გოგონები, რომლებიც მხოლოდ გარეგნულად არიან კარგები და ასეთებს თურქულ კანფეტებს ვეძახი. ლამაზად არიან შეფუთულები და შიგნიდან არ მოგეწონება. როგორიც მინდა, ისეთი ჯერ ვერ ვიპოვე. ისიც არ მესმის, რომ ამბობენ, გიწევს ცოლის მოყვანა, უკვე დროაო. გიწევს რა, პურის რიგი ხომ არ არის? თუ გოგონა არ შეგიყვარდა და ურთიერთობა არ აგეწყო, რატომ უნდა მოიყვანო ცოლად?"-ამტკიცებდა ცოტა ხნის წინ ვასო.image

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვასო ფხაკაძე შეყვარებულია. მისი რჩეული 21 წლის ლიკა მეტრეველი გახლავთ. გოგონა მოდელი და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გახლავთ. ლიკა პირველი ვიცე მის საქართველო 2012-ის ტიტულის მფლობელიცაა. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა დაახლოებით 16 წელია. ვასო მხიარული ადამიანია და როგორც ჩანს, მისი ხასიათი ასაკობრივ სხვაობას შესამჩნევს არ ხდის. წყვილი სოციალურ ქსელში უკვე აქვეყნებს საერთო ფოტოებს. ლიკას მეგობრები რჩეულს უწონებენ და ბედნიერებას უსურვებენ. რამდენად სერიოზულია მათი ურთიერთობა ამას დრო გვიჩვენებს. შესაძლოა წინ ქორწილიც გველის. ვუსურვოთ წყვილს წარმატებები და ბედნიერი მომავალი...

imageimageimageimageimageimage




image

image
image


4
2486
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
2486
  
2014, 1 მაისი, 9:32
იკა– მერე ეგეთი ლამაზი კლასელი და შორეული მეზობელი თუ მანდ გყავდა, შენ სად იყურებოდი ? :))))
2014, 29 აპრილი, 21:54
ეს ლიკა მეტრეველი თელაველია ჩემი პარალელურ კლასელი და შორეული მეზობელი
2014, 23 აპრილი, 16:22
საღოლ ვასკა... გემოვნება ჰქონია...
2014, 23 აპრილი, 15:56
უი ამ გოგოსთან ერთად იყო მოლში :) ძაან კაი გოგოა მართლა მაგრამ რავიცი როგორც წყვილი სხვადასხვა ტიპაჟები ჩანან..მაგრამ რა ჩემი საქმეა ბედნიერებას ვუსურვეB
0 1 4