x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ფეხებდასამტვრევი ჩემპიონები თუ გმირები

imageდადგა ის დრო, როდესაც უკვე ჩვენი გმირების ჩვენი ჩემპიონების ფეხების მტვრევის საკითხი დასვეს. 2004 წლის ზაფხულის ერთ საღამოს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე ზღვა
ხალხი შეიკრიბა ათენის ოლიმპიადის ტრიუმფატორების დასახვედრად.

დარწმუნებული ვარ ბევრი თქვენთაგანიც იქ იყო და ელოდებოდა ბიჭებს, რომლებმაც საქართველო ასახელეს. იქ იყო პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ელოდა მათ ჩამოსვლას რადგან გმირად შეერაცხა ბიჭები. მიხეილ სააკაშვილი და გმირებად აცხადებს ქართველ სპორტსმენებს, მათ შორის დამოუკიდებელი საქართველოს პირველ ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურს: - ესენი გმირები არიან, ამათ მაგალითზე უნდა აღიზარდონ მომავალი ჩემპიონებიო. მაშინ ამ ბიჭებს ყველა გვერდით ედგა, მაგრამ არ შეიძლება ასე ყველას უნდა შეეძლოს თავისი სიტყვის თქმა, გავიდა ხანი და გმირებს ფეხების დამტვრევით ემუქრებიან. 2012 წლის ზაფხულის ერთ საღამოს, ნაძალადევის რაიონში, სპორტული კომპლექსის ფასადიდან ზურაბ ზვიადაურის პოსტერი მოხსნეს, რატომ? აღარ არის ზვიადაური ქართველი ახალგაზრდებისთვის მისაბაძი? რაიმე ცუდს ასწავლის ის? არ შეიძლება ასე, როცა ოლიმპიურ ჩემპიონს ფეხების დამტვრევით ემუქრები მხოლოდ იმიტომ, რომ შენს ნებაზე არ მოქმედებს. მერე რა რომ ზვიადაური ბიძინა ივანიშვილის გვერდით დგას, არ შეიძლება ყველას თავის აზრი ჰქონდეს? გაუმარჯოს იმ ქვეყანას სადაც ყველას შეუძლია თამამად დააფიქსიროს თავისი აზრი.

3
241
4-ს მოსწონს
ავტორი:jango
jango
241
  
2012, 14 ივნისი, 11:54
მე მჯერა ერთად დგომით დავამარცხებთ ამ ტირანიას რაც საქართველოშია გამეფებული!დროა ხალხის გამოღვიძების!ამ სამთავრობო ტელევიზიებმა საერთოდ დააზომბა ქართველი ერი!!პირველ რიგში სწორედ მათ უნდა გამოვუცხადოთ ბრძოლა!
2012, 13 ივნისი, 23:20
კაი სტატიაა +1
2012, 13 ივნისი, 13:04
არა რო კითხო დემოკრატიაა რა... :) რუსეთზე ტლიკინებენ ბევრს არადა თვითონ უარესს აკეთებენ :)
0 1 3