სხვა ადამიანი პარალელურ სამყაროდან! მოვლენა, რომელსაც მეცნიერები დღემდე ვერ ხსნიან! 2017, 8 მაისი, 17:13 მეგობრებო რას ფიქრობთ პარალელურ სამყაროს შესახებ??? - ზოგიერთ ჩვენთაგანს სჯერა, რომ არსებობს პარალელური სამყარო, თუმცა ზოგიერთს არა. ამ სამყაროზე საუბარს თუ დავიწყებთ, ალბათ ბევრი აზრთასხვაობა გამოჩნდება, ამიტომ გადავიდეთ სტატიის მთავარ თემაზე, სადაც ვისაუბრებთ მოვლენაზე, რომელიც XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელ მოვლენას წარმოადგენდა. 1954 წლის ივლისში კავკასიური გარეგნობის მქონე ადამიანი, რომელიც გამოიყურებოდა საკმაოდ ჩვეულებრივად მივიდა ტოკიოს აეროპორტში. მისი პასპორტის შემოწმების შემდეგ იაპონელები გაოცდნენ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ ტურისტი წარმოშობით იყო ქვეყნიდან Taured – ქვეყნიდან, რომელიც არ არსებობს. მისი პასპორტი გავდა ავთენტურს და როდესაც ადამიანს სთხოვეს მისი ქვეყნის ჩვენება რუკაზე, მან მიუთითა ანდორას სამთავროზე. როდესაც მან ვერ დაინახა Taured-ის სახელწოდების მქონე ქვეყანა რუკაზე უმალვე გაცხარდა და დაიწყო იმის მტკიცება, რომ მისი ქვეყანა უკვე ათას წელზე მეტია რაც არსებობს. იაპონურმა პოლიციამ ის წაიყვანა ადგილობრივ სასტუმროში, მოათავსა ნომერში და მიუჩინა დაცვა. რამდენიმე საათის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ადამიანი გაქრა ჩაკეტილი ოთახიდან, რომელსაც არ ჰქონდა აივანი.
ამ უცნაურ პიროვნებას საფულეში ჰქონდა გერმანული, ამერიკული და იაპონური ფული. გარდა ამისა, როგორც ცნობილია ის უკვე 3 ჯერ იყო იაპონიაში ნამყოფი და რამოდენიმეჯერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშიც. დაცვის მიერ დასმულ კითხვაზე თუ რისთვის ჩამოვიდა იაპონიაში, მან შემდეგნაირად უპასუხა: "მე ვარ ბიზნესმენი და 5 წელზე მეტია, რაც იაპონელ ბიზნესმენებთან ერთად ვაწარმოებ მსხვილ ბიზნესს. " სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 1.18 ფეხბურთელი, რომლებმაც ყველაზე მეტი ჰეთრიკი შეასრულეს ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში! 2. 5 დაუჯერებელი გადარჩენა, რომელიც მსოფლიო ისტორიას არ ავიწყდება! 3. როგორ მოქმედებს D ვიტამინი კუნთებსა და ძვლებზე? 4. საკვები პროდუქტები, რომელიც აპრილში აუცილებლად უნდა მივირთვათ! 5. საკვები პროდუქტები, რომელიც მაისში აუცილებლად უნდა მივირთვათ!
2821 5-ს მოსწონს
|