x
image
ალექსანდრე ლექსო
გადარჩენისთვის 8 წლის ბიჭუნას სამჭიდი სჭირდება
ბიჭუნა დაავადებულია იშვიათი სასიკვდილო სნეულებით, რომლის გამო სწრაფად მატულობს წონაში.imageორი წლის წინ მალტელ ჯეიკ ვალეს იშვიათი დაავადება როჰჰადის სინდრომი დაუდგინდა. ახლა მძიმე ფიზიკური დატვირთვა და მკაცრი დიეტა მისთვის ნამდვილი წამალი გახდა.

imageასეთი ჰორმონალური დარღვევა მთელ მსოფლიოში ასიოდე კაცს თუ ექნება. ექიმებმა არ იციან თუ რამდენი ხანი იცოცხლებს ჯეიკი, რადგან 20 წელზე მეტი არავის უცოცხლია ასეთი დაავადებით.

image

ამ დაავადებამ ჯეიკს ზურგზე სიმსივნური წარმონაქმნი გაუჩინა.

გაუტეხელმა ბიჭუნამ იცის თუ რა პერსპექტივები აქვს, მაგრამ ის არ ნებდება. წონის მომატებას ის სამჭიდში ვარჯიშით ებრძვის.


image
"სამჭიდი ჯეიკს ეხმარება ფორმაში იყოს, სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, აგრეთვე შესაძლებლობა ეძლევა თანატოლებთან გაერთოს.

ის ჩვეულებრივ ცხოვრებას ეწევა: დადის სკოლაში, უკრავს დოლზე, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რომ რაიმე ინფექცია არ შეეყაროს. უბრალო გრიპსაც კი შეუძლია მძიმე გართულებები გამოიწვიოს.

კვირაში სამჯერ ვარჯიშობს მალტის ახალგაზრდა სამჭიდელთა ასოციაციაში, რომელიც მისთვის მეორე ოჯახად იქცა" – ამბობს მარუსკა, ჯეიკის დედა.


imageგარშემომყოფებმა არ იციან თუ როგორი მძიმე სენი სჭირს ბიჭუნას, და ხშირად ბოროტად ხუმრობენ მისი წონის გამო, მაგრამ ჯეიკი ამას ყურადღებას არ აქცევს.

ბიჭუნას მწვრთნელი მეთ აცოპარდი თავის შეგირდს ძალიან შრომისმოყვარე და მიზანდასახულ სპორტსმენად მიიჩნევს.

"ჯეიკი ძალიან საყვარელი ბიჭია, იგი სულით ბევრ პროფესიონალ სპორტსმენზე ძლიერია. იგი ყველას უყვარს და მისით აღფრთოვანებულია. მძიმეა იმის გაფიქრებაც კი, თუ რა ელოდება მას მომავალში.

მისი მშობლები ყველაფერს აკეთებენ რომ ჯეიკმა სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვროს" – ამბობს ბიჭუნას მწვრთნელი.




0
83
1-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0