x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
როგორ ვზრდით შვილს - რა შეკითხვები არ უნდა დავუსვათ ბავშვს

image
როცა ბავშვი ბაღიდან გამოჰყავთ, მშობლები პირველი რასაც ეკითხებიან ესაა: "რა ჭამე დღეს?" შეკითხვა კი მთელი სერიოზულობითაა დასმული. ტონი შეშფოთებული, სრული დაინტერესება! ბავშვის მხრიდან ეს აღიქმება, როგორც განსაკუთრებული შემთხვევა, თითქოს მან უნდა იგრძნოს თავი დამნაშავედ, ან ამაყად, იმის მიხედვით, ჭამა თუ არა თავისი ქაში ან სუპი. ამ შეკითხვაზე ყველაზე სწორი პასუხია ცნობილი ექიმის კომაროვსკის ფრაზა: "ბავშვმა ყველაზე უკეთ იცის როდის და რამდენი უნდა ჭამოს". და კიდევ: "უმადობის გრძნობის ერთადერთი წამალი შიმშილია. ნუ შეეკითხებით რა ჭამა დღეს, შეეკითხეთ "რა იყო ყველაზე საინტერესო?"

მეორე კითვა, რომელსაც მშობლები რეგულარულად უსვამენ, ესაა: "დღეს ხომ არავინ გაგაბრაზა?" ეს შეკითხვა უკვე შეიცავს აზრს, რომ ბაღში მტრული გარემოა, სადაც შეიძლება მოელოდე, რომ ვინმემ გაგაბრაზოს ან გაწყენინოს. ბავშვი იძაბება, მთელ თავის ყურადღებას გარშემომყოფთა მოქმედებებზე ამახვილებს, მან შეიძლება სხვა ბავშვების პროვოცირებაც მოახდინოს, რომ ვინმემ გააბრაზოს და საღამოს დედას მოუყვეს, ის ხომ შეეკითხება ვინ გაწყენინაო?

უკეთესი იქნება თუ შეეკითხებით: "დღეს ვისთან ითამაშე?" image

სკოლის მოსწავლეების მშობელთა შეკითხვებში ლიდერობს: "დღეს რა ნიშანი მიიღე?" მოსალოდნელი პასუხი კი ნიშნების გადათვლაა: ამდენი ათიანი, ამდენი ცხრიანი და ა.შ. ამის ნაცვლად უკეთესია თუ ვკითხავთ: "რა ისწავლე? ახალი რა გაიგე? რა იყო უფრო საინტერესო? რა გაგიძნელდა ყველაზე მეტად? " და საუკეთესო შეკითხვა: "ახლიდან რომ გათენდეს იგივე დღე, რას შეცვლიდი?" - ამით თქვენ არა მარტო მიიღებთ მეტ ინფორმაციას ბავშვზე, არამედ მიაჩვევთ თავისი შეცდომების გაანალიზებას, დასკვნების გამოტანას. image

კიდევ ერთი წარუმატებელი კითხვაა: "დღეს რა ქენი?" ან "როგორ იყოჩაღე?" ეს თითქოს უწყინარი შეკითხვა ბევრ ბავშვს აღიზიანებს, იმიტომ, რომ ყოველი დღე როდია წარმატებული. კითხვა კი ისეთია, რომ ყოველ დღე თავი უნდა გამოეჩინა. თანაც ბავშვი თვლის, რომ თავი უნდა მოიწონოს მხოლოდ წარმატებებით, არა და მშობელმა სასურველია იცოდეს შვილის როგორც წარმატება, ისე თავს გადახდენილი სირთულე.image

როგორ აღვზარდოთ ბავშვი არისტოკრატად. 8 პრინციპი, რომელიც დღესაც აქტუალურია


როგორ გავზარდოთ ჭკვიანი ბავშვი - რას გვირჩევენ შვედი მეცნიერები


როგორ შევისწავლოთ უცხო ენა - რჩევები ადამიანისგან, რომელმაც 16 ენა იცოდა

0
418
5-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
418
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0