x
მეტი
  • 03.05.2024
  • სტატია:134598
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508719
გაიგეთ რა ასაკში რომელი პროდუქტები უნდა მიირთვათ ყველაზე ხშირად! ამის ცოდნა აუცილებელია!
image
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ბოსტნეული და ხილი სასარგებლოა, ცხიმიანი და ტკბილი საკვები კი მავნე. თუმცა, არსებობს პროდუქტები, რომელთა მიღებაც გარკვეულ ასაკში აუცილებელია. ექპერტების აზრით, ნებისმიერ ასაკში საჭიროა, პროდუქტების გარკვეული ნაწილის ხშირი მიღება. მოდით დეტალურად გავარკვიოთ რა ასაკში რომელი პროდუქტის მიღებაა საჭირო:



20 წლის ასაკში: ამ დროს ადამიანს ოპტიმალური კუნთების მასა აქვს, კოლაგენი და ელასტინი განვითარების პიკში იმყოფებიან. მათი წარმოქმნა უზრუნველყოფს კუნთის სიმაგრესა და ნორმალურ ჩამოყალიბებას. აქტიური ცხოვრების წესი, ალკოჰოლის მიღება და ღარიბი რაციონი, ახალგაზრდებისთვის დამახასიათებელია. ამიტომ, საჭიროა სწორი კვება, რათა ხელი შეუწყოთ ორგანიზმის განვითარებასა და სიჯანსაღეს.
აუცილებლად მიირთვით:
1.მაღალი ხარისხის ცილით მდიდარი საკვები: თევზი, ქათამი და პარკოსნები;
2.ბურღულეული: ჭვავის, შვრიის, წიწიბურას ფაფები;
3.მწვანილი;
4.ფერადი ხილი და ბოსტნეული.

30 წლის ასაკში:
უჯრედების განვითარებისა და კოლაგენის წარმოქმნის შეფერხება, კანის დათხელებასა და ტონუსის დაკარგავს იწვევს. კანქვეშა ცხიმი უფრო ნელა წარმოიქმნება, რის გამოც კანი უფრო მგრძნობიარე და ანთებადი ხდება.
საჭიროა მიირთვათ:
1.ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტები;
2. პროდუქტები, რომელებიც დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავენ. მაგალითად : ციტრუსები, მწვანილი და ბულგარული წიწაკა.


image


40 წლის ასაკში:
კოლაგენის გამომუშავების შემცირების გამო, კანი კარგავს ელასტიურობას. ლიმფური სისტებისთვის ტოქსინების წარმოქმნისთვის ხელის შეშლა რთულდება, რაც მუცლის შებერილობას იწვევს. ამ დროს ესტროგენის დონე დაბლა იწევს, რის გამო კანი მშრალი და მოშვებულია. მზეზე ხშირმა ყოფნამ შესაძლოა, კანის აჭრელება გამოიწვიოს.

უნდა მიირთვათ:
1.ანტიოქსიდანტებით მდიდარი ბოსტნეული;
2.ცხიმიანი თევზი, თხილეული და მზესუმზირა;
3.ჰორმონების დასაბალანსებლად: ოსპი, მუხუდო და სელის თესლი.



50 წლის ასაკში:
ხშირად ჩნდება პიგმენტური ლაქები სახისა და სხეულის სხვა მიდამოებში. კანის მოდუნება არის ძირითადი ესთეტიკური პრობლემა. ამ დროს კანი შესამჩნევად მშრალი და თხელია. ქალებს ეწყებათ ჰორმონალური ცვლილებები, რაც კანის სტრუქტურაზე გავლენას ახდენს. უნდა მიირთვათ:
1.ცილით მდიდარი საკვები;
2.ფერადი ხილი და ბოსტნეული, ისინი დააბალანსებენ შაქრისა და ჰორმონების დონეს. შეიცავენ ბეტა-კაროტინს, რაც უზრუნველყოფს კანის ელასტიურობასა და სიჯანსაღეს.


image

60 წლის ასაკში: კანი კარგავს ტონუსს. ამ დროს იღლებისა და თეძოს ზედა ნაწილში კანი ზედმეტად მოშვებულია. საერთო კუნთის მასა მცირდება. სისხლის ნაკადის მოძრაობა მნიშვნელოვნად ნელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კანი მოშვებულია და თავის ელასტიურობას კარგავს.


უნდა მიირთვათ:

1. ცილებითა და D ვიტამინით მდიდარი საკვები: ლობიო, კვერცხი და ცხიმიანი თევზი;

2. ანტიოქსიდანტებიტ მდიდარი ახალი ხილი და ბოსტნეული.

რას უნდა ერიდოთ ნებისმიერ ასაკში:
1. მკაცრი უცხიმო დიეტა ფიტავს ორგანიზმს;
2. ზედმეტად ცხიმიანი საკვები იწვევს ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას;
3. ტკბილეულის ხშირად მიღება სისხლში შაქრის დონეს ზრდის. ინსულინის დონის ზრდა და კი თავისთავად, ხელს უშლის თირკმელებს ნატრიუმის შენარჩუნებაში. ჭარბი ნატრიუმისა და მარილების გამოყოფა, ქსოვილებში სითხეს აკავებს.

გაითვალისწინეთ ეს მარტივი რჩევები, იკვებეთ სწორად და იყავით ჯანმრთელი!




იხილეთ აგრეთვე:

''მასთან მიკარებითაც ყველა დაავადებას მოირჩენ''- რეჰანის ჯადოსნური თვისებები


მრავალძარღვას ნაყენი 100-ზე მეტ დაავადებას შველის! (+რეცეპტი)


ბრაზილიელი ბერის რეცეპტი, რომელიც კიბოს უჯრედებს კლავს!


ჯადოსნური ელექსირი ახალგაზრდული იერის შესანარჩუნებლად! (+რეცეპტი)


ამ სიროფს "ღმერთის საჩუქარს" ეძახიან, რადგან იგი 100-ზე მეტ დაავადებას კურნავს!

0
620
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
620
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0