x
მეტი
  • 26.05.2017
  • სტატია:66557
  • ვიდეო:319204
  • სურათი:418284
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი 39 წლისაა, მისი ცოლი კი 64-ის. მათი სიყვარულის ისტორია(+ ფოტოები)

image
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურის ხმების 97 %-ის დათვლის შემდეგ, პირველ ადგილს პოლიტიკური მოძრაობა En Marche!-ს ლიდერი, ცენტრისტი ემანუელ მაკრონი იკავებს, მან ხმების 23.9 % მიიღო, რაც შეეხება მეორე ადგილზე კი ულტრა-მემარჯვენე მარინ ლე პენი გავიდა ხმების 21.4 %-ით. მაკრონი და ლე პენი ერთმანეთს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, 7 მაისს დაუპირისპირდებიან.

არჩევნების წინ მომზადებული კვლევების თანახმად, მეორე ტურში უდავო ფავორიტად ემანუელ მაკრონი მიიჩნევა. გამოკითხვები გვიჩვენებს, რომ არჩევნების მეორე ტურში ლე პენი ხმების მხოლოდ 39 %-ს მიიღებს, მაკრონი კი 61 %-ს.

image
საფრანგეთის მომავალი პირველი ლედი კი შეიძლება გახდეს 64 წლის ბრიჯიტა ტრონგეუქსი, რომელიც ქმარზე 25 წლით უფროსია და სკოლაში მისი მასწავლებელი იყო. აღსანიშნავია, რომ ემანუელი მხოლოდ 39 წლისაა. ბრიჯიტა გუშინ საღამოს, როცა მაკრონი ამომრჩევლებს გამარჯვებას აუწყებდა, მის გვერდით იდგა, ბედნიერი სახით იღიმებოდა და ხელის ქნევით სალამსაც იძლეოდა.

ემანუელი და ბრიჯიტა სავარაუდოდ ელისეის სასახლის მომავალი მობინადრენი გახდებიან. მაკრონი გამარჯვების შემთხვევაში გახდება ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი საფრანგეთის ისტორიაში.

ისინი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს როცა მაკრონი 15 წლის იყო.image

გასულ წელს "Paris Match"-

ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბრიჯიტი იხსენებს: "17 წლის ემანუელმა მითხრა": "რაც გინდა გააკეთოთ, მე მაინც დავქორწინდები თქვენზე".

ბრიჯიტ ოზერი გათხოვილი, სამი შვილის დედა ხელმძღვანელობდა დრამატულ კლუბს. მათი ურთიერთობა მას მერე დაიწყო, რაც მაკორნიმ მიიღო მონაწილეობა პიესაში. ის შემდეგ წელს პარიზში გადავიდა სასწავლებლად და იხსენებს, რომ საათობით ისხდნენ ტელეფონთან და ერთმანეთს ესაუბრებოდნენ. "მან თავისი მოთმინებით, თანდათან გადალახა ყველა წინააღმდეგობა. ის თითქოს არასდროს ყოფილა მოზარდი, ყველა მასზე უფროსს ისე ეკონტაქტებოდა როგორც თანატოლს"-გვიყვება ბრიჯიტი.image

ბოლოს და ბოლოს ქალი გაშორდა ქმარს და გადავიდა პარიზში, რის შემდეგაც დღემდე ერთად ცხოვრობენ. ოფიციალურად 2007 წელს დაქორწინდნენ. მაკრონი ინტერვიუში აცხადებს, რომ არ მალავს ამ ურთიერთობას, რომ ეს მისი ცხოვრებაა, რომ მისგან ბევრი რამითაა დავალებული. "მან შემიწყო ხელი გავმხდარიყავი ის, რაც დღეს ვარ".

მაკრონი კარიერის დასაწყისში სახელმწიფო მოხელედ მუშაობდა. შემდეგ დაინიშნა საინვესტიციო ბანკირად, 2014 წელს კი ეკონომიკის მინისტრად, საიდანაც გადადგა, რომ მონაწილეობა მიეღო საპრეზიდენტო არჩევნებში.imageimageimageimageimageimageimage




რატომ დააპატიმრა პოლიციამ თითქმის შიშველი პრეზიდენტობის კანდიდატი (+18 ფოტოები)


18 წლის გოგონა საკუთარმა ოჯახმა ტომარაში ჩატენა და არხში გადააგდო. რა დააშავა მან



31 წლის ვაჟმა დედას გასაცნობად 91 წლის სატრფო მოუყვანა

1
387
5-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
Mediator image
387
   ქართული კლავიატურა
24 აპრილი, 16:13
რაღაცაშია საქმე :-D
0 1 1