x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
18 წლის გოგონა საკუთარმა ოჯახმა ტომარაში ჩატენა და არხში გადააგდო. რა დააშავა მან

imageორჯერ სროლის, ტომარაში ჩატენის და არხში გადაგდების შემდეგ გოგონა გადარჩა - აცხადებს პაკისტანის პოლიცია.

საბა მაკსუდს(ავღნიშნავ, რომ საბა პაკისტანში ქალის სახელია) თავს დაესხნენ. თავდამსხმელები კი მისი საკუთარი ოჯახის წევრები არიან - მამა, ძმა, ბიძა და მამიდა. მათ ეს არ აკმარეს და არხში გადააგდეს - გვიყვება პენჯაბის პროვინციის ჰაფიზაბადის პოლიციის პრეს-მდივანი ალი აკბარი. imageეს ძალადობა სულ კვირანახევრის შემდეგ მოხდა, რაც ქალაქის ცენტრში ახალგაზრდა ქალი მოკლეს. საბას ოჯახის რისხვა იმიტომ დაატყდა თავს, რომ ის ხუთი დღის წინ ოჯახის ნების წინააღმდეგ წავიდა და ცოლად გაჰყვა მეზობლად მცხოვრებ მუჰამედ ქაიზერს. საბა ჰაფიზაბადში წაიყვანეს, ორჯერ ესროლეს და როცა დარწმუნდნენ, რომ გოგონა მოკვდა, ტომარაში ჩატენეს და არხში გადააგდეს. გოგონა ლოყაში და მარჯვენა ხელში დაიჭრა. არხში წყალი იყო, ის გონზე მოვიდა, შეძლო ამოფოფხება, გამვლელები დაეხმარნენ, მიაღწია ბენზინგასამართ სადგურს, საიდანაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.imageimageimage

ბევრი კონსერვატული პაკისტანური ოჯახი თვლის, რომ ქალისთვის სირცხვილია შეგიყვარდეს ვინმე და ცოლად გაჰყვე. როცა გოგონა ასეთი ოჯახიდან მიჰყვება ვინმეს ცოლად, მისი პატრონი ნამუსის აღსადგენად ხშირად კლავს შვილს.

გასულ თვეში ქალაქის ცენტრში ასეთივე შემთხვევისას მოკლეს გოგონა. ეს ფაქტი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოხვდა. ბევრი ასეთი შემთხვევის დარეგისტირება არ ხდება. 2013 წელს 869 ასეთი შემთხვევაა დარეგისტრირებული. გოგონა გადარჩა და საჩივარი შეიტანა დამნაშავეების წინააღმდეგ, მაგრამ მათი დაკავება ვერ მოხერხდა, რადგან ყველა სადღაც გაიპარა.image

5
2098
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:t.x.
t.x.
2098
  
2014, 29 აგვისტო, 17:20
სამწუხაროდ!!!
ჩვენმა მთავრობამ აიღო და....უვიზო რეჟიმი გამოაცხადა პაკისტანთან,....მაგათი....... შევიგინებოდი მაგრამ დამბლოკავენ
2014, 12 ივნისი, 11:25
ასეთი დამღუპველი ზოგი ტრადიცია
2014, 7 ივნისი, 21:19
მანდ მამობის და დედობის ღირსი არარიან.
2014, 7 ივნისი, 9:11
ამოჟუჟო უნდა ყველანი ერთიანად ასეთი მოაროვნეები :@
0 1 5