x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
როგორ გამოვფხიზლდეთ სწრაფად ალკოჰოლური თრობისგან? ექიმის რეკომენდაციები
image


თქვენ მხიარულად გაატარეთ დრო კლუბში მეგობრებთან ერთად, კორპორაციულ საღა-

მოზე, ქორწილში ან დაბადების დღეზე? მაგრამ დგება დილა და თქვენ გტანჯავთ ნაბა-

ხუსევი? მდომარეობის სიმძიმე ორგანიზმზეა დამოკიდებული, რა რაოდენობის სასმელი დალიეთ და როგორ ინელებთ ალკოჰოლს. იდეალური ვარიანტია-გავიწმინდოთ ორგა-


ნიზმი და კარგად გამოვიძინოთ, მაგრამ, როგორ გამოვფხიზლდეთ თუ სასწრაფოდ საქ-

მეზე ვართ წასასვლელი ან საქმიანი შეხვედრა გვაქვს. ამ სტატიაში შევკრიბეთ და გთა-

ვაზობთ ყველაზე ეფექტურ და გამოცდილ საშუალებებს სწრაფად გამოსაფხიზლებლად.


image


რა სიმპტომები ახასიათებს მტანჯველ მაბახუსევს:
1.აუტანელი თავის ტკივილი-სისხლის მიწოდების დარღვევა, გულისა და ტვინის მუშა-

ობის დარღვევა.
2.პირის სიმშრალე (წყურვილი)-ალკოჰოლი იწვევს ორგანიზმის ძლიერ გაუწყლოებას.
3.ხმის და სინათლის მგრძნობელობა-იმის გამო, რომ ხდება მომწამვლელი ნივთიერე-

ბებით ორგანიზმის დაბინძურება, რომელიც ალკოჰოლის დაშლის შედეგად წარმოიქმნე-

ბა.

4.მოშლილი მდგომარეობა-რომელიც დარღვეული ძილის შედეგია.
5.კუჭ-ნაწლავის პრობლემები-ალკოჰოლი აზიანებს კუჭის კედლებსა და მიკროფლორას.
6.გულისრევა-რძისა მჟავასა და ძმარმჟავას ალკოჰოლთან შერევით გამოწვეული.


გახსოვდეთ! ალკოჰოლის 90 პროცენტამდე რჩება ღვიძლში და ანადგურებს მის უჯრე-

დებს, 5-10 პროცენტი ნაწილდება თირკმელებში, ფილტვებში და სხვა ორგანოებში, მხოლოდ 5 პროცენტი გამოიდევნება ორგანიზმიდან 10-12 საათის შემდეგ.


გამოსაფხიზლებელი საგანგებო ზომები:


1.თუ ბევრი დალიეთ-პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, უნდა აირიოთ გული, დალიეთ მარილიანი ან მარგანცოვკიანი წყალი, ასევე შეგიძლიათ სოდიანიც, რამდენსაც შეძლებთ და ისევ აირიეთ, შემდეგ მიიღეთ 2-3 ტაბლეტი აქტიური ნახშირი ან ასპირინი.


2.ძლიერად დაიზილეთ ყურები ხელით ან ცივ წყალში დასველებული პირსახოცით. ამ მეთოდით სიცოცხლეს დაუბრუნებთ უგონო მდგომარეობაში მყოფ ადამიანსაც.


3.ასევე ეფექტურად მოქმედებს ამიაკის სპირტი. მისი მძაფრი სუნი სწრაფად უბრუნებს გონებას, დამატებით შეიძლება 3-6 წვეთი ამიაკის სპირტი ჩავასხათ 1 ჭიქა წყალში და დავლიოთ.


4.სწრაფად გამოგაფხიზლებთ გრილი წყლის გადავლებაც, თუ პრობლემები არ გაქვთ გულთან და სისხლძარღვებთან დაკავშირებული. უკეთესია გაჩერდეთ 10 წუთით კონ-

ტრასტული ჭავლის ქვეშ.


5.ორგანიზმიდან სწრაფად გამოდევნით ტოქსინებს შარდმდენი პრეპარატების ან ბალა-

ხების ნაყენის მიღებით, ამის შემდეგ კი აუცილებელია ბევრი წყლის მიღება.


6.გულის არევის შემდეგ კარგია ცხელი მაგარი ჩაის მიღება, კარგია ჩაიში ჩავუმატოთ ლიმონი, იმბირი, პიტნა, თაფლი.


7.რაც შეეხება საკვებს, მიირთვით მსუბუქი, არაკალორიული და წვნიანი საკვები.


8.კარგ შედეგს იძლევა ხილის მიღების შემთხვევებიც - ვაშლის, ბანანის, ციტრუსების, ატმის.


9.კარგია სუფთა ჰაერზე გასეირნება, განსაკუთრებით გრილ ამინდში. ისეირნეთ და ღრ-

მად ისუნთქეთ სუფთა ჰაერი.


10.თუ ჯანმრთელობა ხელს გიწყობთ დაკავდით ფიზიკური სავარჯიშოებით, რომელე-

ბიც აჩქარებენ ნივთიერებათა ცვლას.

11.იდეალურია, თუ თქვენ კარგად გამოიძინებთ, 8-9 საათში ორგანიზმის მდგომარეობა
თანდათანობით გაუმჯობესდება.


გამოცდილი და ეფექტური მეთოდია-აბანო და საუნა. რათქმა უნდა ორთქლი და ცხე-

ლი წყალი კატეგორიულად არ შეიძლება მთვრალისთვის, მაგრამ საღამოს, როცა მდგო-

მარეობა ცოტა გაგიუმჯობესდებათ, დაბანა სასწაულს მოახდენს. მაგრამ, რამდენად ბანა-

ლურიც არ უნდა იყოს, ყველაზე კარგი მეთოდი-ზომიერებაა, რომელსაც ხშირად არ ვიცავთ.

2
759
5-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
759
  
2017, 17 აპრილი, 23:37
ამდენ წვალებას 100-150 გრამი არაყი და ეგ არი რა
2017, 17 აპრილი, 7:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2