x
image
აჩიკუნა
ჯონ დი - (ის დღემდე იდუმალებით არის მოცული)


ჯონ დი (1527 - 1608 ან 1609)


image


ამ კაცმა გამოიგონა ყველაზე ცნობილი ხელოვნური სასაუბრო ენა და საუკეთესო მედიუმად ითვლებოდა. იყო უბადლო მისანი და დიდი ბრიტანეთის საიდუმლო დაზვერვის აგენტი, შიძლება ითქვას, აგენტ 007 -ის წინამორბედიც. ლეგენდარულმა

ჯონ დიმ სახელი მსოფლიოში ახალგაზრდობაშივე მოიხვეჭა. ის დღემდე იდუმალებით არის მოცული.


აგენტ 007 -ის ხსენებისას ბავშვსაც კი ცნობილი ჯეიმს ბონდი წაროუდგება თვალწინ,

მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ეს "პაროლი" ჯონ დის ეკუთვნის. ჯონ დი კოდირებულ გზავნილებს ასე აწერდა ხელს: “oo7”, სადაც ინგლისური ასოებით დაწერილი oo დედოფლის თვალებს წარმოადგენდა (დი დედოფლის თვალების როლს ასრულებდა), ხოლო 7 მის პერსონალური ნიშანს.


ოკულტისტი, ალქიმიკოსი, მათემატიკოსი, გეოგრაფი, ასტროლოგი, ასტრონომი, კარტოგრაფი, კაბალისტი, არქიტექტორი და ნავიგატორი ევროპის ბევრ ქვეყანაში

მოღვაწეობდა.


image
30 წლისაც არ იყო, როდესაც ინგლისის დედოფალმა მარია (მერი) ტიუდორმა სამეფო ასტროლოგად დანიშნა. დედოფალი სამეფო ტახტზე ახალი ასული იყო,

ჯან-ღონით სავსე ჯანმრთელობას არ უჩიოდა, მაგრამ "დოქტორმა დიმ" მის ნახევარდას, ელისაბედს, გაანდო - მარიას დიდი დრო არ უწერია, უმემკვიდრეოდ

გადაეგებაო და გადედოფლება უწინასწარმეტყველა. მარია დას არ სწყალობდა. ამ

ამბის გაგებისთანავე ასტროლოგს ციხეში ამოაყოფინა თავი.


image



მერი I - (1516 - 1558) — ტიუდორთა დინასტიის ინგლისისა და ირლანდიის დედოფალი 1553-1558 წლებში.

image


მერი ტიუდორი პირველი გვირგვინოსანი ქალი იყო, რომელიც ინგლისს, როგორც სრულუფლებიანი მონარქი, ისე მართავდა. პროტესტანტების დაუნდობელი დევნის გამო მას „სისხლიანი მერი“ შეარქვეს.





ორ წელიწადში მისი წინასწარმეტყველება ახდა და მადლიერმა ელისაბედმა ჯონ დი კვლავ სამეფო ასტროლოგად დანიშნა. კორონაციის დროც მისი რჩევით აირჩია

1559 წლის 14 იანვარი.


დოქტორ დის რჩევა ზუსთი არმოჩნდა. ელისაბედი თითქმის ნახევარი საუკუნე მორჭმით მართავდა ქვეყანას. აყვავდა ხელოვნება და მეცნიერება, სავაჭრო ურთიერთობები გაფართოვდა და ერთმანეთს მიჰყვა გეოგრაფიული აღმოჩენები.

ისტორიკოსები დღესაც კი ჯონ დის მიაწერენ ელისაბედის დროინდელ რენესანსს.





ელისაბედ I - (1533 - 1603) — ინგლისისა და ირლანდიის დედოფალი ტიუდორების დინასტიიდან (1559-1603) წლებში.

image


ქორწინებაში არყოფნის გამო მეტსახელად ქალწული დედოფალი შეარქვეს. მას ასევე უწოდებდნენ „გლორიანას“ და „კეთილ დედოფალ ბესის“. ელისაბედის უშვილოდ გარდაცვალების შემდეგ ტიუდორების დინასტია შეწყდა.





არავინ იცის, როდის გაიცნო დიმ მედიუმი და ოკულტისტი ედვარდ კელი, მთავარი

ის არის, რომ ამ კავშირმა ენოქიური სახელით ცნობილ უნიკალურ ექსპერიმენტს დაუდო სათავე (სახარების მიხედვით, წინასწარმეტყველთაგან მხოლოდ ენოქი და ელია აღმაღლდა სიცოცხლეშივე ზეცად. მათ ამქვეყნიური ცხოვრების ჟამს სიკვდილი არ უგემნიათ).





ედვარდ კელი / ედვარდ ტალბოტი (1555 - 1597)


image


რენესანსული ინგლისის ეპოქის ოკულტისტი, მედიუმი და ალქიმიკოსი...






ჯონ დი, კელის მეთვალყურეობით, კონტაქტს ამყარებდა სულებთან. მაყურებელთა

თვალწინ ტრანსში ვარდებოდა და დედამიწის მცხოვრებთათვის უცნობ ენაზე

ელაპარაკებოდა გამოძახებულ სულს. იმქვეყნიურ სამყარასთან კონტაქტის დამყარების

პირველი სეანსი 1581 წელს შედგა.


image

მაგიურ კრისტალში მედიუმმა მთავარანგელოზი ურიელი დაინახა, რომელმაც

ასწავლა ცვილისაგან თილისმის, ემეტის ბეჭდის გაკეთება, რომლითაც

გაუადვილდებოდა იმქვეყნიურ სამყაროსთან კონტაქტი. მერე და მერე ზეციურმა

მოსაუბრეებმა დის და კელის მათთან ურთიერთობის ხრიკები და ანგელოზთა, ანუ ენოქიური ენის ანბანიც ასწავლეს, უკარნახეს 19 პოეტური ტექსტი, რომელიც "ენოქიური გასაღების" სახელით არის ცნობილი.




ენოქიური ანბანი

image






ენოქიური მაგიის 48 გასაღებიდან ერთ-ერთი

image






დღემდე მოღწეული ჩანაწერებით, ანგელოზები თავიანთ აგენტებს მითითებებს

აძლევდნენ, ამა თუ იმ შემთხვევაში რა ეთქვათ მონარქებისთვის, როგორ დაეგეგმათ

მოგზაურობები, საქმიანობა, რამაც ინგლისელებს საშუალება მისცა ესპანელების

დასამარცხებლად კარგად მომზადებულიყვნენ.






დონალდ ლეიკოკი (1936–1988) ავსტრალიელი ლინგვისტი და ანთროპოლოგი


image


როცა ავსტრალიელმა ლინგვისტმა ლეიკოკმა "ანგელოზების ენა" კომპიუტერის

საშუალებით გააანალიზა, მას, ნებისმიერი სრულფასოვანი ენების მსგავსად,

აღმოაჩნდა გრამატიკა და მდიდარი ლექსიკა.




რასაკვირველია, თავისთავად ეს ანგელოზებთან კონტაქტის დამადასტურებელი

საბუთი არ არის. შესაძლოა, ჯონ დის საიდუმლო მოღვაწეობის გათვალისწინებით,

სხვებისთვის გაუგებარი ენა ყოფილიყო საიდუმლო პერსონალური კოდი, რომლითაც

გარკვეული პირები ერთმანეთს ეკონტაქტებოდნენ.




ენოქიური ენის ალფავიტი


image


ჯონ დის ანგელოზების ენაზე შედგენილი ტქსტები უფოლოგებს მიაცნიატ იმის დადასტურებად, რომ ამო და მისი ბინადარნი დედამიწის მცხოვრებთა წინაშე მანამდე წარდგნენ, სანამ ტერმინი "უფოლოგია" შემოვიდოდა. შემთხვევითი არ არის, რომ

სიტყვა "ანგელოზი" ბერზნულად "მაცნეს" ნიშნავს.




image


თანამედროვეობამდე მოაღზია ჯონ დის ჩანაწერების ფრაგმენტებმა. საოცარია, რომ

ის მაშინდელი მათემატიკური ცოდნის ზღვარს აღემატებოდა. "ანგელოზებთან"

კონტაქტი რამდენიმე წელი გრძელდებოდა. ჯონ დი მათგან საარაკო ცოდნას იღებდა.

საოცარი კი ის არის, რომ ის ჯადოსნური კრისტალი არ გამქრალა. ოთხი ასეული

წელი მრავალი ხელი გამოიარა და ახლა ბრიტანეთის მუზეუმში ინახება. მუზეუმის

ადმინისტრაცია ამ ქვის გამოკვლევის უფლებას არავის აძლევს.


imageimageimage






იხილეთ ასევე:


"ახალი მსოფლიო წესრიგი": საბოლოო გადაწყვეტილება


ბრეჟნევის მისანი კატა, საჩუქარი დალაი-ლამასგან


ფარაონის წყევლის საიდუმლო


იდუმალი ქალაქი


"კრიონიქსი" - გაყინული ადამიანები


ბნელ ძალთა იერარქია (დემონები)


ზეციურ ძალთა იერარქია (ანგელოზები)


ამოუხსნელი სფერული ელვა (მეხი)

1
134
8-ს მოსწონს
ავტორი:აჩიკუნა
აჩიკუნა
134
  
0 1 1