x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"კრიონიქსი" - გაყინული ადამიანები
image


კრიონიქსი არის მცდელობა, რომ შეინახონ ადამიანის სხეული ათწლეულების და საუკუნეების განმავლობაში სპეციალურ მინუს ტემპერატურაზე, იმ იმედით, რომ გარკვეული დაავადების თუ გარდაცვლილი ადამიანის მომავალში აღდგენა და სრული გამოჯანმრთელება იქნება შესაძლებელი.


კრიონიქსის სამი მეთოდი:



1. სიცოცლის დროებით შეჩერება და შემდგომ განახლება, შესაძლებელია თუ

მისი ყველა ძირითადი სტრუქტურა შენარჩუნებულია.


image


დღესდღეობით ადამიანის ჩანასახის შენახვა შესაძლებელია წლების განმავლობაში სპეციალურ ტემპერატურაზე, თუ მასში არსებული ყველა ქიმიური რეაქცია შეჩერებულა. მაგრამ ზრდასრული ადამიანის სხეული გაყინვის შემდეგ რამდენიმე

საათში კვდება, გულის, თავის ტვინის და სხვა ორგანოების ფუნქციონირების

შეწყვეტის გამო. მოგეხსენებათ, ეს ბიოლოგიის საფუძვლებია. სიცოცხლე არის

სტრუქტურული და ფუნქციონალური ორგანიზმი.


მიუხედავად ამისა, მომავლისა და მეცნიერების იმედით ადამიანები მიმართავენ

ამ პროცედურას და მეცნიერებს საკუთარი სხეულის -196°C ტემპერატურაზე

შენახვის უფლებას აძლევს.






2. ვიტრიფიკაცია (გაყინვის გარეშე) ბიოლოგიური სტრუქტურის შენარჩუნება.


image


მაღალი კონცენტრაციის ქიმიკატების ე.წ. კრიოპროტექტანტების დამატებით იძლევა ქსოვილის შენახვის საშუალებას ნაკლებად დაბალ -120°C / -140°C ტემპერატურაზე ან გაყინვის გარეშე. რაც საშუალებას იძლევა შესანიშნავი სტრუქტურული

შენარჩუნებით შეინახონ ორგანოები, მათ შორის ადამიანის ტვინიც.


image







3. სტრუქტურის მოლეკულულ დონეზე გაუმჯობესების მეთოდები.


image

განვითარებადი მეცნიერების, ნანოტექნოლოგიის საშუალებით საბოლოოდ

შესაძლებელი იქნება ფართო ქსოვილების განახლება და რეგენერაცია, მათ შორის

კონკრეტული უჯრედების ერთი მოლეკულის დროულად აღდგენაც კი.

თეორიულად მომავლის ამ ნანომედიცინის საშუალებით შესაძლებელი იქნება

ნებისმიერი გაყინული ადამიანის აღდგენა, შენარჩუნებული ტვინის სტრუქტურითა

და სრული მეხსიერებით.


image






სიკვდილის პრევენცია:


image
სიკვდილი დგება მაშინ, როდესაც ქიმიური პროცესები ხდება

არაორგანიზებული და ვერ ხერხდება ნორმალური ფუნქციონირების აღდგენა.

(ორგანიზმის სიცოცხლის შეწყვეტა არ ნიშვავს სიკვდილს). ქიმიური პროცესების

კონტროლი და სტაბილურობა ხშირად დამოკიდებულია სამედიცინო ტექნიკაზე.


მაგალითად: ასი წლის წინ გულის გაჩერება იყო შეუქცევადი პროცესი და მაშინვე

დგებოდა ადამიანის სიკვდილი. დღეს კი ადამიანი გარდაცვლილად ითვლება

გულის გაჩერებიდან 4 - 6 წუთის შემდეგ, რადგამ რამდენიმე წუთის შემდეგ

თითქმის შეუძლებელია ტვინის რეანიმაცია დიდი ხნის განმავლობაში სისხლის

მიუწოდებლობის გამო. თუმცა ახალი ექპერიმენტული მეთოდით უკვე შესაძლებელია

ამ დროის 10 წუთამდე გახანგრძლივება, ისე, რომ ტვინი არ დაზიანდეს.


image


მომავლის ტექნოლოგიებს მოლეკულური განახლების შესაძლებლობებით კი ამ

დროის 60 წუთამდე და კიდევ მეტი დროით გახანგრძლივება შეეძლება.








მსგავსი ორგანიზაციები 1967 წლიდან ფუნქციონირებს. ყველაზე ცნობილი და

მსოფლიოში წამყვანი ორგანიზაციაა "Cryonics Institute".


image


პროექტის წევრობის სტატისტიკა 2016 წლის მონაცემებით შემდეგნაირია:


ახალი წვერები: 1 101


პაციენტები: 148


ასოცირებული წევრები: 1 566





პაციენტები იურიდიულად გარდაცვლილ მდგომარეობაში იმყოფებიან. 1967 წლიდან

2016 წლამდე.


image



პაციენტები ინახებიან სამი სახით:



1 - მთლიანი სხეულით

imageimage



2 - ტვინის სახით

imageimage



3 - ნერვული უჯრედების სახით

imageimage






კრიოპრეზერვაციის ფასები შემდეგნაირია:


28 000 $ - დან იწყება და მზარდია. ცალკეა ტრანსპორტირების ხარჯები. ასევე ამ

ორგანიზაციებს აქვთ სიცოცხლის დაზღვევა წელიწადში 88 000 $ - დან, ხოლო

95 000 $ - დან საჰაერო სასწრაფო დახმარების მომსახურების დამატებით.


ორგანიზაციაში გაწევიანების ერთჯერადი გადასახადია : 1 250 $ და ყოველწლიური

გადასახადი 120 $.



imageimageimageimageimageimageimageimageimage


6
432
12-ს მოსწონს
ავტორი:აჩიკუნა
აჩიკუნა
432
  
2016, 30 ნოემბერი, 17:10
სამწუხაროდ სიმართლეა...
2016, 30 ნოემბერი, 17:04
ღმერთის კანონებით სამწუხაროდ მცირე განონაკლისების გარდა სამღვდელოება არ ცხოვრობს....
2016, 30 ნოემბერი, 11:59
სრულიად გეთანხმებით...
2016, 30 ნოემბერი, 10:52
მე ვფიქრობ, რომ ღმერთის კანონების წინაშე დადგომა არაა გამართლებული:(
2016, 29 ნოემბერი, 16:54
საინტერესო და აქტუალური სტატიაა...
0 1 6