x
image
გემი დალანდი
შოკოლადის კვერცხი-სააღდგომო დესერტი
image


მოამზადეთ ეს ადვილი და ორიგინალური ტკბილეული.თქვენი პატარები, და არამარტო პატარები, ნამდვილად აღფრთოვანებულნი დარჩებიან.

დაგჭირდებათ:

300 გრ. რძიანი ან თეთრი შოკოლადი


250 გრ ათქვეფილი ნაღები ან არაჟანი

1 კვერცხი

2ს.კ შაქრის პუდრა

200გრ. ნიგოზი

დაკონსერვებული გარგარი

4ც. გასაბერი ბუშტი


ვიწყებთ “ნაჭუჭის " მომზადებით. მოათავსეთ შოკოლადი და ნაღები წყლის აბაზანაზე, ურიეთ სანამ შოკოლადი არ გადნება და ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. გააგრილეთ 38 გრადუსამდე.

გაბერეთ პატარა ბუშტები, გაწმინდეთ სველი სუფთა ტილოთი და ჩაუშვით შეგრილებულ შოკოლადის მასაში სანახევროდ, ფრთხილად ამოავლეთ, რომ ბუშტი არ გასკდეს.

image

მოათავსეთ პატარა ლამბაქზე, რომელზეც წინასწარ ცოტა შოკოლადის მასას დაასხამთ. გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე ცოტა ხნით, შემდეგ კი შედგით მაცივარში.

image

როცა შოკოლადი გამაგრდება, ბუშტი ნემსით დაჩუტეთ და ფრთხილად მოაცალეთ შოკოლადს.ნაჭუჭი მზადაა!

image

ათქვიფეთ კვერცხის ცილა პუდრასთან ერთად, სანამ ღრუბელივით არ გახდება, ჩაამატეთ გატარებული ნიგოზი. “ცილაც" მზადაა. ამ მასით ამოავსეთ “ნაჭუჭი".

image

კვერცხის გულის მაგივრად, “ცილაში" გარგარი ჩადეთ და დესერტიც მზადაა!

image

ბეზეს მაგივრად, როგორც “ცილა", შეგიძლიათ გამოიყენოთ იოგურტი, არაჟანი, ტკბილი ხაჭო, პუდინგი ან მოხარშული კრემი.


0
82
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0