x
მეტი
  • 01.04.2020
  • სტატია:100888
  • ვიდეო:345599
  • სურათი:463570
მათ სიკვდილს თვალებში ჩახედეს. გადარჩენილი ადამიანების დაუჯერებელი ისტორიები

ხან ისეც ხდება, რომ ადამიანები ისეთ სიტუაციებში ვარდებიან, რომ მათი დაღუპვა გარდაუვალია და მხოლოდ დროის საკითხია. თუმცა, ხანდახან, ყველაფრის მიუხედავად, გადარჩენას მაინც ახერხებენ...


ჯერ შური იძია და საავადმყოფოში შემდეგ წავიდა


image
მუჰამედ სალმოდინი (Mohammed Salmodin) ბაღში მცენარეებს უვლიდა, როდესაც მას, მსოფლიოში ყველაზე სახიფათო გველმა – სამეფო კობრამ უკბინა. ამ სახეობის გველის შხამი სასიკვდილო ნეიროტოქსინებს შეიცავს და შხამის ერთი დოზა საკმარისია, რომ 30 წუთში 20 ადამიანი დაიღუპოს. ასეთი დიდი რაოდენობით შხამის მიღების შემდეგ, ყველა სასწრაფოდ უახლოეს საავადმყოფოში გაიქცეოდა, მაგრამ მუჰამედი უბრალოდ გაბრაზდა, დაიჭირა გველი, ჯერ უკბინა, შემდეგ მოკლა და საავადმყოფოში ამის შემდეგ წავიდა.


ტყვიაგაუმტარი მკერდი


image
ქალმა მანქანა გააჩერა და მეგობარ მამაკაცს გადასვლა სთხოვა. ამ უკანასკნელმა საპასუხოდ, დამბაჩა ამოიღო და ქალს, მკერდის არეში, დამიზნებით ესროლა. ტყვიამ მას ხელები გაუკაწრა და ინპლანტანტებში მოხვდა. დაზარალებული ვერტმფრენით უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც აღმოჩნდა, რომ მისი ორივე ინპლანტანტი დაზიანებული იყო, სხვა მხრივ, ყველადერი რიგზე ჰქონდა... და მან საავადმყოფო ახალი ინპლანტანტებით დატოვა.

image

გულში მოხვედრილი ლურსმანი


image
არგენტინელი დურგალი თავისთვის მუშაობდა, როდესაც მისმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა, შემთხვევით, პნევმოტური ჩაქუჩიდან გაისროლა. ლურსმანი კაცს პირდაპირ გულში მოხვდა. ოპერაცია საკმაოდ რთული და ხანგრძლივი იყო. მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და პაციენტი გამოჯანმრთელდა.


ფოლადის არმატურამ ტვინში გაიარა


image
ედუარდო ლეიტე (Eduardo Leite) მშენებლობაზე მუშაობდა, როდესაც რამდენიმე ზემოდან ლითონის ძელაკი ჩამოვარდა, რომელმაც მუშის ჩაფხუტში გაიარა და თავის ქალის უკანა ნაწილიდან, პირდაპირ თვალებს შორის გამოიარა. როდესაც მამაკაცი საავადმყოფოში მიიყვანეს, ის ამტკიცებდა, რომ საერთოდ ვერ გრძნობდა ტკივილს და თავში გაჭედილი ლითონი არ აწუხებდა. ექიმებმა ოპერაციის შემდეგ განაცხადეს, რომ ძელაკი სულ რამდენიმე სანტიმეტრით ასცდა ტვინის მხედველობის არეს და იმ ადგილს, რომელსაც სხეულის მარცხენა მხარის პარალიზება შეეძლო.


თოვლის ტყვეობაში


image
შვეიცარელ მამაკაცს, რომელმაც უამინდობის გამო, მანქანა გააჩერა (თუ გაუჩერდა), ქარბუქმა თოვლი მიაყარა და ის საკუთარ მანქანაში, 2 თვის მანძილზე, დაატყვევა – თან, ყოველგვარი საკვების გარეშე. როდესაც თოვლი გადნა და ის იპოვეს, იმდენად დასუსტებული იყო, რომ ლაპარაკიც კი არ შეეძლო. გამოჯანმრთელების შემდეგ მან თქვა, რომ იმ ხნის მანძილზე, რაც ტყვეობაში იყო, თოვლით იკვებებოდა. საერთოდ, ადამიანს საკვების გარეშე, 4 კვირა შეუძლია გაძლოს. ხოლო, ამ სიტუაციასთან დაკავშირებით, ექიმებმა აღნიშნეს, რომ მამაკაცი იმან გადაარჩინა, რომ ის ლითურგიულ ძილში ჩავარდა (ისე როგორც ამას დათვაები აკეთებენ), მისი სხეულის ტემპერატურა 31 გრადუსამდე დაეცა და დიდი რაოდენობით ენერგიის დახარჯვა საჭირო არ იყო.


ჩხრიალა გველების მსხვერპლი


image
16 წლის გოგონა ნათესავთან იყო სტუმრად და სახლის სიახლოვეს, ჩხრიალა გველების ბუდეში ჩავარდა. მას ერთმა დიდმა და 5 პატარა გველმა უკბინა. რთულია იმის შეფასება, თუ მის ორგანიზმში რა რაოდენობის შხამი მოხვდა, რადგან ჩხრიალა გველს, კბენის დროს, შხამის რეგულირება და კონტროლი შეუძლია. თუმცა, პაციენტის მდგომარეობის მიხედვით, რომელსაც მხედველობის დაქვეითება დაეწყო, შხამის დაოზა საკმაოდ დიდი უნდა ყოფილიყო. საავადმყოფოში გოგონამ 4 დღე გაატარა და მის გადასარჩენად, 24 შხამსაწინააღმდეგო სინჯარის გამოყენება გახდა საჭირო.


ის სასტიკ მკვლელობას გადაურჩა


image
რობერტ ჰოლი (Robert Hall) თავის ყოფილ ცოლთან, მის ძმასთან და ცოლის ძმის მეგობართან ერთად სვამდა. ცოტა ხნის შემდეგ, ისინი უეცრად აუმხედრდნენ რობერტს. მათ 3-ჯერ ესროლეს ელექტროშოკით, სცემეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, მანქანას გამოაბეს და თითქმის, 1 კმ-ზე ათრიეს. შემდეგ, სატვირთო მანქანის ძარაზე დააგდეს და გვამის მოცილებაზე დაიწყეს ფიქრი. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცს თავის ტვინში გაჟონვა, ხოლო მენჯი და სახე გატეხილი ჰქონდა, მან მაინც მოახერხა გაქცევა და ადამიანებთან მისვლა, რომლებმაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჰოლი გამოჯანმრთელდა, ხოლო სამეული, რომელმაც ის სასიკვდილოდ გაიმეტა, სასჯელს ციხეში იხდის.

imageimageimageimageimageimageimage






0
1641
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1641
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0