x
image
ნინო დვალაშვილი
გიყვართ კიტრისა და პომიდვრის სალათი? გაიგეთ რისთვის არის სასარგებლო!
image


კიტრისა და პომიდვრის სალათი ყველა სეზონზე აქტუალურია. განსაკუთრებით კი ზაფხულში, ტემპერატურის მატების გამო ადამიანებს სითხის მიმართ მოთხოვნილება ეზრდებათ და ყველაზე ხშირად, სწორედ, კიტრისა და პომიდვრის სალათს მიირთმევენ. უპრიანი იქნება თუ გვეცოდინება, რა სასარგებლო თვისებები აქვს თითოელ მათგანს.


პომიდორი - კენკრა, რომელსაც ჩვენ ბოსტნეულს ვუწოდებთ, მთელი წლის განმავლობაში სუფრის უცვლელი წევრია. პომიდორი მდიდარია სასარგებლო ვიტამინებით. მასში შედის ვიტამინები: B1, B9, B2, B6, A, K, E, დიდი რაოდენობით C ვიტამინი; მინერალური მარილები: რკინა, ორგანიზმისთვის აუცილებელი იოდი, მაგნიუმი,
მარგანეცი, თუთია და სხვ. პომიდორში არის ასევე ფრუქტოზა და გლუკოზა, თუმცა, მცირე ოდენობით. ლიმონის, ღვინის, ვაშლის ორგანული მჟავები და სხვადასხვა მინერალები პომიდორს მეტად სასარგებლო საკვებ პროდუქტად აქცევს. პომიდვრის წითელი ფერი მასში შემავალი ანტიოქსიდანტის – ლიკოპენის დამსახურებაა. ამ ძლიერ ანტიოქსიდანტს
სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება აქვს და ასევე აბრკოლებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა განვითარებას. გარდა ამისა, პომიდორს ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს, რადგან ფიტონციდებს შეიცავს. image
იმისთვის რომ პომიდორი მაქსიმალურად სასარგებლო გახდეს, მას მზესუმზირის ზეთი უნდა დაუმატოთ. პომიდორი შეიცავს სეროტონინს- ნივთიერებას, რომელსაც "ბედნიერების ჰორმონს" უწოდებენ. ამის გამო, მას აქვს ანტიდეპრესანტული, დამამშვიდებელი თვისებები. აუმჯობესებს განწყობას. პომიდორის კიდევ ერთი ღირსება დაბალკალორიულობაა 100 გრ მხოლოდ 23 კილოკალორიას შეიცავს. მისი მირთმევის შემთხვევაში, შიმშილის გრძნობას ადვილად მოიკლავთ. როგორ დიეტური პროდუქტი პომიდორი ინიშნება: მეტაბოლური დარღვევების, განსაკუთრებით წყალ-მარილოვანი ცვლის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემების დროს. imageკიტრი- მისი შემადგენლობის 98% წყალია, ამიტომაც მინიმალურ კალორიებს შეიცავს. კიტრი შეიცავს ტუტე მარილებს, რომლებსაც შეწევთ უნარი, დაბერების პროცესი შეაფერხონ და თირკემლებსა და ნაღველში კენჭის წარმოქმნას ხელი შეუშალონ. მასში შემავალი იოდის წყალობით, ხშირი გამოყენებისას, უმჯობესდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია. იგი აძლიერებს ნაწლავთა პერისტალტიკას, წმენდს სისხლძარღვებს ჭარბი ქოლესტერინისგან. კიტრი შეიცავს შაქარს, ცილას, ვიტამინებს: B1 და B2, C; კაროტინს, ქლოროფილს, ფოლიუმის მჟავას, კალიუმს, ფოსფორს, რკინას, ნატრიუმს, მაგნიუმს, ქლორს, მანგანუმს, თუთიას, სპილენძს, ქრომსა და ვერცხლს. კიტრს შეუძლია ორგანიზმიდან ჭარბი სითხე გამოდევნოს, ამიტომ ეფექტურად ამცირებს არტერიულ წნევას და მოხნის შეშუპებას. წონაში დასაკლებად მისი გამოყენება იდეალურია. კიტრის
წვენი შეიცავს დიდი რაოდენობით მინერალურ მარილებს, ისევე როგორც კალციუმს, ფოსფორს და ნატრიუმს. აქვს ჯანმრთელი და გამაახალგაზრდავებელი ეფექტი ორგანიზმზე. აუმჯობესებს მეხსიერებას, აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ეხმარება ორგანიზმს ჯანსაღი კბილების შენარჩუნებაში. აჯანსაღებს კანის სტრუქტურას.
გარდა ამისა, კიტრის წვენი ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, აქვს შესანიშნავი შარდმდენი თვისება. კიტრის წვენი არის შესანიშნავი საშუალება ხანგრძლივი ხველის დროს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აქვს ანთების საწინააღმდეგო და
ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. კიტრის წვენი ხელს უშლის ნახშირწყლების ცხიმებად გარდაქმნას, ასუფთავებს ორგანოს ტოქსინებისგან და ხელს უშლის მარილების წარმოქმნას.


როგორც ხედავთ, კიტრსა და პომიდორს უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნიათ. მთავარია, მხოლოდ ნოყიერ მიწაზე მოყვანილი შეიძინოთ და არა გენმოდიფიცირებული. ამ თვისებების გაგების შემდეგ, ალბათ უფრო გემრიელად მიირთმევთ კიტრისა და პომიდვრის სალათს.










იხილეთ აგრეთვე:


''მასთან მიკარებითაც ყველა დაავადებას მოირჩენ''- რეჰანის ჯადოსნური თვისებები

ხორცის ხშირად ჭამა კიბოს იწვევს! მეცნიერების შოკისმომგვრელი დასკვნა!

ქიშმიშისა და წყლის ნაზავი ღვიძლს 2 დღეში გაგიწმენდთ!

ამ მედიკამენტების მიღების შემდეგ უკრაინაში 12 ბავშვი გარდაიცვალა

ბრაზილიელი ბერის რეცეპტი, რომელიც კიბოს უჯრედებს კლავს!

მრავალძარღვას ნაყენი 100-ზე მეტ დაავადებას შველის! (+რეცეპტი)

ნიახურის სიროფი პოტენციის ამაღლებასა და წონის კლებაში დაგეხმარებათ!

დალიეთ ეს სითხე და თქვენი კუჭ-ნაწლავი საათივით იმუშავებს!

ამ სიროფს "ღმერთის საჩუქარს" ეძახიან, რადგან იგი 100-ზე მეტ დაავადებას კურნავს!




0
709
7-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
709
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0