x
მეტი
  • 23.11.2017
  • სტატია:71199
  • ვიდეო:324258
  • სურათი:426288
ნიახურის სიროფი პოტენციის ამაღლებასა და წონის კლებაში დაგეხმარებათ!

image ნიახური უამრავი დაავადებისგან განკურნებაში დაგეხმარებათ და გააძლიერებს ორგანიზმის თავდაცვის მექანიზმს. ამ საოცარ მცენარეს შეუძლია ქორწინება გადაარჩინოს, თუ წყვილს შორის ვნება გაქრა. მამაკაცებში ნიახურის ნახარში ამაღლებს პოტენციას. იგი ასევე ეფექტურია ქალებისთვისაც. ძნელია მოძებნოთ ნიახურის ალტერნატივა, მას ხომ უნიკალური შემადგენლობა აქვს: მდიდარია ვიტამინებით A, B, PP, C, K. შეიცავს რკინას, კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, ფოლიუმის მჟავას, ნატრიუმსა და მანგანუმს. იგი არის დაბალკალორიული პროდუქტი. ნიახური ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელ მჟავებსა და ეთერზეთებს შეიცავს.



image


ნიახურის სამკურნალო თვისებები ასეთია:


კურნავს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს;


ორგანიზმი ხდება მდგრადი ინფექციური დაავადებების მიმართ;


აძლიერებს იმუნურ სისტემას;


გამოიყენება ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის;


დადებით გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე;


თირკმელებისა და საშარდე გზების ანთებას კურნავს;


ხელს უწყობს საჭმლის მონელებას;


დადებითი გავლენა აქვს კუჭის წვენის წარმოქმნაზე;


ხელს უშლის ნაწლავებში ლპობითი პროცესების განვითარებას;


ამცირებს ტკივილს და ხსნის სპაზმებს გასტრიტისა და კუჭის წყლულის დროს;


ხელს უწყობს ცილების შეწოვას;


წმენდს ნაღველსა და ღვიძლს.




image

მისი მიღების დროს ორგანიზმი იმაზე მეტ ენერგიას ხარჯავს, ვიდრე იღებს. ამიტომ, წონაში დაკლების მსურველთათვის საუკეთესო თანამგზავრია. უკვე საუკუნეებია, რაც ნიახური მამაკაცებისთვის სასარგებლო პროდუქტად ითვლება. ძველი ბერძენი მებრძოლები, სადილის დროს სწორედ ნიახურს მიირთმევდნენ. ფესვებისგან ამზდებენ პოტენციის ასამაღლებელ წამალს, მისი ეფექტურობა კი "ვიაგრას" ეფექტურობას უტოლდება. იგი მამაკაცს ენერგიით ავსებს და პოტენციას უმაღლებს.



image

ქალებისთვის მისი მიღება ძალზედ სასარგებლოა. პირველ რიგში, ეს გახლავთ ყველაზე დაბალკალორიული პროდუქტი. ნიახური ორგანიზმში წყალ-მარილოვანი ცვლის ნორმალიზებას უზრუნველყოფს. აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, კარგად ამუშავებს საკვებს, არ აძლევს მას საშუალებას რომ ცხიმად გადაიქცეს. ამიტომ დიეტის დროს მისი გამოყენება, საკმაოდ ეფექტურია. იგი ქალებში ამაღლებს სექსუალურ ლტოლვას, მოგიხსნით დაძაბულობას, ხსნის სტრესსა და დაღლილობას, გაგიუმჯობესებთ კანისა და თმის სტრუქტურას. იგი აღადგენს ლიბიდოს და ქალური სილამაზის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. სანამ მას თქვენს რაციონში ჩართავთ გაითვალისწინეთ, რომ გარდა სასარგებლო თვისებებისა, გარკვეული უკუჩვენებებიც აქვს.


მისი მიღება უკუნაჩვენებია:

მაღალი არტერიული წნევის დროს;


ვარიკოზული ვენებისა და თრომბოფლებიტის დროს;


ენტეროკოლიტისა და კოლიტების დროს (ეთერზეთების შემცველობის გამო);


ნაღვლკენჭოვანი დაავადებების, ქოლეცისტიტისა და პანკრეატიტის დროს;


დიეტის საფუძველზე განვითარებული ალერგიის დროს.


ქალებისთვის მისი მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ შეიძლება. ასევე არ შეიძლება ძლიერი მენსტრუალური სისხლდენის დროს. image



მისი სიროფის მომზადება მარტივია: ნიახურის დაჭრილი ფესვები ბლენდერში ჩაყარეთ და კარგად ათქვიფეთ. ბლენდერის მაგივრად შეგიძლიათ ხორცსაკეპი მანქანა გამოიყენოთ, გაატარეთ და შემდეგ კი მარლაში გადაწურეთ. ყოველ დღე ჭამამდე 20 წუთით ადრე, 3 ჩ/კ მიღებული წვენი დალიეთ.




ნიახურს აქვს ანტიალერგიული, ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო, ჭრილობის სამკურნალო თვისებები. ნიახურის წვენის რეგულარული მოხმარება ასუფთავებს სისხლს და ხელს უწყობს სხვადასხვა კანის დავადებების მკურნალობას.








იხილეთ აგრეთვე:


დალიეთ მხოლოდ 2 ჭიქა ეს სითხე და მუცლის ცხიმს დაემშვიდობეთ!


აქტივირებული ნახშირით წონაში კლების მეთოდები!


ყველაზე მარტივი დიეტა მსოფლიოში !


ამ სიროფს "ღმერთის საჩუქარს" ეძახიან, რადგან იგი 100-ზე მეტ დაავადებას კურნავს!


ეს საშუალება სიმსივნეს, არითმიას, ჰეპერტონიას და კიდევ 17 დაავადებას კურნავს!


ჩაყარეთ ნიორი ღვინოში- ეს რეცეპტი 100-ზე მეტ დაავადებას შველის!


0
2051
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
2051
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0