x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508606
ფუტკრის რძე-უნიკალური პროდუქტი,რომელიც ადამიანის ყველა ორგანოს და ორგანოთა სისტემებს კურნავს
image

ფუტკრის რძე უნიკალური პროდუქტია, რომლის შემადგენლობაშიც 400-ზე მეტი აქტიური ინგრედიენტია.ამასთან, ეს ნივთიერებები ჰარმონიულად ერწყმიან ერთმანეთს. ფუტკრის რძე მაღალი კონცენტრაციით შეიცავს ადამიანისთვის ისეთ მნიშვნელოვან ამინომჟავებს, როგორიცაა:ლიზინი, გლუტამინი, ასპარაგინი და პროლინი.

სხვა არცერთი პროდუქტი არ შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ამინომჟავების ისეთ რიცხვს, როგორც ფუტკრის რძე.

მისი შემადგენლობის 70%-მდე წყალია, დანარჩენი კი 20-დან 50%-მდე ცილოვანი ნაერთი, დაახლოებით 15%-მდე ნახშირწყლები, 5-დან 15%-მდე კი ცხიმები. მიკრონუტრიენტების და ფერმენტების რაოდენობა 1, 5-დან 3%-მდე მერყეობს.


უნდა აღინიშნოს, რომ ფუტკრის რძის სასარგებლო თვისებები ბევრადაა დამოკიდებული ფუტკრის ოჯახის კეთილდღეობაზე.გავლენას ახდენს კლიმატიც და ფუტკრის რძის მიღების ტექნოლოგიაც. სკის ადგილმდებარეობაზეა დამოკიდებული მიკროელემენტთა ზუსტი შემადგენლობაც.

ყველა სასარგებლო ელემენტს არ განვიხილავთ. გეტყვით უბრალოდ, რომ ფუტკრის რძე 22 ამინომჟავას, 100-მდე მიკრონუტრიენტსა და ადამიანისთვის აუცილებელ რამდენიმე ფერმენტს შეიცავს.

მისი უნიკალური შემადგენლობის წყალობით, ფუტკრის რძის სასარგებლო მოქმედება ორგანიზმის ყველა სისტემასა და ორგანოზე ვრცელდება.


1.ნერვული სისტემა

ასტიმულირებს თავისა და ზურგის ტვინის უჯრედოვანი სტრუქტურის დაყოფას. აქტიურდება გლუკოზის ათვისების რეაქცია. მხედველობის ნერვები იძენენ ელასტიურობას. აუმჯობესებს მეხსიერებას და ზრდის ადამიანის გამძლეობას სტრესისადმი.


2.გულსისხლძარღვთა სისტემა

ქრება სისხლძარღვოვანი დისტონიის სიმპტომები, ნორმალიზდება სისხლის წნევა, უმჯობესდება სისხლის შემადგენლობა, ხელს უშლის ქოლესტერინის წარმოქმნას.


3.საჭმლისმომნელებელი სისტემა

უმჯობესდება კუჭის წვენის გამოყოფა, იზრდება მადა, საკვები ნივთიერებები სწრაფად და მაქსიმალურად სრულფასოვნად შეიწოვება.


4.ჰორმონები

ნორმალიზდება ჰორმონალური ფონი. უმჯობესდება რეპროდუქციული ფუნქცია, ნელდება აუტოიმუნური დაავადებების განვითარება.


5.საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი

ქრება ანთებითი პროცესები სახსრებში.ჩქარდება ტრავმისშემდგომი აღდგენითი პროცესები. ხდება ჩონჩხის ასაკობრივი დაავადებების თავიდან აცილება.


6.შარდსასქესო სისტემა

აღმოიფხვრება ინტიმური პრობლემები, ძლიერდება პოტენცია, ნორმალიზდება ლაქტაცია.ხდება კლიმაქტერიული პერიოდის პრობლემების შემსუბუქება.


7.მეტაბოლიზმი

ჩქარდება დეტოქსიკაციის პროცესი.ორგანიზმი აქტიურად ახდენს მძიმე მეტალების უტილიზებას, ჩქარდება რეგენერაციული პროცესები. უმჯობესდება კანის საფარველი.


8.სასუნთქი გზები

კურნავს სუნთქვის ორგანოებს სხვადასხვა დაავადებებისგან. ებრძვის ისეთ ქრონიკულ და სერიოზულ დაავადებებს, როგორებიცაა ასთმა და ტუბერკულოზი.


9.იმუნური სისტემა

აუმჯობესებს ორგანიზმის მედეგობას გარემომცველი ნეგატიური ფაქტორებისადმი.


ფუტკრის რძის მისაღებად ყველაზე კარგი გზაა დაიდოთ ენის ქვეშ, სანამ სულ არ გადნება. პირის ღრუს ლორწოვანიდან კი ის სისხლში გადავა.

ექიმები გვირჩევენ ყოველდღე 0, 1-დან 0, 5 გრამამდე ფუტკრის რძე მივიღოთ. ზუსტი დოზირება დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული.

მიიღეთ დღეში 2-3ჯერ, ჭამამდე 30წთ-ით ადრე, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ფუტკრის რძე ნერვული სისტემის მუშაობას ააქტიურებს და დაძინებამდე 3სთ-ით ადრე ნუღარ მიიღებთ.

სახლში შეგიძლიათ ეფექტური ნარევი მოამზადოთ ფუტკრის რძისა და თაფლისგან. თანაფარდობა 1:100 ან 1:300. ერთ ჯერზე მიიღეთ 1ჩ.კოვზი.

შეგიძლიათ სპირტიანი ემულსიაც დაამზადოთ.დაგჭირდებათ 1 წილი ფუტკრის რძე და 20 წილი არაყი. 5-10 წვეთი გახსენით 1 ს.კ. წყალში და მიიღეთ ჭამამდე 15წთ-ით ადრე.


0
478
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
478
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0