x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
გგონიათ იპოვით 9 ცხოველს? - ეს არც ისე ადვილია

image
ამ ბოლო დროს სხვადასხვა ქსელებზე იმდენ თავსატეხებს გვთავაზობენ, რომ თვლა არ აქვს, მაგრამ მთავარია ისინი საინტერესო იყოს. ამისთვის კი მხატვრების ჯგუფი მუშაობს და ცდილობს ყოველ ჯერზე ახალ-ახალი ხრიკები მოიგონონ და კარგად გადამალონ მოსაძებნი ნივთი თუ არსება.

თავსატეხი საშუალო სირთულისაა. ამ ბუნების სურათში ცხრა ცხოველია დამალული, მაგრამ მხატვარს უფრო საინტერესო რომ გაეხადა ის ჩაგვიმალა ადამიანი, რომელიც თამბაქოს ეწევა. საინტერესოა რამდენ ცხოველს ამოძებნით? (ოღონდ თვალი არ გაგექცეთ ქვემოთა პასუხების ფურცლისკენ).image

დამეთანხმებით, რომ არც ისე ადვილი იყო, რადგან ზოგი მათგანი თავდაყირაა ჩახატული, რაც მათ პოვნას ართულებს.

მეორე თავსატეხი, რომელსაც გვთავაზობენ ასეთა: უნდა მოვძებნოთ სამზარეულოში დამალული კურდღელი. ამ ფერად ილუსტრაციაზე დახატული გვყავს მზარეული, რომელსაც კურდღლის კერძი აქვს მოსამზადებელი. მივეხმაროთ მას დაკარგული ბაჭიის პოვნაში.image
და აი პასუხიც, იმედია ამას უფრო მარტივად მიაგენით.image

აი შემდეგი თავსატეხი კი უკვე რთულია, რომელიც არა მარტო მახვილ თვალს მოითხოვს, არამედ კარგი ნერვებიც სჭირდება. მოცემული გვაქვს რამდენიმე ათეული კამათელი. როგორც ვიცით კამათლებზე წერტილები დასმულია ერთიდან ექვსის ჩათვლით. აბა, აღიჭურვეთ მოთმინებით და მოძებნეთ ისეთი კამათელი, რომელზეც შვიდი წერტილია.imageეს კი პასუხების ფურცელი, სადაც ჩვენი წუნიანი კამათელია შემოხაზული:imageშემდეგი სურათი ნაირ-ნაირი ფერებით გამოირჩევა. ის ისე აგიჭრელებთ თვალებს, ძნელია მასზე რამის შემჩნევა, მაგრამ სხვა რა გზა გვაქვს, ჩვენ ხომ საკუთარ თავს ვცდით, ასე, რომ ამ ფერად ყვავილნარში უნდა ვიპოვოთ ერთადერთი პაწაწინა ფუტკარი, რომელიც ტკბილ ნექტარს მიირთმევს. imageდა აი, პასუხიც, იმედია თვალი არ გაგექცათ:image

იპოვით 9 ადამიანს? არც ისე ადვილია როგორც გეჩვენებათ


თავსატეხები, რომლებსაც მხოლოდ ერთეულები თუ უმკლავდებიან


რაც არ ვიცოდით. საინტერესო ფაქტები ადამიანებზე


დემონების ტყვეობაში: ნახატები, რომლებიც მხატვარმა ჭკუიდან შეშლის დროს დახატა

0
339
6-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
339
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0