x
მეტი
  • 28.06.2017
  • სტატია:67216
  • ვიდეო:319915
  • სურათი:419191
101 წლის ამერიკელი მილიარდერი დევიდ როკფელერი გარდაიცვალა

ლეგენდარული დინასტიის წარმომადგენელი ძილში გარდაიცვალა. თავის სახლში, ნიუ–იორკის შტატის პატარა ქალაქ პიკანტიკო–ჰილსში.

დევიდ როკფელერი შვილიშვილია ჯონ დევისონ როკფელერისა, დამაარსებლისა კომპანიისა Standard Oil და პირველი დოლარების მილიარდერისა კაცობრიობის ისტორიაში.


image


დევიდ როკფელერი 1915 წლის 15 ივნისს დაიბადა ნიუ–იორკში. დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი, სწავლობდა ლონდონის ეკონომიკის და პოლიტიკური მეცნიერების სკოლაში, დაიცვა ეკონომიკის დოქტორის ხარისხი ჩიკაგოს უნივერსიტეტში.

მეორე მსოფლიო ომის დროს სამხედრო დაზვერვაში მუშაობდა აფრიკასა და საფრანგეთში. დაიწყო რიგითმა და სამსახური დამთავრა კაპიტნის ჩინით.

ომის შემდეგ 1946 წელს დაიწყო კარიერა Chase Manhattan Bank ში, 1961 წელს კი მისი პრეიდენტი გახდა. ოცი წლის შემდეგ კი 1981 წელს, ასაკის გამო გადადგა.

Forbes ის რეიტინგში ის 581–ე ადგილს იკავებდა მილიარდერებს შორის. მისი ქონება 3, 3 მილიარდად იყო შეფასებული. ის ყველაზე ხანდაზმული მილიარდერი იყო.image


0
44
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0