x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
18 წლის ბავშვების ბერად აღკვეცას ხელს ნუ უწყობთ!- პეტრე კოლხის მორიგი ემოციური პოსტი
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზს მამა პეტრე კვარაცხელიას, იგივე პეტრე კოლხს არა მარტო საკუთარი მრევლი, არამედ სრულიად საქართველო იცნობს როგორც ყველაზე არაორდინალურად მოაზროვნე მამაო, რომელიც საკუთარ მოსაზრებებს სხვადასხვა პრობლემატურ საკითხებზე გულღიად, facebook–ის საკუთარ გვერდზე საჯაროდ გვიზიარებს. სულ რაღაც ერთი საათის წინ მამა პეტრემ მორიგი პოსტი დადო, სადაც 18 წლის ბავშვების ბერად აღკვეცის წინააღმდეგობას გამოხატავს გარკვეული მიზეზების გამო. პოსტს მოყვა მრავალი მიმოწერა, სადაც უმეტესობა ეთანხმება მამაოს მოსაზრებას, მცირე ნაწილი კი არ ეთანხმება. მამა პეტრე ამბობს, რომ აქვს ამის მტკიცე საბაბი და ჯერ–ჯერობით თავს იკავებს, მაგრამ ალბათ მალე ფაქტებსაც დადებს ამაზე, ზოგადად კი მოწინავე მოზროვნეებს უნმარტავს, რომ ვინაიდან "ზოგს მთელი ცხოვრება მიყვება განუვითარებელი ფსიქიკა..." მხოლოდ ეს მიზეზიც კმარა!


image


გთავაზობთ უცვლელად მამა პეტრეს პოსტს:


"გთხოვთ, უმორჩილესად გთხოვთ, 18 წლის ბავშვების ბერად აღკვეცას ხელს ნუ უწყობთ. ჩვენი ერის დეგრადირება სწორედ აქედან იწყება... ქვეყანა ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ კრიზისს ადვილად გადაიტანს... ჩამოუყალიბებელი ახალგაზრდების გაუაზრებელი ნაბიჯები მთელი ცხოვრება დაგვიჯდება...
ვიტყვი იმასაც, რომ მონასტრული ცხოვრების წინააღმდეგი არასდროს ვყოფილვარ. პირიქით, ჩემი ყველაზე დიდი და სანუკვარი მიზანია, მაგრამ ჩემს გვერდით მყოფი “აღკვეცილებისგან" არ მინდა მესმოდეს-“ხსნა ყველგან არის, მაგრამ გზა ხსნისა ასეთი მერგო მე უბედურსა"... ბერობა კი უბედურება ნამდვილად არ არის და გთხოვთ, უმორჩილესად გთხოვთ, ნურავის გავაუბედურებთ..."- წერს მამა პეტრე კოლხი.



image

7
173
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
173
  
მეა, ჭკვიანი და თბილი ადამიანი ხარ. გლოცავ.
2017, 23 აგვისტო, 19:33
არც მე ვემხრობი ასე პატარების ბერებად და მონაზვნებად აღკვეცას.
პროგრესული ტიპია. საღოლ!
ლოცვა საერთოდ რა საჭიროა? პრაქტიკული სარგებელი? მოდით ვიაზროვნოთ მეცნიერულად და არა იდიოტისტურად. ეს ერთი. და მეორეც, ამ პეტრე კოლხს, ვეთანხმები 100%-ით. 18 წლის გოგონები და ბიჭები უნდა ფიქრობდნენ სექსზე, გემრიელ საჭმელზე, მეცნიერებაზე და ფიზიკურ ვარჯიშებზე. მე ჩემი ვთქვი.
2017, 14 მარტი, 17:51
ვერც მე ვამართლებ მოძღვრების მხრიდან სოც-ქსელების მასიურ გამოყენებას, თუმცა ვაღიარებ, რომ ხშირად დებს მამა პეტრე საინტერესო პოსტებს და ვინ იცის რამდენი გზა აბნეულის დაფიქრება შეუძლია.
2017, 14 მარტი, 17:32
ეს საერთოდ თუ ლოცულობს? სულ ფეისბუქშია და არა მგონია დრო დარჩეს ლოცვებისათვის...
0 1 7