თავის მოვლა ეს ჯადოსნური რეცეპტი სამუდამოდ დაგავიწყებთ თმის ცვენას! 2017, 11 მარტი, 16:27 ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ თმის გარკვეულ რაოდენობას, ეს ნორმალური პროცესია. თუმცა, როდესაც დიდი რაოდენობით თმა გვცვივა ეს უკვე პრობლემაა. თმის ცვენას უამრავი ფაქტორი განაპირობებს : სტრესი, დაბერების პროცესი, არასწორი კვება, ჰორმონალური დისბალანსი, ნიკოტინზე დაკოდებულება, ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები, აუტოიმუნური დაავადებები და სხვა.
საბედნიეროდ, არსებობს ბუნებრივი პროდუქტები, რომელთა საშუალებითაც გაუმკლავდებით ამ პრობლემას: 2 ს/კ აბუსალათინის ზეთი; 1 კვერცხის გული; 1 ს/კ თაფლი. მომზადების წესი: ყველა ინგრედიენტი შეურიეთ თასში ერთმანეთს. კარგად შეიზილეთ თმის ძირებზე, დაიფარეთ საშხაპე ქუდი და გაიჩერეთ 2 საათით. შემდეგ, დაიბანეთ თმა რბილი შამპუნითა და კონდიციონერით. ეს რეცეპტი გამოიყენეთ კვირაში ერთხელ და 2 თვის განმავლობაში. ამ ნივთიერებების სასარგებლო თვისებები: აბუსალათინის ზეთი - გამოიყენება თმის, წამწამების და წარბების ზრდის სტიმულირების მიზნით.აბუსალათინის ზეთი არის ძალიან ეფექტური საშუალება მშრალი, მტვრევადი და დაზიანებული თმის სამკურნალოდ. ატენიანებს რა თმას და თავის კანს, მას აქვს თმის აღმდგენი მოქმედება; კვერცხის გული- შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებსა და მინერალებს. როგორიცაა რკინა, კალციუმი, ვიტამინი A, მაგნიუმი, კალიუმი, B6, B12, D, E, K, და ასევე შეიცავს ამინომჟავებს; თაფლი-შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინ B1, B2, B6, B12, P, C, PP, ფოლიუმის მჟავას, ვიტამინ K და სხვა. იგი აუმჯობესებს თმის სტრუქტურას და არბილებს მას. იხილეთ აგრეთვე: ვაშლის ძმარი- თმის ცვენისა და დაზიანებული ბოლოების მკურნალი! 10 შეცდომა, რომელსაც თმის მოვლისას ვუშვებთ 10 ვარცხნილობა, რომელიც მინიმუმ 5 წელს მოგაკლებთ! თავის მოვლის 10 მარტივი ხრიკი, რომელზეც აქამდე არაფერი იცოდით! 1215 3-ს მოსწონს
|