x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
10 შეცდომა, რომელსაც თმის მოვლისას ვუშვებთ
image



ხშირი ღებვისა და ვიტამინების ნაკლებობის შედეგად, თმა უფრო მტვრევადი და სუსტი ხდება. ყველა ქალს სურს ჰქონდეს ჯანსაღი და ბზინვარე თმა. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რათა დაიცვათ თქვენი თმა გარემოს ზემოქმედებისა და დაზიანებისაგან:

1. წყლის ტემპერატურა- ნუ დაიბანთ თავს ზედმეტად ცხელი ან ზედმეტად გრილი წყლით. წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 40 გრადუსს;

2. გამოიყენეთ ბალზამი- თმის კონდიციონერი დაგირბილებთ თმას, უფრო დამყოლსა და ძლიერს გახდის;image


3. ნუ დაივარცხნით თმას ზედმეტად ხშირად და უხეშად- თმის დღეში ერთხელ დავარცხნაც საკმარია. ხშირი ვარცხნით შესაძლოა თმა დააზიანოთ. რაც მის დასუსტებასა და მტვრევადობას გამოიწვევს.

4. ნუ გამოიყენებთ თმის უთოსა და საშრობს- აცადეთ თმა თავად შეშრეს. იმ
შემთხვევაში თუ სადმე გეჩქარებათ, შეგიძლიათ ფენი გამოიყენოთ. გახსოვდეთ,
რომ მისი თმასთან ახლოს მიტანა არ შეიძლება. ოდნავ მოშორებით დაიჭირეთ და
ასე შეიშრეთ თმა;image



5. გამოიყენეთ თმის ზეთი- დაბანის შემდეგ, როდესაც თმა ოდნავ შეშრება,
ხელის გულზე დაიტანეთ რამდენიმე წვეთი ზეთი და თმის ბოლოებში შეიზილეთ.
ყველაზე ეფექტური ყურძნის წიპწებისა და ნუშის ზეთებია. ისინი კვებავენ
თმას, ეხმარებიან დაზიანებულ ბოლოებს აღდგენაში და თმის სტრუქტურას
აუმჯობესებენ;image


6. გამოიყენეთ ლუდისა და მაიონეზის ნიღბები- მაიონეზი თმას უფრო
დამყოლს, ბზინვარესა და რბილს ხდის. დაბანამდე ნახევარი საათით ადრე
წაისვით თმაზე მაიონეზი, შემდეგ კი ჩვეულებრივ, შამპუნითა და ბალზამით
ჩამოიბანეთ. არანაკლებ ეფექტურია ლუდის ნიღაბი. დაბანამდე 20 წუთით ადრე
შეიზილეთ თმაზე ლუდი. განსაკუთრებით ეფექტურია ჭვავის ლუდი. ჩამოიბანეთ და
წაისვით თმის ზეთი (ზემოთ აღნიშნული წესის მიხედვით). ლუდი დაგეხმარებათ
ქერტლის გაქრობაში და თქვენს თმას განუმეორებელ ბრწყინვალებას შესძენს.image



7. გარეცხეთ თმის მოვლის საშუალებები- მაკრატელი, სავარცხელი, თმის დასახვევი და სხვა ნივთები აუცილებლად უნდა გასუფთავდეს. ჰიგიენის დაცვა უზრუნველყოფს ბაქტერიების განადგურებას და დაიცავს თქვენს თმას.


image


8.მოიჭერით თმის დაზიანებული ბოლოები- ნუ დაგენანებათ თვქენი თმა. დაზიანებული ბოლოები კიდევ უფრო აზიანებენ თმას. თვეში ერთხელ მოიშორეთ თმის დაყოფილი ნაწილი და შეინარჩუნეთ ჯანსაღი თმა.image



9.შაპუნი სწორად დაიტანეთ თმაზე- უმჯობესია თუ დაბანის წინ თმას დაივარცხნით, შემდეგ წყლით დაისველეთ და ცოტაოდენი შამპუნი წაისვით, ჯერ თმის ძირებში, შემდეგ კი ბოლოებში. ზედმეტი შამპუნის გამოყენება არ არის რეკომენდირებული. ნურც ფრჩხილებით მოახდენთ ზემოქმედებას კანზე. მხოლოდ ნაზი მასაჟით შეგიძლიათ, წაისვათ შამპუნი.image

10.კვება- მიაქციეთ თქვენს რაციონს ყურადღება.თქვენი საკვები ვიტამიებით მდიდარი უნდა იყოს, რათა შეინარჩუნოთ ჯანსაღი თმა.მიირთვით კვერცხი, ზღვის პროდუქტები, ყვავილოვანი კომბოსტო, თევზი, ხორბალი, წიწიბურა და შვრიის ფანტელი თმისთვის საჭირო ვიტამინებს შეიცავენ. image












იხილეთ აგრეთვე:


როგორ მივიღოთ თმის სასურველი ფერი და რომელი საღებავით შევიღებოთ თმა?- საღებავებისა და ფერების კატალოგი



ვაშლის ძმარი- თმის ცვენისა და დაზიანებული ბოლოების მკურნალი!

0
2348
7-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
2348
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0