x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
რატომ ჩნდება ენაზე ნადები და რომელ დაავადებაზე მიგვანიშნებს მისი შეფერილობა?
image


ენა ადამიანის ორგანიზმის მდგომარეობის სარკეა. თუ გსურთ გაიგოთ ორგანიზმში
დაგიგროვდათ თუ არა შხამები, სარკეში ენას კარგად დააკვირდით. ენაზე ნადები მაშინ ჩნდება, როცა რომელიმე ორგანო არ მუშაობს გამართულად და შლაკები გროვდება. ტოქსინები ნერწყვის საშუალებით გამოიყოფა და რადგან ღამით ნერწყვს ვერ ვყლაპავთ, ბაქტერიები ენაზე გროვდება. ენის შეფერილობის მიხედვით, შეგიძლიათ მიხვდეთ, რომელ ორგანოზე გაქვთ პროპლება. მაშ ასე:



თეთრი ფერის ნადები- ენაზე თეთრი ფერის ნადების არსებობა არ არის საგანგაშო, თუ მას ჰიგიენური პროცედურების შემდეგ მოიშორებთ. პრობლემაა თუ ის ისევ ენაზე დარჩება. ამ ფერის ნადები ხშირად მიუთითებს კუჭ-ნაწლავის დაავადებაზე, მაგალითად გასტრიტისა და წყლულის არსებობაზე. თეთრი ფერის ნადები ჩნდება, სტომატიტის, თირკმელებისა და საშარდე გზების ანთების, სტრესისა და ნერვული გადაძაბვის, ნაწლავური დისიბიოზის იგივე დისბაქტერიოზისა და კანდიდოზის დროს. ენის გაწმენდა შეგიძლიათ კბილის ჩოთქის დახმარებით, რომელსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს უკანა მხარეს, სპეციალური ენის საწმენდი რბილობი. გამოიყენეთ რომელიმე მცენარეული ზეთი (მაგ:ზეითუნის), დაიტანეთ ენაზე და 5 წუთის განმავლობაში, კბილის ჩოთქის მეშვეობით, ფაქიზად დაიმუშავეთ. გახსოვდეთ, რომ ნადების მექანიკური მოშორება არც ისე ეფექტურია, საჭიროა, მისი გაჩენის მიზეზის დადგენა და მკურნალობა. image



ყვითელი ფერის ნადები- ამგვარი შეფერილობის ნადების არსებობა, ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებაზე მიგვანიშნებს. ასევე კუჭ-ნაწლავის დაავადების არსებობაზე, თუ ნადებს თან ახლავს პირის ღრუდან უსიამოვნო სუნი და გულისრევის შეგრძნება. ყვითელი ფერის ნადებს, სხვადასხვა მედიკამენტების მიღებაც იწვევს. მაგალითად ანტიბიოტიკები თავისთავად არ იწვევენ ყვითელ ნადებს, თუმცა მათი ზემოქმედება ღვიძლეზე, უკვე ხდება მიზეზი იმისა, რომ ენაზე ბაქტერიები დაგროვდეს. მწვავე რესპირატორული და მორეციდივე ინფექციური დაავადებები, გავლენას ახდენს ყვითელი დაფის ფორმირებაზე. პაციენტები უჩივიან ტკვილს ყელის არეში, ხშირად იმატებს ტემპერატურაც. ასეთი დაავადებები სასურველ გარემოს ქმნის, ბაქტერიების წარმოსაქმნელად. ადგილობრივი ანთებითი პროცესები, როგორიცაა ყელის ტკივილი, კარიესი, გინგივიტი, გლოსიტი ან სტომატიტი ასევე ქმნიან ყვითელ ნადებს. გაისუფთავეთ ენა ყოველ დილა-საღამოს, ჯაგრისის რბილობის დახმარებით. გამორიცხეთ ცხიმიანი, შემწვარი, შებოლილი საკვების მიღება. მირთვიით რძის პროდუქტები და მარცვლეული.




image

ნაცრისფერი ნადები- ამ შეფერილობის ნადებს აჩენს გასტრიტი, ენტეროკოლიტი, კუჭის წყლული. ინფექციური დაავადებები: სტენოკარდია, პნევმონია, წითელა, ქუნთრუშა. აივ ინფექცია. ორგანიზმის დეჰიდრატაცია, ღვიძლისა და სასუნთქი სისტების დაავადებები: ბრონქიტი, ტრაქეიტი, პნევმონია. სხეულის ტემპერატურის მომატებამ, შესაძლოა გამოიწვიოს ენის ნაცრისფერი შეფერილობა. ხშირად ეს ხდება იმუნიტეტის დაქვეითების ფონზე, ამიტომ პაციენტს ენიშნება ვიტამინების კომპლექსი. კანდიდოზის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია, სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება.




გახსოვდეთ, რომ ჯანმრთელი ორგანიზმის მქონე ადამიანის ენა ნორმალური ვარდისფერი შეფერილობისაა და ნადები არ აქვს. ნადების არსებობის შემთხვევაში, თვითმკურნალობა არ ღირს. აუცილებლად მიმართეთ ექიმს, ჩაიტარეთ საჭირო გამოკვლევები და ზუსტად დაადგინეთ ამ პრობლემის მიზეზი.





იხილეთ აგრეთვე:


როგორ გავიწმინდოთ ნაწლავები სახლის პირობებში- ახალი ხალხური მეთოდები

რა სიმპტომები ახასიათებს გასტრიტს და როგორ ვიმკურნალოთ სახლის პირობებში?

სოდიანი წყლით სიმსივნისა და სოკოს მკურნალობა!

დაბალი ჰემოგლობინის ნიშნები და მისი მკურნალობის მეთოდები

რა სარგებელი და ზიანი მოაქვს თაფლიანი წყლის მიღებას?

რატომ არ უნდა გადავყაროთ გოგრის თესლი?

ლიმონიანი წყალი - ჯანმრთელობის ელექსირი!

კანაფის ზეთი სიმსივნესა და სხვა უამრავ დაავდებას კურნავს!

0
6395
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
6395
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0