x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
"ვამპირთა თაობა" - გაფრთხილება მშობლებს: მომავლის სენი, რომელსაც მობილური ტელეფონი და კომპიუტერი იწვევს
image
საათი შუაღამეს აჩვენებდა, ის იყო ჩაეძინა დედას, რომ რაღაცამ გააღვიძა, ეს მისი ქალიშვილის ხმა იყო, ყვირილი, რომელიც ისევ ისმოდა და დერეფნის კედლები ექოს აძლევდა.image
ჯუდიმ ხალათს წამოავლო ხელი, ცხადია, რომ ღამე საშინლად გრძელი იქნება. მაგრამ აურელია არც შიმშილისგან ტირის და არც ახალშობილია, რომელიც მოვლას საჭიროებს, ის 14 წლისაა. ის იმ ბავშვების თაობას ეკუთვნის, რომლებიც უძილობით იტანჯებიან, ღამეებს თეთრად ათენებს, ხან მხოლოდ სამი-ოთხი საათი სძინავს, მერე კი სკოლაში მიდის. 47 წლის ჯუდი ძალიან შეწუხებულია, მას აურელიას გარდა კიდევ ორი შვილი ჰყავს - 12 წლს მაქსი და 8-ის ორლი, ქალს სახლში ბევრი საქმე აქვს და ღამე მოსვენება სჭირდება. გოგონა ძალიან დატვირთულია სკოლაში. ლოგინში რომც გაატაროს თუნდაც ცხრა საათი, დაძინება მაინც არ შეუძლია.image

ეს ღამეული კოშმარები ოჯახს ჩვეულებად აქვს გამხდარი, 44 წლის მამასაც, რომელიც მსახიობია და საღამოსაც სამსახურში ატარებს, მოსვენება სჭირდება. მარსუზონების ოჯახი ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობს. დედა ყველაფერს აკეთებს, რომ გოგონას რამე უშველოს, მას სხვადასხვა თერაპიულ სეანსებზე დაჰყავს შვილი, აძლევდა ძილის საშუალებებს, აჭმევს მხოლოდ ჯანსაღ საკვებს, არავითარ ტკბილ და აღმგზნებ წვენებს, მაგრამ შედეგი არ ჩანს. აურელია უნდა ადგეს ადრე, რადგან 7:40 სთ-ზე სკოლაშია წასასვლელი, თუმცა ლოგინიდან უკანასკნელი, ძლივს გამოძვრება.

თეთრად გათენებული ღამეები, ეს უცხო არაა იმ მშობლებისთვის, ვისი შვილებიც უძილობით იტანჯებიან. ასეთ ბავშვებს ეწოდათ "ვამპირების თაობა". ზოგადად 18 წლამდე მოზარდებს ესაჭიროებათ 9-10 საათი ძილი, ექსპერტები ირწმუნებიან, რომ 7 საათი მაინც აუცილებელია. ძილის უკმარისობა სერიოზულ ზიანს აყენებს ბავშვების ჯანმრთელობას, როგორიცაა ტვინის განვითარება, გულის დაავადებები, დეპრესია და სიმსუქნე.

ბრიტანელი პროფესორი პოლ გრინგრასი ირწმუნება, რომ ეს ტექნოლოგიების ბრალია: "ძილის დარღვევებს იწვევს მობილური ტელეფონები და აიპადები. ისინი ასხივებენ იმდენ შუქს, რაც საკმარისია ძილის დარღვევისთვის. მობილური ტელეფონების და კომპიუტერების გამოსხივება ბევრად უფრო მძაფრია, ვიდრე ჩვეულებრივი სანათები ან სხვა ელექტრო მოწყობილობები".


ბავშვებს ტელეფონები მუდამ თან აქვთ, იღებენ მთელ რიგ შეტყობინებებს. საღამოს, როცა უნდა ისვენებდნენ, მათი გონება დატვირთულია, მოლოდინის რეჟიმშია. ამას ემატება ტკბილეული და კოფეინიანი სასმელები, რომლებიც ამძაფრებს პრობლემას.

გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ბავშვები უფრო მეტად არინ მიჯაჭვული თავიანთ სმარტფონებზე, ვიდრე მშობლებზე, თუმცა ისიც ცხადია, რომ ინფორმაციის დიდ ნაწილს სწორედ აქედან იღებენ.

  • image
    ფიონა დეილის 14 წლის ვაჟიც 7 წლიდან მოყოლებული იტანჯება იგივე პრობლემით. დედა აცხადებს, რომ ჯოს საერთოდ არ სურს დასაძინებლად წასვლა. შეიძლება დაწვეს 10-ზე, მაგრამ არ ჩაეძინება დილის 4-მდე. ძალიან უყვარს მეგობრებთან ყოფნა, ფეხბურთის თამაში, მაგრამ სკოლის მერე უკვე ძალაგამოცლილია და ხშირად ცუდ ხასიათზეა.

  • კანადაში 4100 მოზარდი გამოიკვლიეს დადადასტურდა, რომ ბავშვთა უძილობის პრობლემა მესამე ადგილს იკავებს ქვეყანაში. ის მომავლის სერიოზულ პრობლემად ისახება.

  • image
    51 წლი ნატალი შალომი ირწმუნება, რომ მისი 14 წლის ქალიშვილის უძილობაზე სოციალური მედიაა დამნაშავე.
    ც 10 ა, ა 4 ნ 5-ს. "ე, ი, ს. ა, ს, ს, ბი".

  • ს, "ს, ა? ა, ი, ა. ა " - ი.

0
1192
4-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
1192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0