x
image
melody_inside
როგორ შეძლო ქმარმა ცოლთან თავის გამართლება, როდესაც სხვასთან შეისწრო საწოლში
image

ცოლი ადრე დაბრუნდა სახლში და ქმარი საწოლში აღმოაჩინა საკმაოდ მომხიბვლელ ახალგაზრდა ქალბატონთან ერთად. ის იმდენად შოკირებული იყო ნანახით, რომ თავიდან ტირილი დაიწყო, შემდეგ კი ყვირილი დაუწყო ქმარს:

-უმადურო ღორო! როგორ შეგეძლო ასე მომქცეოდი ერთგულ მეუღლეს და შენი შვილების დედას! მორჩა, მე მივდივარ! და დაუყოვნებლივ მოვითხოვ გაყრას.

ქმარმა მოუსმინა და უპასუხა:

-დაიცადე ერთი წუთი, საყვარელო, და აგიხსნი რაც მოხდა.

-კარგი, დაიწყე, დაიძვრინე თავი. უბრალოდ გაითვალისწინე, ეს უკანასკნელია, შენგან რისი მოსმენისთვისაც ვარ მზად.

მიცემული შესაძლებლობით გათამამებულმა ქმარმა თავის გამართლება დაიწყო:

-ძვირფასო, მანქანაში ჩაჯდომას ვაპირებდი სახლში რომ წამოვსულიყავი და ამ ახალგაზრდა ქალმა მთხოვა დაგემგზავრებიო. ის ისეთი უსუსური და უბედური შესახედავი იყო, რომ შემეცოდა და ჩავისვი მანქანაში.
გზაში ყურადღება მივაქციე იმას, რომ ძალიან გამხდარი, ჭუჭყიანი და ცუდად ჩაცმული
იყო. თან მან მითხრა, რომ სამი დღის უჭმელი იყო. თანაგრძნობა გამოვიჩინე და
ჩვენთან მოვიყვანე. ცხელი შოკოლადი ვასვი, რომელზეც შენ უარი მითხარი იმ მიზეზით, რომ ტკბილი გასუქებს. ამ საცოდავმა კი ერთ ამოსუნთქვაზე დალია. ის ჭუჭყიანი იყო და გასაკვირი არ არის, დაბანა რომ შევთავაზე. სანამ იბანდა, მე დავინახე, რომ მისი ტანსაცმელი დახეულია და გადავყარე ნაგავში. შემდეგ ვიფიქრე, რა ჩამეცვა მისთვის და ის მოდური ჯინსები მივეცი, რაც შენ ოთხი წელია არ ჩაგიცვია იმ მიზეზით, რომ ვიწრო იყო. ქვედა საცვალიც მივეცი, ჩვენი ქორწილის დღის აღსანიშნავად რომ რომ გაჩუქე და მის ჩაცმაზე უარი რომ თქვი, ჩემი უგემოვნობის მომიზეზებით. მისთვის სექსუალური „ბლუზკა“ ვნახე, ჩემი დის საშობაო საჩუქარი, შეგნებულად რომ არ იცმევდი მის გასაბრაზებლად. ბოლოს, ამ ქალს შენი ფეხსაცმელიც მივეცი, რომელიც ძვირიან ბუტიკში იყიდე და არც ჩაგიცვამს იმიტომ, რომ სამსახურში სხვასაც აცვია.

ქმარმა ღრმად ამოისუნთქა და გააგრძელა:

-ქალი ისეთი მადლიერი იყო ყურადღებისთვის და ზრუნვისთვის, რომ როდესაც კარებამდე მივაცილე, შემობრუნდა აცრემლებული და მთხოვა:

-გთხოვთ, მითხარით, რამე გაქვთ კიდევ, რასაც თქვენი ცოლი არ იყენებს?



იხილეთ ასევე:


1. ქმარმა, დაურეკა რა მეუღლეს კამათის შემდეგ, ყველაფრის გაგონებას ელოდა, ოღონდ არა ამის !!! (იმიტომ, რომ ყურადღება უნდა მივაქციოთ სიტყვებს )


2. სამი მამაკაცი გოგონას თვალს ვერ აშორებს მატარებლის კუპეში. და გოგონას არაჩვეულებრივი საქციელი!


3. ქალს სურდა უარი ეთქვა დამლაგებლის ხელფასის მომატებაზე, მაგრამ პასუხი რომ მოისმინა!...+18


4. მოღალატე ქალს საოცარი სიურპრიზი მოუმზადა შეყვარებულმა მამაკაცმა!

4
2009
8-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
2009
  
2017, 5 მარტი, 10:18
კარგი იყო ))))
2017, 5 მარტი, 10:14
კაი იყო :-)) , შეუსრულა ცოლს, მასეთს იქეთ უნდა გაშორდე ადამიანი
0 1 4