x
image
melody_inside
საყვარელი რატომ არის უფრო სექსუალური, ვიდრე ქმარი?
ეს სიტყვა გულისხმობს გრძნობებს, სიყვარულს, ვნებას, „მშრალი“ სიტყვის „ქმარი“-სგან განსხვავებით. რატომ უკეთებენ რომანტიზირებას ქალები საყვარლის იმიჯს? და რეალობაში ყოველთვის შეესაბამება თუ არა ყველა იმ თვისებას, რასაც მას მივაწერთ? ხშირად ხომ ისიც ვიღაცის ქმარია, _ მსჯელობს სექსოლოგი კატრინ ბლანი.

image
ტერმინი „საყვარელი“ არაორაზროვნად უსვამს ხაზს ურთიერთობის სექსუალურ ბუნებას. უცნაური კი იქნებოდა საყვარლის არჩევა სექსუალურობის კრიტერიუმის გარეშე. ეჭვსგარეშეა, საყვარელი სექსუალურია, თუნდაც არ იყოს ლამაზი!

განპირობებულია თუ არა ეს ხმით, მზერით, სახის ნაკვთებით, ძალით, სინაზით, მოსმენის უნარით, სუნით, გამოცდილებით, მგრძნობიარობით ან თავდაჯერებულობით, რითაც ის თავისი სურვილის დემონსტრირებას ახდენს? ნებისმიერ შემთხვევაში ის იმდენად სექსუალურია, რომ მის მიერ დაპყრობილი ქალი ყველაფერზეა წამსვლელი. ის მზადაა მასში უყვარდეს ისიც კი, რაც მასში საერთოდ არაა, იტანჯოს ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი არ ყოფნით, დაარღვიოს მორალის ნორმები, უგულებელყოს თავისი ვალდებულებები. და რაღა უნდა ითქვას კიდევ!

კითხვა შემდეგშია _ შედარებაში, უფრო ზუსტად, ქმრის და საყვარლის დაპირისპირებაში. აუცილებელია თუ არა პირველი აღქმული იყოს როგორც ნაკლებ სექსუალური, რათა გამართლებული იყოს მეორეს მოთხოვნილება?
ქმარი, როგორც ცოლის ღალატის მიზეზი?
ასეთი ვარაუდები საშუალებას გვაძლევს უკეთ გავიგოთ მრისხანება, რასაც განიცდის მოტყუებული მამაკაცი: საზოგადოების თვალში ცოლის სასიყვარულო გართობები
თვალნათლივ ადასტურებს ვაჟკაცობის და სექსუალური მიმზიდველობის არ არსებობას.

image
ქალი საყვარელს აღიქვამს როგორც „ დამპყრობელს“, მაშინ, როდესაც ქმარი „მოვალეობის“ განსახიერებაა.

image

ნუთუ საყვარელი იმდენად ეროტიულია და ვაჟკაცური, რომ ქალი მზად არის დიდ რისკზე წავიდეს? თუ საქმე უფრო მეტად სხვის მიმართ ცნობისმოყვარეობაშია, ახალი
შეგრძნებების პირად ძიებაში, რომელიც აღიძვრება სხვა მამაკაცის ნაზი გამოხედვისას,
მისი ნაკლოვანებების მიუხედავად. ..მათ შორის ვაჟკაცურობის ნაკლებობა? შეიძლება თუ არა ადამიანის მიმართ სექსუალური ლტოლვის შეგრძნება, არ ჩართო ამავე დროს საკუთარი ფანტაზია? სასიყვარულო ურთიერთობებში რეალობა და ფანტაზია, გარკვეულწილად გადახლართულია. უფრო მეტიც, არ ღირს იმის დავიწყებაც, რომ მრავალი ამ „შეუდარებელი“ საყვარლებიდან ასევე წარმოადგენენ... ქმრებს.


საყვარელი _ ეს ის არაა, ვინც ქმარზე „უკეთესია“. საყვარელი უბრალოდ „ სხვაა“. ის პარტნიორს სთავაზობს ახალ ხედვას საკუთარ თავზე და მის სექსუალურობაზე.

image

ქალი საყვარელს აღიქვამს როგორც „ დამპყრობელს“, ამიტომ ის საშუალებას აძლევს მას
აისრულოს დახშობილი სურვილები. მაშინ, როდესაც ქმარი „მოვალეობის“ განსახიერებას წარმოადგენს.


სასიყვარულო ურთიერთობებში ეროტიზმი შეხვედრების დროს თავისუფლების შეგრძნების და ნათელი ინტრიგის ქვეშ იბადება. სწორედ ერთმანეთის მიმართ თვალებით თამაშის დროს აალდება ან ქრება სექსუალური მიზიდულობა. ის, თუ რამდენად მიმზიდველია ქალისთვის ქმარი ან საყვარელი, დამოკიდებულია არა მათ მამაკაცურ თვისებებზე, არამედ იმაზე, თუ რა უფრო ესაჭიროება ამ მომენტში ქალს - მოწესრიგებული, ზომიერი სოციალური ცხოვრება თუ თავგადასავლები და სასიყვარულო ძიებები.


ბუნებრივია, ქმარი შეიძლება ვერც კი მიხვდეს რა შეემთხვა ქორწინებაში მის სექსუალურ სტატუსს, ის ხომ ძველებურად საკუთარ თავს სხვა ქალების თვალით აფასებს და გადააბიჯებს თუ არა ზღურბლს, გულგრილად თამაშობს მაცდუნებლის როლს.


იხილეთ ასევე:

1. ისტორიები მამაკაცებზე, რომლებიც იყვნენ ქალები



2. დიდი პოლიტიკოსების საყვარლები.


3. სექსის შემდეგ დაზარალებული გოგონას გადასარჩენად მისული მაშველები შოკში არიან...


4. რას იწვევს რეგულარული სექსი მამაკაცებში


5. სექსუალური კონტაქტები და მკვლელობები--საშინელი ისტორიები მთვარეულებზე


6. სექს- ჩვეულებები, რომლებიც ნამდვილად გაგაოცებთ.


7. ქმარმა ცოლს და საყვარელს საგზურები ერთ კურორტზე აუღო...


8. ინტიმური მომენტები შეყვარებული წყვილების ცხოვრებაში


9. სამეცნიერო ფაქტები სიყვარულზე და სექსზე!


10. აი რა ხდება, როცა წყვეტთ რეგულარულ სექსუალურ ცხოვრებას! ( +18)

1
2179
11-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
2179
  
2016, 23 დეკემბერი, 15:25
როცა წყვილს ერთმანეთი უყვარს საყვარელზე საუბარიც კი ზედმეტია, მაგრამ როცა წყვილის ურთიერთობა უბრალოდ მოვალეობის მოხდაა საყვარელი გამოდის "ასპარეზზე"...
0 1 1