x
შარდის დონე საცურაო აუზში

კანადელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს შარდის დონე საცურაო აუზში. ზოგიერთ შემთხვევაში 0.01 % სითხე საცურაო აუზში არის შარდი. ეს მაჩვენებელი საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ მოცურავის ჯანმრთელობას შეუქმნას სერიოზული საფრთხე.

მკლევარებმა დაადგინეს, რომ 833, 000 ლიტრიანი აუზი შეიძლება შეიცავდეს დაახლოებით 75 ლიტრ შარდს. პატარა 416, 000 ლიტრიანი აუზი კი შეიცავს 30 ლ შარდს.

მკვლევარებმა გამოიკვლიეს, როგორც კერძო ისე საჯარო საცურაო აუზები კანადაში
და ასევე ცხელი აბანოები.

ალბერტის უნივესიტეტის მედიცინისა და ლაბორატორიის დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა დაასკვნეს, რომ შარდის ქლორთან და სხვადასხვა სადეზინფექციო ნივთიერებებთან ურთიერთქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი უარყოფითი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თვალის გაღიზიანებები და სხვა რესპირატორული პრობლემები.

შარდი არ არის მხოლოდ ერთადერთი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება გამოწვიოს დეზინფექციის გვერდითი მოვლენები აუზში ბანაობის დროს. რისკ-ფაქტორს წარმოადგენს, ოფლი, სხეულისა და თმის მოვლის საშუალებები, რომლებიც აუზში ავტომატიურად ხვდება.

მკვლევარების ვარაუდით, ისეთი პრევენციული ღონისძიებები, როგორიცააა შხაპის მიღება აუზში ჩასვლამდე, შეამცირებს სადეზინფექციო ნივთიერებების უარყოფით ზემოქმედებას.



საცურაო აუზი




3
125
2-ს მოსწონს
ავტორი:ელი2003
ელი2003
125
  
2017, 4 მარტი, 19:59
საფრთხე საცურაო აუზში
2017, 4 მარტი, 19:46
გასათვალისწინებელია
2017, 4 მარტი, 19:41
საინტერესოა
0 1 3