x
როგორ დავამყაროთ ეფექტური შთაბეჭდილება გასაუბრების დროს. 8 ხრიკი ,რისი დახმარებითაც სამსახურში აყვანა გარანტირებული გექნებათ.
ინტერვიუ



პირველ შთაბეჭდილებას აქვს დიდი მნიშვნელობა გასაუბრების დროს. ის აყალიბებს აღქმას პროფესიული კომპეტენციის. ეფექტური შთაბეჭდილების დატოვება სამსახურში აყვანის გარანტიას იძლევა.
შემოგთავაზებთ 8 ხრიკს თუ, როგორ დავიმსახუროთ მოწონება პოტენციური დამსაქმებლის თვალში.
1. შეიმოსეთ სამსახურისთვის, რომელიც გსურთ - ვიზუალი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ადამიანის აღქმისას. ჩაიცვით სოლიდურად. წარმოიდგინეთ, რომ ვიცე პრეზიდენტს, კლიენტებს, ან აუდიტორიას ხვდებით. დარწმუნდით, რომ თქვენი სამოსი არ არის მჭიდრო, მყვირალა, ან შეუსაბამო. ასევე კარგი იქნება, თუ არ დაიბნევთ ბევრ სამკაულს და არ გაიკეთებთ მკვეთრ მაკიაჟს .
2. იყავით პუნქტუალური- კარგი იქნება თუ თქვენს გასაუბრებამდე 10-15 წუთით ადრე მიხვალთ დანიშულ პუნქტთან, ამით თქვენ თავიდან აიცილებთ გაუთვალისწინებელ შემთხვევებს. დაგვიანების შემთხვევაში თქვენ დატოვებთ ცუდ შთაბეჭდილებას დამსაქმებლის წინაშე, რაც თქვენს არაორგანზიებულობაზე და უყურადღებობაზე მიუთითებს.

ინტერი



3. თავდაჯერებულად შედით გასაუბრების ოთახში .- თავი ასწიეთ, გაიღიმეთ, დამაჯერებლად მიესალმეთ და ხელი მყარად ჩამოართვით.
4. იყავით კეთილები ყველას მიმართ- გაუზიარეთ თქვენი სიკეთე და პოზიტივი ყველას ვისაც შეხვდებით. იყავით გრაციოზული პირველივე შეხვედრიდან იმ ადამიანების მიმართ, რომლებთანაც შეხვედრა სამუშაო პროცესის დროს ხშირად მოგიწვეთ.
5. ინტერესი საქმის მიმართ- გამოხატეთ აღფრთოვანება და ინტერესი სამსახურის მიმართ.
6. მზად იყავით, რომ ისაუბროთ თქვენს თავზე და კომპანიაზე. გასაუბრებამდე რამოდენიმე საათით ადრე გაეცანით იმ კომპანიის შესახებ ინფორმაციას, რომელშიც მუშაობა გსურთ. ასევე მოამზადეთ თქვენს თავზე სასაუბროდ.
7. შეამოწმეთ თქვენი ღიმილი- დარწმუნდით, რომ თქვენი ღიმილი არის შთამბეჭდავი. კარგი იქნება, თუ გასუბრებამდე რამოდენიმე დღით ადრე შეამოწმებთ თქვენი ღიმილის ეფექტურობასა და ესთეტიურობას სტომატოლოგთან.
8. მოამზადეთ პასუხი იმის შესახებ თუ, რატომ გინდათ აქ მუშაობა- პასუხი უნდა იყოს ღირებული და მნიშვნელოვანი. შეეცადეთ, რომ დამსაქმებელს კარგად გააგებინოთ რამ მოგხიბლათ ამ ვაკანსიაში და რა პერსპექტივა გექნებათ აქ მუშაობისას.


ურა

1
215
3-ს მოსწონს
ავტორი:ელი2003
ელი2003
215
  
2018, 23 თებერვალი, 14:01
საინტერესო და საჭირო რჩევებია
0 1 1