x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ავტომობილების გატაცების ახალი ხერხი. მძღოლებო იფრთხილეთ!
სოციალური ქსელები დღეს მხოლოდ გასართობი მიზნებისთვის აღარ გამოიყენება, მისი საშუალებით შეგვიძლია მსოფლიოს გარშემო მომხდარი ყოველი მოვლენა ვნახოთ და გავიგოთ. გარდა ამისა კი, მომხმარებლები როგორც სპეციალურ ჯგუფებში, ასევე საკუთარი გვერდების მეშვეობით ცხოვრებისეულ გამოცდილებებს გვიზიარებენ.


ცოტა ხნის წინ გოგონამ სახელად ეშლი გამოაქვეყნა საკუთარ ვებ–გვერდზე სიახლე, რომლითაც მოგვიწოდებს საზოგადოების თავშეყრის ადგილებსა თუ ავტოსადგომზე მოვუხმოთ გონებრივ სიფხიზლეს. აი რა მოხდა ამ ჯერად.


image


"როდესაც სამსახურში ჩემი ცვლა დავასრულე, გამოვედი შენობიდან და გავეშურე ავტოსადგომზე საკუთარი ავტომობილისკენ. ყოველთვის გვიან მიწევს ცვლის დასრულება, ამჯერადაც გვიან ღამით გავეშურე ავტოსადგომისკენ. ჩავჯექი თუ არა ავტომობილში შევნიშნე, რომ საქარე მინასთან იდო პერანგი (საროჩკა). სწრაფად დავბლოკე კარი და შევეცადე მინის საწმენდებით მის გადაგდებას, თუმცა ამაოდ. შიშმა ამიტანა, მიმოვიხედე ირგვლივ და შევნიშნე, რომ ორი ავტომობილი იყო ახლოს, რომელთაგან ის იყო ერთ–ერთმა დაძრა და წავიდა, მეორე კი კვლავ გაუნძრევლად იდგა. მივხვდი, რომ მანქანიდან არ უნდა გადავსულიყავი, ამიტომ ჩავრთე ძრავი, დავძარი ავტომობილი და მხოლოდ უსაფრთხო ადგილას გავაჩერე და ავიღე პერანგი, რომელიც ისე იყო "გაკვეხებული" საქარე მინაზე, რომ საწმენდებით მრავალჯერადი მცდელობითაც ვერ ჩამოვაგდე.



მეორე დილას მომხდარზე სამსახურში მოვყევი და ყველა გაოცდა, საღამოს ცვლის შემდეგ კი უკვე ჩვენი დაცვის წევრს ვაცილებინებ ხოლმე თავს ავტოსადგომამდე. როგორც გაირკვა, იმ პერიოდში საგრძნობლად იყო მომრავლებული ავტომობილების გატაცების მსგავსი ხერხები, გამტაცებელი შექმნის გაურკვეველ იმიტაციას, რომლის გამოც მოგიწევთ ავტომობილიდან გადმოსვლა, თავს გესხმით და იტაცებს თქვენს ავტომობილს. ამიტომ ყველა მძღოლს მოგიწოდებთ, რომ მეტი სიფხიზლე გამოიჩინოთ და ავტომობილების ქურდბაცაცების მორიგ პროვოკაციას არ წამოეგოთ"– წერს და სიფხიზლისკენ მოგვიწოდებს ეშლი.

1
1197
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1197
  
2017, 2 მარტი, 19:13
ეს მოძველებული თემაა უკვე, ახლა "პროდვინუტი" მანქანის ქურდები სკანერით დადიან და უპრობლემოდ აღებენ მანქანის კარებს სიგნალიზაციის აუმუშავებლად. :(
0 1 1